დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, ამ დროისთვის ვაქცინაციისთვის დარეგისტრირდა 5 250 ბენეფიციარი.
20 მარტის მონაცემებით, „ასტრაზენეკას” წარმოებული ვაქცინით, სამედიცინო სფეროში დასაქმებული 3 674 ადამიანი აიცრა.
ვაქცინაცია უკვე მე-6 დღეა მიმდინარეობს. საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო.
კომენტარები