• რეკლამა
  • კონტაქტი
19:43, პარასკევი, 20 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რამდენი ადამიანი დარჩება ულუკმაპუროდ 1-ელ იანვარს, ახალი კანონის ამოქმედების შემდეგ?!

ალია ავტორი - ალია
22:58 10-30-2022
- ახალი ამბები, მთავარი, ტრენდული
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,152

ანი დვალიშვილი

რამდენიც არ უნდა ვიძახოთ, რომ სოფლის მეურნეობის სამინისტრო ყველაფერს აკეთებს გლეხებისთვის და სხვადასხვა პროექტებს ანხორციელებს, რეალობა სხვაგვარია. გლეხები მოსავლის მოყვანისთვის ძალას არ ზოგავენ, მაგრამ შემდეგ ამ ყველაფრის გასაღება უჭირთ და იძულებულნი არიან, გადამყიდველებს მიჰყიდონ, ისინი კი თავის მხრივ, ორმაგს და სამმაგს აფასებენ. ვერ გეტყვით, ვინ ურჩია და როგორ მოიფიქრა ხელისუფლებამ პრობლემის ამ ხერხით მოგვარება, მაგრამ… მარტივად რომ გითხრათ, მომავალი წლიდან გარე ვაჭრობა არათუ აიკრძალება, არამედ ისეთი ჯარიმები შემოდის…

გარე ვაჭრობის აკრძალვას პირველ რიგში დედაქალაქის მერია ითხოვს. არადა, მოსახლეობის უდიდესი ნაწილი ფულს სწორედ გარე ვაჭრობით შოულობს, მაგრამ ახალი კანონის მიხედვით, რომერლიც ძალაში 1-ლი იანვრიდან შევა, ჯარიმის გარდა, გარე-მოვაჭრეებს საქონლის კონფისკაციაც შეეხებათ. იმ შემთხვევაში, თუ გარე ვაჭრობა მანქანით ან მანქანაზე მისაბმელიდან გაიმართება, ჯარიმა 500 ლარი იქნება და… ესეც საქონლის კონფისკაციით.

„კანონი მკაცრი კი არა, უმკაცრესია, მაგრამ მთელი საქართველოს მასშტაბით, ყველამ უნდა გაიგოს, არსებობს ბაზარი, სადაც შეუძლია შევიდეს, ივაჭროს და მოსახლეობას ტროტუარზე თავისუფლად გადაადგილების შესაძლებლობა მისცეს. საქონლის კონფისკაცია ნიშნავს იმას, რომ გარე-მოვაჭრეები ვეღარ გაბედავენ აკრძალულ ადგილებზე ივაჭრონ“, – გვეუბნება თბილისის მერიის ზედამხედველობს სამსახურის თანამშრომელი და იმასაც ამატებს, რომ აღნიშნული კანონის მიღება უკვე 1-ლი ნოემბრიდან სურდათ, მაგრამ კალაძის გარშემო ახლა ბევრი საკამათო საკითხია და ამიტომ, ისედაც გაღიზიანებული ხალხის აწიოკება ლამაზი არ იქნება. თანაც, გარე-მოვაჭრეებს ახალ წელს „კუდს მოაქნევინებენ“ და შემდეგ უკვე უმკაცრეს ზომებს მიიღებენ. ხელისუფლება  იმასაც ფიქრობს, რომ ამ გზით ბიუჯეტში მეტი თანხა შევა, რადგან ბაზარში იძულებით შესული გამყიდველი, გადასახადს გადაიხდის, თუმცა… მოსახლეობას პროდუქტი რომ გაუძვირდება და ბევრი ადამიანი ულუკმაპუროდ რომ დარჩება, ადვილი მისახვედრია.

სამწუაროდ, ისევ აქტიურად დგას ტარიფების მომატების საკითხი. დაუფარავად ვამტკიცებთ იმას, რომ ლარის სიმყარეს ხელს ეროვნული ბანკი უშლის და უშლის შეგნებულად. როგორც ამ სფეროს სპეციალისტები გვეუბნებიან, დღეს ლარის კურსი, ყველაზე ცუდ შემთხვევაში, 2.50 უნდა იყოს, მაგრამ არ არის და ბანკს კურსი ხელოვნურად აქვს აწეული. ეს ყველაფერი სწორედ ტარიფების გაზრდასთან არის ბმაში და კომუნალური გადასახადები, ერთი შეხედვით უმნიშვნელოდ, მაგრამ ახალი წლიდან აუცილებლად მოიმატებს, ხმამაღლა ამის შესახებ კი ვერავინ საუბრობს, იმიტომ, რომ გამოვა, სახელმწიფოს უნდა დაუპირისპირდნენ და სახელმწიფოსთან დაპირისპირება არავის უნდა. ეს იცის დავით ნარმანიამაც, მაგრამ ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ პროცესი მშვიდად მიიყვანოს დეკემბრამდე და დეკემბერში გადაწყვეტილებას ყველა ერთად მიიღებს. ოპოზიციას სულ ტყუილად აქვს იმის იმედი, რომ ტარიფების მატება მოსახლეობას ქუჩაში გამოიყვანს – 1-2 თეთრი ყურს „ძვირად“ არ მოხვდება, კომპანიები კი სწორედ ამ 1 და 2 თეთრიანი მატებით, ათეულობით მილიონს ჩვენი ჯიბიდან იშოვნიან.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026

ბიზნესი

ახალი ამბები

მშენებარე ბინები ლისზე განვადებით – “ქრონომეტრის”  საცხოვრებელ კომპლექსში

13:51 03-18-2026
როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ
ახალი ამბები

როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ

21:00 03-17-2026
ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი
ახალი ამბები

ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი

13:38 03-17-2026
Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის
ახალი ამბები

Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის

12:19 03-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved