• რეკლამა
  • კონტაქტი
03:34, შაბათი, 24 მაისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რამდენად უსაფრთხოა იმ ადამიანების ვაქცინაცია, რომლებსაც ვირუსი შესაძლოა უსიმპტომოდ ჰქონდეთ გადატანილი – ამირან გამყრელიძის განმარტება

ალია ავტორი - ალია
11:31 03-25-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
24

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, იმ მოქალაქეების ვაქცინაცია, რომლებსაც კორონავირუსი შესაძლოა, უსიმპტომოდ ჰქონდეთ გადატანილი და ამის შესახებ არ იციან, საფრთხეს არ წარმოადგენს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ამირან გამყრელიძემ განუცხადა, ვაქცინის გაკეთებამდე ანტისხეულების კვლევის სახელმწიფოს მიერ ჩატარების პრაქტიკა არცერთ ქვეყანაში არაა, თუმცა „თუ ადამიანს სურს გაიგოს, აქვს თუ არა კორონავირუსი უსიმპტომოდ გადატანილი, შეუძლია თვითონ გამოიკვლიოს“.

„ამას არავინ დაუშლის. ანტისხეული თუ აქვს და აქვს კორონავირუსი ე.წ. უსიმპტომოდ გადატანილი, ეს აცრის წინააღმდეგ ჩვენება არ არის. ამ ტიპის მასობრივი ვაქცინაციების კამპანიების დროს, როცა ათასობით ადამიანი იცრება, რა თქმა უნდა, ამ ტიპის კვლევებს წინასწარ არავინ აწარმოებს. როგორც გითხარით, ვინმეს რომც ჰქონდეს ანტისხეულები, ეს ვაქცინაციის წინააღმდეგ არავითარი ჩვენება არ არის“, – განაცხადა გამყრელიძემ.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, აცრაზე მისული ადამიანისთვის განკუთვნილ კითხვარს, „ფაიზერის“ შემთხვევაში ემატება კითხვა, ხომ არ იყენებს ხშირად ფილერს.

გამყრელიძის განმარტებით, „ფაიზერს“ ახასიათებს გარკვეული ადგილობრივი გართულებები იმ ადამიანებში, რომლებიც ხშირად იყენებენ ფილერს.

„პრევენციული ღონისძიებაა ის, რომ როცა ადამიანი მივა აცრაზე, იქ სპეციალური ჩეკლისტია. ერთი კითხვა დაემატა „ფაიზერის“ ჩეკლისტს, 12 თუ 11 კითხვაა, თუ კითხვაზე პასუხი არის დიახ, შემდეგ ექიმი იღებს ეჭვს, რომ შეიძლება, აქ იყოს მომატებული რისკი, მას იმ პერიოდში არ აცრის და გადაამისამართებს დამატებითი გამოკვლევებისთვის შესაბამის სპეციალისტთან. „ფაიზერს“ ახასიათებს გარკვეული ადგილობრივი და არა სისტემური, ანუ არა ანაფილაქსიური გართულებები იმ ადამიანებში, ვინც ხშირად იყენებს ფილერს. დამატებით ამას შეეკითხებიან, რადგან ვისაც ფილერები ხშირად აქვს გამოყენებული, „ფაიზერის“ იმუნიზაციის შემდეგ შეიძლება, ჰქონდეს ადგილობრივი გართულებები, რომელიც საჭიროებს შემდეგ მკურნალობას“, – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

აპრილში alia.ge-ის სიახლეები 13 მილიონჯერ ნახეს – Google Analytics-ის მონაცემები სრულად
ახალი ამბები

აპრილში alia.ge-ის სიახლეები 13 მილიონჯერ ნახეს – Google Analytics-ის მონაცემები სრულად

19:36 05-19-2025
რა უთხრა ივანიშვილმა თავის გუნდს? – ,,ამას ექსკლუზიურად გეუბნებით” – რას უყვება ,,ალიას” კოტე კემულარია?
ახალი ამბები

რა უთხრა ივანიშვილმა თავის გუნდს? – ,,ამას ექსკლუზიურად გეუბნებით” – რას უყვება ,,ალიას” კოტე კემულარია?

00:06 05-15-2025
პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – ნაწილი მეხუთე

01:03 05-14-2025
“არ მსურდა ამ ფოტოების გამოქვეყნება, მაგრამ იძულებული გავხდი!” – ალექსი თირქია
ახალი ამბები

“არ მსურდა ამ ფოტოების გამოქვეყნება, მაგრამ იძულებული გავხდი!” – ალექსი თირქია

22:11 05-08-2025

ბიზნესი

თიბისის მხარდაჭერით, ლოგისტიკის საერთაშორისო გამოფენა გაიმართება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, ლოგისტიკის საერთაშორისო გამოფენა გაიმართება

17:26 05-23-2025
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ნანი ბრეგვაძის და Kordz-ის მუსიკალური ვიდეორგოლის პრემიერა შედგა
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ნანი ბრეგვაძის და Kordz-ის მუსიკალური ვიდეორგოლის პრემიერა შედგა

14:42 05-23-2025
avia.ge – მოგზაურობის დაგეგმვა არასოდეს ყოფილა ასეთი მარტივი
ახალი ამბები

avia.ge – მოგზაურობის დაგეგმვა არასოდეს ყოფილა ასეთი მარტივი

18:13 05-22-2025
გაიცანით თიბისი კამპუსის კურსდამთავრებული საბა კენჭიშვილი
ახალი ამბები

გაიცანით თიბისი კამპუსის კურსდამთავრებული საბა კენჭიშვილი

14:42 05-22-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved