• რეკლამა
  • კონტაქტი
03:21, კვირა, 6 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რამდენიც არ უნდა ილაპარაკოს მავანმა, ეს პლატფორმა არის და იქნება ჩრდილოვანი გავლენებისგან თავისუფალი – ნიკა მელია გაერთიანებაზე

ალია ავტორი - ალია
11:08 07-10-2024
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,211

პარტია “ახალის” თანათავმჯდომარე, ნიკა მელია “გირჩი-მეტი თავისუფლებასთან” და “დროასთან” საარჩევნოდ გაერთიანებაზე განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ განსხვავებულთა გაერთიანება აერთიანებს განსხვავებულ ელექტორატებს და სახავს გამარჯვების მკაფიო კონტურებს.

მისი თქმით, ერთობის დასაკნინებლად დაიწყო სპეკულაციები ამ პლატფორმაში კონკრეტული პირების გავლენების არსებობაზე და აქცენტი კონკრეტული პირის გავლენების დუმბლირებაზე კეთდება ენმ-სა და აღნიშნულ ერთობაში. მელიას განცხადებით, ეს პლატფორმა არის და იქნება ჩრდილოვანი გავლენებისგან თავისუფალი.

“გუშინ შედგა სამი პოლიტიკური ძალის – “დროას”, “გირჩი -მეტი თავისუფებისა”და “ახალის” ერთობა, რომლის ერთადერთი მიზანია – ივანიშვილის დამარცხება საქართველოს გასამარჯვებლად.

საზოგადოების ნაწილი სკეპტიკურად უყურებს განსხვავებულთა გაერთიანებას, მცირე ნაწილი იარლიყების ეძებს ამ ერთობის დასაკნინებლად, არადა, განსხვევებული ძალები რომ ერთიანდებიან,ზუსტად ეს არის სიძლიერე.

ნამდვილად არაა იოლი ასეთი ერთობის მიღწევა, და ამ რთული ამოცანის გადაჭრაში ვლინდება ამ ძალების ძალაც და კეთილგონიერებაც.

განსხვავებულთა გაერთიანება აერთიანებს განსხვავებულ ელექტორატებს და სახავს გამარჯვების მკაფიო კონტურებს.

დაინტერესებულმა პირებმა ამ ერთობის დასაკნინებლად დაიწყეს სპეკულაციები ამ პლატფორმაში კონკრეტული პირების გავლენების არსებობაზე, მეტიც, კეთდება აქცენტი კონკრეტული პირის გავლენების დუმბლირებაზე ენმ-სა და ჩვენს ერთობაში, მაგრამ რამდენიც არ უნდა ილაპარაკოს მავანმა ამ ყველაფერზე, ეს პლატფორმა არის და იქნება ჩრდილოვანი გავლენებისგან თავისუფალი პლატფორმა.

ეს პლატფორმა შექმნილია გამარჯვებისთვის და პასუხობს მხოლოდ და მხოლოდ საარჩევნო ამოცანებს, რომელიც მიგვიყვანს დასახულ მიზნამდე.

ჩვენ ყველას ჩვენ ჩვენი განსხვავებული ბიოგრაფიები გვაქვს, ჩვენ ჩვენი წარსული. ზოგს მოსწონს ეს, ზოგს არ მოსწონს, ზოგს ძალიან არ მოსწონს, ბევრი რამ ჩვენ თვითონაც არ მოგვწონს ერთმანეთის – გნებავთ შეხედულებები, გნებავთ ხედვები, გნებავთ წარსულში გადადგმული თუ არგადადგმული ნაბიჯები, მაგრამ ყველა არმოწონება ბარდება წარსულს, როდესაც საქმე ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს.

ამ გაერთიანებით ჩვენ ვასრულებთ ქართული საზოგადოების დაკვეთას, ჩვენ ვასრულებთ საარჩევნო ამოცანას, ვდგამთ კარგად გააზრებულ, პრაგმატულ ნაბიჯს,ქვეყნისა და ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე, ჩვენ ვერთიანდებით მომავლისთვის და არა წარსულისთვის.

შემოდგომით, როდესაც ხმები დაითვლება, ყველა კარგად ნახავს ჩვენი გაერთიანების რეალურ შედეგს, ჩვენ ძალიან დიდ როლს ვითამაშებთ ბიძინა ივანიშვილის დამარცხებაში”, – წერია განცხადებაში.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
ახალი ამბები

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

19:26 07-04-2025
სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”
ახალი ამბები

სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”

18:34 07-04-2025
07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე
ახალი ამბები

07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე

15:00 07-04-2025
თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება

14:34 07-04-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved