ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ, საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შედეგ გამართულ ბრიფინგზე ქვეყანაში საწოლფონდის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ, ბავშვებში ვირუსის გავრცელების მაჩვენებლის ზრდის გამო, გაზრდილია მცირეწლოვანთა საწოლების რაოდენობაც.
„ამ დროისთვის, ქვეყანაში 1 328 თავისუფალი საწოლია. ბოლო პერიოდში, აქტიურად მიმდინარეობს ბავშვთა საწოლფონდის მობილიზება. ამ ეტაპზე, ბავშვთა საწოლფონდის თვალსაზრისით, დეფიციტი არ აღინიშნება. მოთხოვნასა და მიწოდებას შორის, ბალანსი მიღწეულია“, – აღნიშნა თამარ გაბუნიამ.
მისივე თქმით, ამ ეტაპზე, საქართველოში 855 მძიმე კოვიდინფიცირებული პაციენტია, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე კი 183 პირი იმყოფება. 833 მძიმე პაციენტიდან თბილისში 420 პირი მკურნალობს, აჭარაში – 45, იმერეთში -197. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 183 პირი, მათგან თბილისში – 141, აჭარაში – 3, იმერეთში – 8.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 390 945 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 367 130, გარდაიცვალა 5 592 პაციენტი.
კომენტარები