• რეკლამა
  • კონტაქტი
23:08, ოთხშაბათი, 14 იანვარი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რამდენი ხანი და რა გზით მალავდა ჩინეთი ეპიდემიას? – სკანდალური დოკუმენტი

ალია ავტორი - ალია
20:05 04-15-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
37

ჩინეთის ხელისუფლება მიხვდა, რომ კორონავირუსი შეიძლება გადავიდეს ადამიანიდან ადამიანზე და გამოიწვიოს ეპიდემია, სულ მცირე 6 დღით ადრე, ვიდრე ამის შესახებ ოფიციალურად განაცხადა. ამაზე მოწმობს დოკუმენტები, რომელიც სააგენტო Associated Press-მა მოიპოვა.

რა გაირკვა Associated Press-ის მიერ მოპოვებული დოკუმენტებით?

პირველი პაციენტების გამოჩენის შემდეგ, უხანში 10 დღის განმავლობაში არ არეგისტრირებდნენ ახალ დაინფიცირებულებს – ექიმებს უკრძალავდნენ ვირუსის შესახებ ლაპარაკს და ნიღბების ტარებას.

უხანის ცენტრალურმა საავადმყოფომ, პნევმონიის სიმპტომის პაციენტების მიღება 29 დეკემბერს დაიწყო. ყველა მათგანი ქალაქის ზღვის პროდუქტების ბაზარში იყო ნამყოფი.

ხელისუფლებამ თითქმის იმავე პერიოდში განაცხადა ახალი ინფექციის შესახებ, მაგრამ აღნიშნა, რომ ადამიანიდან ადამიანზე გადასვლის მტკიცებულებები არ გააჩნიათ.

უკვე რამდენიმე დღეში, სიმპტომები გამოუვლინდათ ადამიანებს, რომლებიც არ ყოფილან ასეთ ბაზარში და ასევე მედპერსონალიც დაინფიცირდა.

ექიმებმა იეჭვეს, რომ ვირუსი გადადის უკვე ადამიანიდან ადამიაზე და როდესაც გადაწყვიტეს ამის შესახებ ხმამაღლა გაცხადება, ისინი დაადანაშაულეს პანიკის დათესვაში და აუკრძალეს ამაზე ლაპარაკი. კანონის დამრღვევებს პოლიციაში იბარებდნენ.

შედეგად, ქალაქ უხანის ჯანდაცვის კომისიამ პირველი 40 პაციენტის დარეგისტრირების შემდეგ, ახალი შემთხვევების იდენტიფიცირება შეწყვიტა – 5-დან 10 იანვრამდე და 12-დან 16 იანვრამდე, ოფიციალური მონაცემები არ ჰქონდათ.

იმავე პერიოდში უხანში ჩავიდა ექსპერტების ჯგუფები, რათა გადაემოწმებინათ ადამიანიდან ადამიანზე გადასვლის შესაძლებლობის საკითხი, თუმცა, ეს ვერ შესძლეს, შესაძლოა იმიტომ, რომ ამოწმებდნენ მხოლოდ ძლიერი პნევმონიის მქონე პაციენტებს და იმათ ვინც ზღვის პროდუქტების ბაზარში იყო.

მოგვიანებით, როდესაც კორონავირუსმა მთელი ჩინეთი მოიცვა, უხანის ადმინისტრაციას გულგრილობაში დასდეს ბრალი და გააგრძელეს ჩინური ახალი წლისთვის მზადება.

ოფიციალურმა პეკინმა განაცხადა, რომ მათთან ინფორმაციას სათანადოდ არ მიუღწევია, თუმცა Associated Press-ის ექსპერტმა, რომელიც ჯანდაცვის სფეროში მუშაობს, აღნიშნა, რომ არამხოლოდ უხანში, არამედ ჩინეთის ხელისუფლებაში ვერ შეაფასეს ვირუსის საშიშროება.

ჩინეთის ხელისუფლებამ ვირუსის საშიშროება გაიაზრა მხოლოდ მაშინ, როდესაც კორონავირუსი საზღვრებს გასცდა

საშიშროების წინაშე ჩინეთის ხელისუფლება 25 იანვრისთვის დადგა, როდესაც ჩინური ახალი წელი დგებოდა. ამ დროს მოქალაქეები სხვადასხვა ქვეყნებში მიემგზავრებოდნენ. ამავე პერიოდში დაფიქსირდა კორონავირუსის შემთხვევა საზღვარგარეთ.

ეს 13 იანვარს ტაილანდში მოხდა. უკვე 14 იანვარს კი ჩინეთის ჯანდაცვის ნაციონალური კომისიის ხელმძღვანელმა, მა სიავეიმ რეგიონალური კრება ჩაატარა.

კრების ანგარიშის მიხედვით, სიავეიმ განაცხადა, რომ კორონავირუსი შეიძლება გადავიდეს ადამიანიდან ადამიანზე და წარმოადგენს დაახლოებით იმავე საშიშროებას, როგორც 2003 წლის ატიპიური პნევმონია.

15 იანვარს, ჩინეთის პროფილაქტიკისა და კონტროლის ცენტრმა უმაღლესი დონის რეაგირების ზომების მიღება გამოაცხადა, – წერია უწყების შიდა ბრძანებაში. შეიქმნა 14 სამუშაო ჯგუფი, რომელსაც კორონავირუსზე ინფორმაცია უნდა შეეგროვებინა.

უხანის ხელისუფლებას მასობრივი ღონისძიებების შეჩერება  და აეროპორტებში მგზავრების ტემპერატურის გაზომვა მოსთხოვეს.

ქალაქში დაინფიცირებულების ოფიციალური რაოდენობა კი იზრდებოდა: 17 იანვარი 4 ადამიანი;  19 იანვარი – 136 ადამიანი.

ჯანდაცვის ნაციონალურმა კომისიამ, რეგიონალური განყოფილებაში, კორონავირუსთან ბრძოლის 63-გვერდიანი ინსტრუქცია გაგზავნა.

მასში იყო გათვალისწინებული საეჭვო შემთხვევები და დამცავი საშუალებები. ინსტრუქცია შიდა გამოყენებისთვის იყო, საჯაროდ კი ჩინეთის ხელისუფლება ცდილობდა ვირუსის საშიშროების შემცირებას.

მხოლოდ 20 იანვარს, ჩინეთის ლიდერმა სი ძინპინმა ოფიციალურად განაცხადა ეპიდემიის შესახებ და აღნიშნა, რომ ის სერიოზულად უნდა აღვიქვათ.

იმავე დღეს, ცნობილმა ჩინელმა ბიოლოგმა დაადასტურა, რომ ვირუსი ადამიანიდან ადამიანზე გადადის.

ამგვარად, ჩინეთის ხელისფლებამ ეპიდემიის შესახებ 6 დღის დაგვიანებით გამოაცხადა, მაშინ როდესაც თვითონ ჰქონდა უკვე რეაგირება მიღებული.

როგორც Associated Press-ი წერს, ექსპერტები ჩინეთის ქმედებებთან დაკავშირებით სხვადასხვა აზრებს გამოთქვამენ, ზოგიერთი დარწმუნებულია, რომ თუ კარანტინს 6 დღით ადრე გამოაცხადებდნენ, დღეს უფრო ნაკლები პაციენტები გვეყოლებოდა.

ზოგის აზრით კი, ჩინეთს უკეთესად მომზადება სურდა, ისე რომ პანიკა არ დათესილიყო და მოუმზადებლები არ ყოფილიყვნენ.

პრაიმტაიმი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

კრიპტოს გამოყენება ყოველდღიურ ცხოვრებაში: გადახდები, გადარიცხვები და ციფრული აქტივები
ახალი ამბები

კრიპტოს გამოყენება ყოველდღიურ ცხოვრებაში: გადახდები, გადარიცხვები და ციფრული აქტივები

14:32 01-14-2026
ახალი პორტალი საზღვაო კურორტების უძრავი ქონების ძებნისთვის
ახალი ამბები

ახალი პორტალი საზღვაო კურორტების უძრავი ქონების ძებნისთვის

13:49 01-14-2026
შეძლებ საახალწლო მიზნების შესრულებას? – „არის ერთი ნიუანსის“ ახალი ეპიზოდი – თიბისი
ახალი ამბები

შეძლებ საახალწლო მიზნების შესრულებას? – „არის ერთი ნიუანსის“ ახალი ეპიზოდი – თიბისი

14:33 01-09-2026
რა უნდა ვიცოდეთ მანამ, სანამ მინივენს ვიქირავებთ? – 8 წესი
ახალი ამბები

რა უნდა ვიცოდეთ მანამ, სანამ მინივენს ვიქირავებთ? – 8 წესი

13:44 01-09-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved