• რეკლამა
  • კონტაქტი
07:34, ორშაბათი, 19 იანვარი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“რამდენი ათასი ხართ მიშას დასახვედრად გამზადებულები?ჯერ მეგის ქარდავას დახვდით და დაიცავით, თუ არა და ტყუილად ნუ იცემთ მჯიღს გულში!” – თეა თუთბერიძე

ალია ავტორი - ალია
19:13 09-14-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
20

თეა თუთბერიძე საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსის, მეგის ქარდავას საქმესთან დაკავშირებით მიმართავს და წერს:

„ბატონო პრეზიდენტო, სანამ ნიუ-იორკის გარიჟრაჟის ფონზე ვიდეოებს ჩაწერთ და Facebook -ის საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნებთ მოწოდებებით, რომ „ცოტა ხანიკიდევ გაძელით ხალხო“, „ჩვენი ქვეყანა უნდა გადავარჩინოთ, რადაც არ უნდა დაგვიჯდეს“ და ა.შ. მანამდე იქნებ იმ ადამიანებზე გეფიქრათ და დადგომოდით გვერდით, ვინც თქვენივე პრეზიდენტობის პერიოდში ზრუნავდნენ ქვეყნის გადარჩენაზე, ზრუნავდნენ იმაზე, რომ ჩვენს ქვეყანაში რუსულ სპეცსამსახურებს და მათ აგენტებს არ ებოგინათ, ზრუნავდნენ იმაზე, რომ არაკრიმინალ მოქალაქეებს მშვიდად ეცხოვრათ და ემუშავათ!

მე თქვენ გეკითხებით ბატონო პრეზიდენტო, თქვენ თუ ხელს არ გაანძრევთ და უკრაინის ხელისუფლება რუსული სპეცსამსახურების მიერ დევნილ მეგის ქარდავას რუსების ხელდასმულ ე.წ. ქართულ ოცნებას გადასცემს საქართველოში, ადამიანს, რომელმაც თავისი შეგნებული ცხოვრება ოკუპანტებთან ბრძოლას, კრიმინალების ალაგმვას და არაკრიმინალი ჩვენი ქვეყნის თანამოქალაქეების დაცვას შეალია, თქვენ თუ ასეთ ადამიანს ფეხებზე დაიკიდებთ, რატომ უნდა დაგიჯერონ სხვებმა და გაწირონ საკუთარი მომავალი იმ ქვეყანაში?

თქვენ გგონიათ, რომ ხვალ რომ მართლა რამე შეიცვალოს საქართველოში, ამ ყველაფრის ფონზე როგორც თქვენ იქცევით, თქვენ კიდევ გგონიათ, რომ დაგიდგებიან გვერდით ის ადამიანები, ვისაც მართლა საქმის კეთება შეუძლია? მოლაყბეები და სავარძლებში უკანალების კომფორტულად ჩადების მსურველები ალბათ, ბევრი მოგეტმასნებათ, ამაში ეჭვიც არ მეპარება, მაგრამ მე რეალურად საქმის გამკეთებელ ხალხზე გეკითხებით. გგონიათ, რომ ასეთი ადამიანები კვლავ გაწირავენ თავს იდეებისთვის იმ ქვეყანაში? მართლა ასე გგონიათ? ძალიან ცდებით ბატონო პრეზიდენტო, თუ ასე გგონიათ! ძალიან ცდებით!

P.S. აბა რამდენი ათასი ხართ მიშას დასახვედრად გამზადებულები? 40 000-იო დავრეგისტრირდითო ხო?! ხო და წადით ეგ 40 000 და ჯერ მეგის ქარდავას დახვდით და დაიცავით და მერე დააჯერებთ სააკაშვილსაც, რომ მის დაცვასაც შეძლებთ რომ ჩამოვა! სააკაშვილის პრეზიდენტობის პერიოდში ქვეყნის უსაფრთხოება და კეთილდღეობა მეგის ქარდავას და მისნაირებზე იდგა. წადით, დახვდით და დაიცავით ახლა თუ რამის ერთი ადგილი გაქვთ. თუ არა და ტყუილად ნუ იცემთ მჯიღს გულში!

P.S.p.s. მე გიხდი მეგის ქარდავა მადლობას, როგორც ერთი ქართველი იმ გაწეული სამსახურისთვის, რაც შენ ჩემი ქვეყნისთვის გიკეთებია!“, – წერს თუთბერიძე სოციალურ ქსელში.

თეგები: მიხეილ სააკაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

ქართული ენის გუშაგი – მზექალა შანიძე 100 წლისაა – თიბისი
ახალი ამბები

ქართული ენის გუშაგი – მზექალა შანიძე 100 წლისაა – თიბისი

13:50 01-16-2026
სილქფესტი სასაუბრო და ინტერნეტ პაკეტებს ექსკლუზიური პირობით სთავაზობს!
ახალი ამბები

სილქფესტი სასაუბრო და ინტერნეტ პაკეტებს ექსკლუზიური პირობით სთავაზობს!

13:16 01-16-2026
ვალუტის გაცვლის დროს დაშვებული ხშირი შეცდომები და მათი არიდების გზები
ახალი ამბები

ვალუტის გაცვლის დროს დაშვებული ხშირი შეცდომები და მათი არიდების გზები

22:21 01-15-2026
საქართველოს თასის გათამაშება მესტიის ეტაპით დაიწყება
ახალი ამბები

საქართველოს თასის გათამაშება მესტიის ეტაპით დაიწყება

13:24 01-15-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved