• რეკლამა
  • კონტაქტი
07:39, ოთხშაბათი, 5 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რამდენად გაყიდა ივანიშვილმა ფერწერული ტილოები და ნახატი, რომელიც 95,2 მლნ დოლარად იყიდა

ალია ავტორი - ალია
18:32 01-12-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
45

ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ განაცხადა, რომ მისი კაპიტალის უდიდეს ნაწილს საქველმოქმედო ფონდს გადასცემს. entrepreneur-მა გამოაქვეყნა იმ ქონების ჩამონათვალი, რომელიც საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა უკვე გადასცა საქველმოქმედო ფონდს, ნაწილი კი ამჟამად გადაცემის პროცესშია.

„ფერწერული ტილოების კოლექციის, ერთი ნაწილი უკვე გაიყიდა, ფული კი ფონდში მიიმართა. როდესაც დანარჩენი ნახატების რეალიზაცია მოხდება, სახსრები ასევე საქველმოქმედო ფონდს გადაეცემა. თუმცა, არ არის გამორიცხული, მათ რეალიზაციას არ დაველოდოთ და ნაწილი ნამუშევრების სახით გადავცეთ ფონდს. ეს მილიარდნახევარი დოლარი სრულად მოხმარდება ქველმოქმედებას.” – თქვა ივანიშვილმა

საქართველოს ყოფილი პრემიერ მინისტრი ინტერვიუში არ აკონკრეტებს, რამდენად გაყიდა მსოფლიო ხელოვნების ნომუშებად აღიარებული ფერწერული ტილოები, თუმცა რამდენიმე ნამუშევრის გაყიდვის შესახებ ინფორმაცია ჯერ კიდევ 2017 წელს „ფორბსის“ ფურცლებზე მოხდა.

ბიზნესმენი შეელია დე კუნინგის ერთ-ერთ თავის საყვარელ ნამუშევარს, რომელიც 66,3 მილიონ აშშ დოლარად გაიყიდა.

Forbes-ის ცნობით, ნოემბერშივე   Christie’s -ის აუქციონზე, როკფელერ ცენტრში $18,4 მილიონად  გაიყიდა პაბლო პიკასოს “ადამიანი მილით”, რომელიც ამშვენებდა თბილისში ივანიშვილის ბიზნეს ცენტრის საბილიარდოს.

ლონდონში Christie’s-ის აუქციონზე ივნისში გაიტანეს $24 მილიონად ლუსიენ ფრეიდის ნამუშევარი “იბი და მისი მეუღლე”, – ამ სურათის ბედი უცნობია.

თუმცა, ამავე აუქციონზე  ივანიშვილმა მომგებიანად გაასხვისა ფრენსის ბეკონის ერთ-ერთი ნამუშევარი “მწოლიარე ფიგურა საინექციო შპრიცით, ვერსია № 2”. ნამუშევარი 27,1 მილიონად გაიყიდა.

უცნობია, რა ბედი ეწია ივანიშვილის საკუთრებაში არსებულ ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული ტილოს – პაბლო პიკასოს “დორა მაარი კატასთან ერთად”. ივანიშვილმა ეს ნახატი 2006 წელს 95,2 მლნ აშშ დოლარად იყიდა.

თეგები: ბიძინა ივანიშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025

ბიზნესი

ახალი თაობა AI გზაზე: თიბისის და GAIA-ს საოლიმპიადო კურსზე 150  მოსწავლე ჩაერთო
ახალი ამბები

ახალი თაობა AI გზაზე: თიბისის და GAIA-ს საოლიმპიადო კურსზე 150 მოსწავლე ჩაერთო

15:42 11-04-2025
არ გამოგრჩეთ მოსწავლის ბარათის შეთავაზებები მრავალფეროვან კატეგორიებში – თიბისი
ახალი ამბები

არ გამოგრჩეთ მოსწავლის ბარათის შეთავაზებები მრავალფეროვან კატეგორიებში – თიბისი

12:59 11-04-2025
Le Meridian Batumi- თიბისი ბიზნესდაჯილდოების გამარჯვებული, გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისთვის
ახალი ამბები

Le Meridian Batumi- თიბისი ბიზნესდაჯილდოების გამარჯვებული, გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისთვის

13:38 11-03-2025
არომათერაპიის პრემიუმ ბრენდი Puressentiel ქართველ საზოგადოებას ფრანგმა შემქმნელებმა წარუდგინეს
ახალი ამბები

არომათერაპიის პრემიუმ ბრენდი Puressentiel ქართველ საზოგადოებას ფრანგმა შემქმნელებმა წარუდგინეს

13:58 11-01-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved