• რეკლამა
  • კონტაქტი
21:49, შაბათი, 12 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„რამდენიმე კვირაში გვექნება „ფაიზერის“ და „მერკის“ წარმოების მედიკამენტები, რომლებიც საკმაო ეფექტურობით გამოირჩევა“ – ზურაბ აზარაშვილი

ალია ავტორი - ალია
13:22 01-10-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
33

გასული სადღესასწაულო დღეებიდან გამომდინარე, გვაქვს ინფიცირების შემთხვევების ზრდა – 3000 შემთხვევამდე გვაქვს საშუალოდ ყოველდღიურად. აქედან 1000-მდე ლაბორატორიულად დადასტურებული გვაქვს ახალი შტამის, „ომიკრონის“ შემთხვევა, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი მნიშვნელოვნად გაზრდილი არ არის, ხოლო გარდაცვალების მაჩვენებელი – შემცირებულია. მისივე თქმით, ჯანდაცვის სისტემა ნებისმიერი გამოწვევისთვის მზად არის.

„თუ შეიძლება დადებითად ჩავთვალოთ, არის ის, რომ „ომიკრონის“ მიმდინარეობა არის საკმაოდ მსუბუქი. გაზრდილი ინფექციებიდან გამომდინარე, ჰოსპიტალიზაციის რაოდენობა მნიშვნელოვნად გაზრდილი არ გვაქვს. ასევე, მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ, რომ შემცირებულია გარდაცვალებების რაოდენობა. შეგვიძლია ვთქვათ, რომ, იმ შემთხვევაში, თუ მნიშვნელოვნად იქნება გაზრდილი „ომიკრონის“ შემთხვევებიც, ჯანდაცვის სისტემა სრულად მობილიზებულია და მზად არის გაუმკლავდეს ნებისმიერ გამოწვევას. როგორც ბატონმა პრემიერმა აღნიშნა, ჩვენ ადგილზე გვაქვს მედიკამენტები რითაც, სხვადასხვა ეტაპზე ვახდენთ კოვიდით ინფიცირებულების მკურნალობას, ასევე შევუკვეთეთ და რამდენიმე კვირაში გვექნება „ფაიზერის“ და „მერკის“ წარმოების მედიკამენტები, რომლებიც საკმაო ეფექტურობით გამოირჩევა.

ასევე, დღეიდან ჯანმოს ადგილობრივი ოფისის და ჯანდაცვის სამინისტროს თანამშრომლების მიერ დაკომპლექტებული მობილური ჯგუფები ახდენენ ჰოსპიტლების ჯგუფების ადგილზე მონიტორინგს, როგორც ინფექციის კონტროლის კუთხით, ასევე, რეანიმაციის და კოვიდ-ინფიცირებულების მკურნალობის კუთხით. საჭიროების შემთხვევაში ჩვენ მოქალაქეებს მშვიდად და უსაფრთხოდ შეეძლებათ ჰოსპიტალში მკურნალობა.
მნიშვნელოვანია აქტიურად გაგრძელდეს ვაქცინაცია, დავიცვათ რეგულაციები, დისტანცია, ვატაროთ პირბადე, მნიშვნელოვანია მოქალაქეებს ვთხოვო რომ ხალხმრავალი შეკრებებისგან თავი შეიკავონ“, – განაცხადა მინისტრმა.

საქართველოში კოვიდინფიცირების 2 953 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ამას “ალიას” ჩავუგდებ”; “ივანიშვილის დაპირებებზე გაგახსენდათ ბო@ი?” – თენგიზ შარმანაშვილი და ბერდია კალანდია
ახალი ამბები

“ამას “ალიას” ჩავუგდებ”; “ივანიშვილის დაპირებებზე გაგახსენდათ ბო@ი?” – თენგიზ შარმანაშვილი და ბერდია კალანდია

14:37 07-09-2025
რა ახალ სკანდალში ეხვევა მოსამართლე ციცინო მოსიძე და რომელი ორი საქმით “გაითქვა სახელი”? – დაიწყებს შსს გამოძიებას?
ახალი ამბები

რა ახალ სკანდალში ეხვევა მოსამართლე ციცინო მოსიძე და რომელი ორი საქმით “გაითქვა სახელი”? – დაიწყებს შსს გამოძიებას?

23:03 07-08-2025
პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025

ბიზნესი

ახალი, ავტომატური დავალებები თიბისის მობაილბანკის ინვესტიციების პლატფორმაზე
ახალი ამბები

ახალი, ავტომატური დავალებები თიბისის მობაილბანკის ინვესტიციების პლატფორმაზე

16:07 07-11-2025
სელფის კიდევ უფრო იაფი როუმინგი
ახალი ამბები

სელფის კიდევ უფრო იაფი როუმინგი

16:09 07-10-2025
ახალი თიბისი ბარათით უკვე 500,000-ზე მეტი მომხმარებელი სარგებლობს
ახალი ამბები

ახალი თიბისი ბარათით უკვე 500,000-ზე მეტი მომხმარებელი სარგებლობს

15:52 07-10-2025
თიბისი კონცეპტმა მომხმარებლებს ბათუმში, ჯაზფესტივალისთვის, განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტმა მომხმარებლებს ბათუმში, ჯაზფესტივალისთვის, განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა

14:16 07-09-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved