Stopcov-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა 13 580 ადამიანმა გაიკეთა. სულ ქვეყანაში 1 729 672 აცრა გაკეთდა.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 605 360 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 573 542, გარდაიცვალა 8 787 პაციენტი.
კომენტარები