• რეკლამა
  • კონტაქტი
04:30, ორშაბათი, 16 თებერვალი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„რამდენიმე წლის წინ თურმე ამავე ადგილას ბიჭის ცხედარიც უპოვიათ…“

ალია ავტორი - ალია
14:41 03-22-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,259

12 წლის გოგონას გარდაცვალების საქმეზე სპეციალისტები რამდენიმე ვერსიას განიხილავენ. ვრცელდება ინფორმაცია, რომ მოზარდის გარდაცვალების ერთ-ერთ მიზეზად საკვებით გამოწვეული ასფიქსია სახელდება, – წერს „კვირის პალიტრა“

არ არის გამორიცხული, შს სამინისტრომ ექსპერტიზის დასკვნის გამოქვეყნების შემდგომ გამოძიების კვალიფიკაცია შეცვალოს, მანამდე კი, ექსპერტიზის დასრულებამდე, უწყება ამ ინფორმაციას ოფიციალურად არ ადასტურებს. შინაგან საქმეთა სამინისტრო კი ჯერჯერობით საქმეს განზრახ მკვლელობის მუხლით იძიებს.

ხატია, 37 წლის:

– ამ უბანში ყველა ერთმანეთს იცნობს. გოგონას ოჯახსაც ვიცნობ, ძალიან კარგი, მშვიდი და შეთანხმებული ოჯახია. დებს, მაგდასა და ანის ხშირად ვხედავდი ერთად. თვალებიდან არ ამომდის მისი ღმუილი, როდესაც დის ჯერ კიდევ თბილი სხეული ნახა მიწაზე. უბედურ დედ-მამაზე არაფერს ვამბობ. ღმერთმა შეაძლებინოთ ცხოვრების გაგრძელება…

ძალადობის ვერსია იმიტომ წამოვიდა,­ რომ ბავშვი იმ დროს იმ ადგილას არ უნდა ყოფილიყო, თან ყელზე მცირედი დაზიანებებიც ჰქონია. კი ითქვა, რომ ყელზე დაზიანება სასიკვდილო ვერ იქნებოდა, მაგრამ უმწეო ბავშვის გაგუდვა პირზე ხელის აფარებით და ცხვირის დაცობითაც შეიძლება.­ ბნელ და მიტოვებულ ადგილას თვითონ არ მივიდოდა და ამიტომაც ითქვა, შესაძლოა იცნობდა ვიღაცას, ვისაც ენდო და ვინც შემდეგ მოკლა და, ალბათ, იმ ადგილას მერე მიიყვანაო… გარშემო მაღალსართულიანი კორპუსებია, თან ახლო-ახლო და რამე ხმაური რომ ყოფილიყო, პირველ რიგში მე გავიგებდი, რადგან იქვე მაღაზია მაქვს და გვიანობამდე მიწევს ყოფნა. ქუჩაში რას ლაპარაკობენ, პირველი-მეორე სართულის ბინადრებს ესმით. კივილის ხმა რომ ყოფილიყო, ყველა გამოვიდოდა ბავშვის საშველად. ეტყობა, მართლა გადასცდა მშრალი სუპი, მერე გული აერია და გაიგუდა. შესაძლოა საკვები რომ გადასცდა, იფიქრა, გულს ავირევო და მოფარებულში შევიდა.

წელიწადზე მეტია, რაც იმ ადგილასა და სტადიონის ჩაყოლებაზე გარე განათების ნათურები გადამწვარია. ხშირად ვრეკავთ მერიაში, გამგეობაში, მაგრამ თავს არავინ იწუხებს. მიუხედავად იმისა, რომ კორპუსები ახლოს არის, საღამოობით აქ მაინც არის უსიამოვნო შეკრებები, განსაკუთრებით ზაფხულობით. ხშირად გარჩევებია, სკოლიდან გამოპარული ბავშვებიც იყრიან იქ თავს, სიგარეტს და კიდევ ვინ იცის, რას ეწევიან. ვინც ძაღლს ასეირნებს, სულ წუწუნებენ, რომ არაერთხელ უნახავთ ერთჯერადი შპრიცები. ბიჭები, მათ შორის არასრულწლოვნებიც, იქ ლუდსა და არაყს სვამენ, ამიტომაც აქციეს ნაგავსაყრელად. ეს ღამე ხდება, თორემ დღე, სულ ხალხი მიდი-მოდის. ღამით ჩაბნელებული რომ არ ყოფილიყო იქაურობა, შესაძლოა ეს უბედურება არ დატრიალებულიყო. რამდენიმე წლის წინ თურმე ამავე ადგილას ბიჭის ცხედარიც უპოვიათ…

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026
სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!
ახალი ამბები

სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!

22:01 02-03-2026
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო

17:30 02-13-2026
თიბისის მხარდაჭერით, ბორჯომში სასტუმრო Hilton Garden Inn გაიხსნება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, ბორჯომში სასტუმრო Hilton Garden Inn გაიხსნება

14:18 02-13-2026
სილქნეტის აქცია ვალენტინობისთვის: 1+1 პაკეტი ორი ნომრისთვის ერთის ფასად! 
ახალი ამბები

სილქნეტის აქცია ვალენტინობისთვის: 1+1 პაკეტი ორი ნომრისთვის ერთის ფასად! 

12:54 02-13-2026
თიბისის შეთავაზებები მნიშვნელოვანი მომენტებისთვის- მოემზადე 14 თებერვლისთვის
ახალი ამბები

თიბისის შეთავაზებები მნიშვნელოვანი მომენტებისთვის- მოემზადე 14 თებერვლისთვის

11:08 02-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved