• რეკლამა
  • კონტაქტი
02:57, კვირა, 26 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,, რამდენად უცნაურიც არ უნდა იყოს, სწორედ ახლა, ივანიშვილი კარგავს ეკლესიასაც” – სააკაშვილი

ალია ავტორი - ალია
19:40 05-18-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
5,004

მიხეილ სააკაშვილი ციხიდან წერილს აქვეყნებს:

,,დაპატიმრების მოლოდინში, უნივერსიტეტის კიბეზე მარტოდ დარჩენილი სტუდენტი გოგონას დანახვა ძალიან დეპრესიულია.

დეპრესიულია იმით, რომ მას გვერდით არცერთი სხვა სტუდენტი არ აღმოჩნდა და არც ლექტორი არ გამოვიდა მის დასაცავად. ეს ნიშნავს რომ დაშინება მუშაობს, მაგრამ დაშინება არის მოკლე გამოყენების ინსტრუმენტი. თუ რეჟიმს არ ეყოლა დასაყრდენი ფენა, ის დიდხანს ვერ გასტანს ვერცერთ შემთხვევაში, აქ კი ივანიშვილს და მის კლეპტოკრატიულ ბანდას სიტუაცია ჭაკად აქვთ:

1. მათ მთლიანად დაკარგეს განათლებული ადამიანები. ყველა ვისაც ესმის თუ როგორ ფუნქციონირებს თანამედროვე სამყარო ან ღია ან პასიურ წინააღმდეგობაშია.

2. “ოცნებამ” დაკარგა ახალგაზრდობა. ახალგაზრდობა არ უყურებს პროპაგანდისტულ ტელევიზიებს, ბუნებით არის მეამბოხე და არ იღებს თავზე მოხვეულ თამაშის წესებს.

3. დიქტატურამ დაკარგა კულტურის სფერო. წულუკიანის მივლენამ და მისმა ბოროტმა ხელმა, მუზეუმიდან გამოცდილი სპეციალისტების გაყრამ, თეატრების დაშლამ, მომღერლების შავი სიების ამოქმედებამ ივანიშვილს მთლიანად დააკარგვინა ეს გავლენიანი სფერო, რომელიც ადრე მისკენ იხრებოდა.

4. ივანიშვილმა დაკარგა თვითდასაქმებული ადამიანები – საქმე იმაშია, რომ დიქტატორი მთლიანად ეყრდნობა კარტელურ მსხვილ ბიზნესს, რომლის ბუნებრივი მოწინააღმდეგეა წვრილი, თვითდასაქმებული ბიზნესი. მსხვილმა ბიზნესმა და ადმინისტრაციული ორგანოების თავაშვებულობამ კი გააუცხოვა ყველაზე მრავალრიცხოვანი ბიზნეს ფენა.

5. ივანიშვილმა მთლიანად დაკარგა პროპაგანდისტული მედიის გარეთ მყოფი ჟურნალისტები. თავისუფალი ჟურნალისტების 100%-ს ეზიზღება რეჟიმი.

6. რამდენადაც უცნაურიც არ უნდა იყოს, ივანიშვილმა დაკარგა ის ხალხი ვისაც თავიდან ყველაზე მეტად ეყრდნობოდა – კრიმინალები. დღეს პატიმრების რაოდენობა საგრძნობლად აღემატება ჩემს დროინდელ რაოდენობას და თუ ჩემი დროინდელი რაოდენობა ეფუძნებოდა მთლიანად კრიმინალიზებული ქვეყნის გაწმენდის აუცილებლობას, ახლა ეს პოლიციის და პროკურატურის თავგასულობის შედეგია.

7. რაც უკიდურესად მნიშვნელოვანია, ივანიშვილმა მთლიანად დაკარგა ემიგრაცია. მილიონი ქართველი რომელიც ძირითადად ინახავს 3 მილიონ დარჩენილ ქართველს, საარჩევნო ხმის ჩამორთმევამ ბოლომდე გააფორმა დიქტატურასთან ემიგრაციის გადამტერება.

8. რამდენად უცნაურიც არ უნდა იყოს, სწორედ ახლა, ივანიშვილი კარგავს ეკლესიასაც. რატომ ახლა? იმიტომ რომ ივანიშვილი ფიქრობს, რომ სწორედ ახლა გახსნა ხელები ეკლესიის საბოლოო გაკონტროლებისთვის. მას ჰგონია რომ ახალი პატრიარქი მთავარი ინსტრუმენტია მის ხელში, მაგრამ ახალი პატრიარქი არაა ილია II, ხოლო ეკლესიაში გარდაუვლად გაიზრდება წინააღმდეგობა, რეჟიმის სულ უფრო თავხედური ჩარევის წინააღმდეგ. გაიზრდება იმიტომ, რომ ჯერ ერთი ეკლესიას შეხება აქვს ხალხთან და ეკლესია კი ახდენს გავლენას ხალხზე, მაგრამ ხალხი კიდევ მეტად ახდენს გავლენას ეკლესიაზე. გარდა ამისა, ეკლესიის იერარქების ინტერესებში არაა თავისი ძალაუფლების მთლიანად რეჟიმზე გადაბარება.

ასე რომ ყველა ამ ფაქტორის გათვალისწინებით, საქმე ბევრად უფრო კარგადაა ვიდრე ბევრს ჰგონია. ახლა მთავარია ყველა ამ ჯგუფთან საუბარი და მათი გაერთიანება და საბოლოო შედეგებიც დაიდება.

მაგრამ ამისთვის საჭიროა პატრიოტული ნარატივის დიქტატურისგან წართმევა. ეს ის კლეპტოკრატიული მმართველობაა, რომელმაც დაახოცინა ჩვენი პატრიოტი მებრძოლები, ხოლო ცოცხლად დარჩენილები ან ციხეში ჩასვა ან ქვეყნიდან გააძევა. მმართველობა რომელიც გაუწვა რუსეთს, მოსპო არმია და სამხედრო წარმოება, სახელმწიფო ინსტიტუციები, დააკნინა საქართველოს საერთაშორისო როლი, შემოყარა უამრავი უცხოელი და მათით ჩაანაცვლა ქართველები და ამ ყველაფრის შემდეგ ის ეროვნულ ხელისუფლებად არ უნდა ჩაითვალოს.

სამწუხაროდ ოპოზიციის ერთი ნაწილი საკმარისზე მეტ საფუძველს იძლევა, მთელი ოპოზიციის ანტიპატრიოტულ ძალად გამოცხადებისთვის. ეს ოპოზიციური ნაწილი უნდა მოიკვეთოს, ხოლო წინააღმდეგობის მოძრაობა დაუბრუნდეს თავის პატრიოტულ საფუძვლებს, მაშინ ყველაფერი თავის ადგილზე დადგება.“

თეგები: მიხეილ სააკაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

თიბისი კონცეპტმა ინოლა გურგულიას შემოქმედებას ახალი სიცოცხლე შესძინა
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტმა ინოლა გურგულიას შემოქმედებას ახალი სიცოცხლე შესძინა

16:18 07-25-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

18:38 07-24-2026
კიდევ ერთი გამარტივებული პროცესი თიბისისგან თვითდასაქმებულებისთვის
ბიზნესი

კიდევ ერთი გამარტივებული პროცესი თიბისისგან თვითდასაქმებულებისთვის

16:33 07-24-2026
ბიზნესის დარეგისტრირება უკვე თიბისის ფილიალშია შესაძლებელი
ახალი ამბები

ბიზნესის დარეგისტრირება უკვე თიბისის ფილიალშია შესაძლებელი

13:48 07-24-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved