• რეკლამა
  • კონტაქტი
20:41, პარასკევი, 11 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რამდენად იყიდება კინოთეატრი “საქართველო”?

ალია ავტორი - ალია
20:18 02-19-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
193

ინოთეატრი “საქართველო” იყიდება. მისი საწყისი ფასი 7 მილიონი ლარია. კინოთეატრი “საქართველოს” მფლობელთა შორის ნაძალადევის ყოფილი დეპუტატი (მრავალგზის დეპუტატი) მერაბ სამადაშვილია.

„2020NEWS”  კინოთეატრ  „საქართველოს“ დირქტორს,  ნუკრი გიგაურს ესაუბრა. მან ჩვენთან საუბარში განაცხადა, რომ მესაკუთრეებმა კინოთეატრ „საქართველოს“  გაყიდვა გადაწყვიტეს. 

 „7 მილიონ ლარად იყიდება მთლიანად გარე (2470 კვ.მ) და შიდა (2695 კვ.მ) ტერიტორია. მე ვიცი, რომ ეს ტერიტორია კერძო საკუთრებაა. არ ვიცი, ვინ არის ჩემი უფროსი. არც ის ვიცი ხელფასს ვინ მიხდის. არ ვიცნობ არცერთს. მე მხოლოდ დირექტორი ვარ და მირეკავენ, რომ გავყიდო ეს ტერიტორია“,  – აცხადებს გიგაური. 

როგორც საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ამონაწერიდან ირკვევა, კინოთეატრ „საქართველოს 100%-იანი წილის მფლობელი შპს “მერიდიანი XXI”-ია. 

შპს “მერიდიანი XXI”-ს 4 დამფუძნებელი ჰყავს. აქედან, ყველაზე მეტ წილს, 42%-ს   კომპანია „მ.ს.“ ფლობს, რომლის 100%-იანი წილის მფლობელი, მერაბ სამადაშვილია. შპს “მერიდიანი XXI”-ში 25%-იან წილს ფლობს მისი ძმა, ომარ სამადაშვილი და ჯამში კომპანიის 67 %-ის მფლობელები სამადაშვილები არიან.

მფლობელებს შორის ასევე არიან რუსეთის მოქალაქე ნოდარ გეორგაძე – 25%-ით და თბილისის საკრებულოს ყოფილი წევრი, მამუკა გუგეშაშვილი – 8%-ით.

ცნობისთვის,  ნაძალადევში, გურამიშვილის გამზირზე მდებარე კინოთეატრი “საქართველო” ს/ს “ქართული ფილმის” საკუთრება იყო, თუმცა 2007 წელს  ის შპს “მერიდიანი XXI”-ს იჯარის ხელშეკრულებით,  25 წლის ვადით გადაეცა.

აღსანიშნავია, რომ 2007 წლის ზაფხულში სხვადასხვა ხელშეკრულების ნიადაგზე ს/ს „ქართული ფილმის“ მიერ სხვადასხვა მფლობელზე გასხვისდა: სიღნაღის კინოთეატრი, რუსთავის კინოთეატრები – „ივერია“ და „რუსთაველი“, გორის კინოთეატრი „გამარჯვება“, ახალქალაქის კინოთეატრი, ქარელის კინოთეატრი, თბილისში არსებული კინოთეატრი „ახმეტელი“ და „ამირანი“.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ამას “ალიას” ჩავუგდებ”; “ივანიშვილის დაპირებებზე გაგახსენდათ ბო@ი?” – თენგიზ შარმანაშვილი და ბერდია კალანდია
ახალი ამბები

“ამას “ალიას” ჩავუგდებ”; “ივანიშვილის დაპირებებზე გაგახსენდათ ბო@ი?” – თენგიზ შარმანაშვილი და ბერდია კალანდია

14:37 07-09-2025
რა ახალ სკანდალში ეხვევა მოსამართლე ციცინო მოსიძე და რომელი ორი საქმით “გაითქვა სახელი”? – დაიწყებს შსს გამოძიებას?
ახალი ამბები

რა ახალ სკანდალში ეხვევა მოსამართლე ციცინო მოსიძე და რომელი ორი საქმით “გაითქვა სახელი”? – დაიწყებს შსს გამოძიებას?

23:03 07-08-2025
პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025

ბიზნესი

ახალი, ავტომატური დავალებები თიბისის მობაილბანკის ინვესტიციების პლატფორმაზე
ახალი ამბები

ახალი, ავტომატური დავალებები თიბისის მობაილბანკის ინვესტიციების პლატფორმაზე

16:07 07-11-2025
სელფის კიდევ უფრო იაფი როუმინგი
ახალი ამბები

სელფის კიდევ უფრო იაფი როუმინგი

16:09 07-10-2025
ახალი თიბისი ბარათით უკვე 500,000-ზე მეტი მომხმარებელი სარგებლობს
ახალი ამბები

ახალი თიბისი ბარათით უკვე 500,000-ზე მეტი მომხმარებელი სარგებლობს

15:52 07-10-2025
თიბისი კონცეპტმა მომხმარებლებს ბათუმში, ჯაზფესტივალისთვის, განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტმა მომხმარებლებს ბათუმში, ჯაზფესტივალისთვის, განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა

14:16 07-09-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved