Stopcov-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა 4 023-მა ადამიანმა გაიკეთა. სულ ქვეყანაში 1 970 109 აცრა გაკეთდა.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 711 255 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 652 505, გარდაიცვალა 9 961 პაციენტი.
კომენტარები