• რეკლამა
  • კონტაქტი
18:43, შაბათი, 2 აგვისტო, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რამდენი ათასი შესწირა “ოცნებას” და რა ქონება დააგროვა – ხათუნა სამნიძის დეკლარაციები

ალია ავტორი - ალია
00:14 02-11-2021
- ახალი ამბები, მთავარი, რედაქტორის რჩევით
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
431

“რესპუბლიკური პარტიის” თავმჯდომარე, ხათუნა სამნიძე, რომელიც თამარ კორძაიასთან ერთად, გაერთიანებული ოპოზიციის სიით გავიდა დეპუტატად, აცხადებს, რომ “საპარლამენტო ცხოვრებაში ჩაერთვებიან იმ შემთხვევაში, თუ ქართული ოცნება დაარეგისტრირებს კანონპროექტს, რომელიც არჩევნების პროპორციული წესითა და ბუნებრივი ბარიერით ჩატარებას უზრუნველყოფს.”

იქვე აკონკრეტებს, რომ ეს იქნება დროებითი, ანუ, შევლენ, კანონპროექტს მიიღებენ და გამოვლენ – სანამ გამოვლენ, თეა წულუკიანი აუცილებლად მოასწრებს იმის თქმა, თუ არჩევნები გაყალბებული გგონიათ, მაშ, აქ რას აკეთებთო, ისევე, როგორც ელისაშვილს მიახალა, მაგრამ ოპოზიციურ პარტიებს, წულუკიანის მკვახე გამონათქვამები, არ “სწყინთ”, მით უფრო, რომ ამ შემთხვევაში, წულუკიანი არ სტყუის.

გამომდინარე იქედან, რომ მალე შეიძლება ხათუნა სამნიძე პარლამენტში ვიხილოთ,”ალია” გიამბობთ, სად მუშაობდა, როგორი იყო მისი ხელფასი, რა ქონება დააგროვა და რომელ პარტიას რამდენი ლარი შესწირა:

ხათუნა სამნიძე 1997-1999 წლებში მუშაობდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს იურიდიული, საკონსტიტუციო და ადამიანის უფლებების საკითხთა მუდმივი კომისიაში თარჯიმნისა და კომპიუტერის ოპერატორის პოზიციაზე.

2004-2008 წლებში იყო აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭოს წევრი რესპუბლიკური პარტიიდან.

2010-2013 წლებში მუშაობდა პროგრამის კოორდინატორად ჰაინრიხ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონალურ ბიუროში.

2013 წელს იყო რესპუბლიკური პარტიის საორგანიზაციო მდივანი.

2014 წლიდან კი თბილისის საკრებულოს წევრი და ფრაქცია რესპუბლიკელების თავმჯდომარეა.

იგი არის რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარეც.

2008 წელს შევსებული დეკლარაცია რომ ნახოთ, ხათუნა სამნიძის დეპოზიტზე სულ 200 ლარია, ხოლო მის მეორე ანგარიშზე – 0 ლარი.

2016 წელს, მის დეკლარაციაში ჩნდება შენაძენი – ბინა თბილისში, პოლიტკოვსკაიას ქუჩაზე, 77 კვ.მ. და იგი შეიძინა, როგორც თავად ამტკიცებს 11 000 დოლარად.

ამ პერიოდისთვის ხათუნა სამნიძე უკვე რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარეა, რისთვისაც მას წლის მანძილზე პარტიამ 24000 ლარი გადაუხადა ხელფასი, პარალელურად, იგი არის საკრებულოში ფრაქციის თავმჯდომარე და მისი ხელფასი საკრებულოდან არის წლიური – 31200 ლარი.

2017 წელს მედიაში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახე, რომ ხათუნა სამნიძეს დეკლარაციაში არ აქვს აღნიშნული, რომ იგი არის თბილისში, სოფელ ტაბახმელაში მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის თანამესაკუთრე.

2018 წლის დეკლარაციაში, იგი უკვე ამ მიწასაც უთითებს და ამბობს რომ მისი თანამესაკუთრე 2010 წელს გახდა.

2018 წლის დეკლარაციის მიხედვით, მან წლის მანძილზე პარტიიდან ხელფასის სახით მიიღო – 11 593 ლარი, ხოლო თბილისის საკრებულოდან კი, თითქმის 4-ჯერ მეტი – 42 582 ლარი.

ხათუნა სამნიძის დეკლარაციაში ვერ იპოვნით გასავალს, რომელიც აღემატება 1500 ლარს – როგორც ჩანს, მას არც ძვირადღირებული ტელეფონი, არც ძვირადღირებული ტექნიკა და არც ძვირფასეულობა არ უყიდია!

ხათუნა სამნიძემ 2019 წელს რესპუბლიკურ პარტიას 35 ლარი შესწირა, 2018 წელს – 25 ლარი, 2015 წელს კი – 5 000 ლარი შესწირა “ქართულ ოცნებას”. იგივე 2015 წელს, მან თავის საკუთარ პარტიას – 700 ლარი შესწირა. რას ვიზამთ, “რესპუბლიკურ პარტიას” არ უჭირდა და “ქართული ოცნება” და ბიძინა ივანიშვილი, როგორც ჩანს, ფინანსურად, მძიმე დღეში იყვნენ.

აქვე სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ ერთი მსხვილი შეწირულობა, 2016 წელს, რესპუბლიკური პარტიისთვისაც გაიღო, კერძოდ – 5 000 ლარი.

ხათუნა სამნიძემ დღეს განაცხადა, რომ მან უკვე შეავსო დეკლარაცია, თუმცა, ამ დროისთვის მისი ახალი დეკლარაცია არ იძებნება.

თეგები: 2020 არჩევნებირესპუბლიკური პარტიახათუნა სამნიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„რასაც ივანიშვილი ახლა აკეთებს, ამ ლოგიკით ხდება… ბიძინას სხვა გათვლა აქვს“ – ბაბუნაშვილი
ახალი ამბები

„ბიძინა თურმე ამბობდა – ვინ უნდა შემცვალოს, ვინ? ვის აქვს ჩემდენი ფული?… არადა, 60 მილიარდ ევროზე იყო ლაპარაკი… ამიტომ ბიძინამ ჩემთან დაკავშირებით ნევროზი აიკიდა და განადგურება გადაწყვიტა“

20:20 07-16-2025
“ამას “ალიას” ჩავუგდებ”; “ივანიშვილის დაპირებებზე გაგახსენდათ ბო@ი?” – თენგიზ შარმანაშვილი და ბერდია კალანდია
ახალი ამბები

“ამას “ალიას” ჩავუგდებ”; “ივანიშვილის დაპირებებზე გაგახსენდათ ბო@ი?” – თენგიზ შარმანაშვილი და ბერდია კალანდია

14:37 07-09-2025
რა ახალ სკანდალში ეხვევა მოსამართლე ციცინო მოსიძე და რომელი ორი საქმით “გაითქვა სახელი”? – დაიწყებს შსს გამოძიებას?
ახალი ამბები

რა ახალ სკანდალში ეხვევა მოსამართლე ციცინო მოსიძე და რომელი ორი საქმით “გაითქვა სახელი”? – დაიწყებს შსს გამოძიებას?

23:03 07-08-2025
პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025

ბიზნესი

Flitt პირველი ფინტექ კომპანიაა საქართველოში, რომელმაც Visa-ს სრული PayFac სერტიფიკატი მიიღო – თიბისი
ახალი ამბები

Flitt პირველი ფინტექ კომპანიაა საქართველოში, რომელმაც Visa-ს სრული PayFac სერტიფიკატი მიიღო – თიბისი

17:09 08-01-2025
ელიაობა 2025 – დედოფლისწყაროს მთავარი სახალხო დღესასწაული თიბისისთან ერთად
ახალი ამბები

ელიაობა 2025 – დედოფლისწყაროს მთავარი სახალხო დღესასწაული თიბისისთან ერთად

16:33 07-31-2025
გონართროზი – სიმპტომები, დიაგნოსტიკა და მკურნალობა – ვინ მიეკუთვნება რისკ ჯგუფს?
ახალი ამბები

გონართროზი – სიმპტომები, დიაგნოსტიკა და მკურნალობა – ვინ მიეკუთვნება რისკ ჯგუფს?

15:42 07-31-2025
თიბისის Crash კურსები გოგონებისთვის: განათლების პლატფორმა სტუდენტებისთვის
ახალი ამბები

თიბისის Crash კურსები გოგონებისთვის: განათლების პლატფორმა სტუდენტებისთვის

15:02 07-31-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved