Stopcov-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა 6 964-მა ადამიანმა გაიკეთა. სულ ქვეყანაში 1 871 116 აცრა გაკეთდა.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 634 053 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 600 524, გარდაიცვალა 9246 პაციენტი.
კომენტარები