• რეკლამა
  • კონტაქტი
19:16, ორშაბათი, 2 თებერვალი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,, რამდენად ენდობით იმ მთავრობას, რომელსაც მის მიერვე ცოტა ხნის წინ მიღებული კანონები “ავიწყდება”? – საბა ბრაჭველი

ალია ავტორი - ალია
16:55 02-02-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
106

იურისტი საბა ბრაჭველი:

,,დღეს იხსნება პარლამენტის საგაზაფხულო სესია, რომლის პირველი განსახილველი საკითხი, იურიდიული კომიტეტის სხდომაზე, “გრანტების კანონში” შემავალი ცვლილებები იქნება.

ბოლო დღეებში ბევრჯერ ითქვა, რომ ეს ცვლილებები დიდ გამყოფ კედელს აღმართავს ამ ქვეყნის მოქალაქეებსა და დანარჩენ მსოფლიოს შორის – გვიკრძალავს რა ქართველებს მთავრობის ნებართვის გარეშე უცხოელისგან ნებისმიერი სიკეთის მიღებას – როგორც ფულადს, ისე – ტექნოლოგიურს, საინფორმაციოს, ან საქველმოქმედოს. და თუ მაინც ასეთი ბენეფიტი აღმოგვიჩინეს და, თან, ჩვენს მიმდინარე საზოგადოებრივ ცხოვრებაზე რაიმე მოსაზრება დაგვცდა, 6-წლიანი ციხით გვემუქრება.

ამ კანონის ინიციატორების პასუხი, ჯერჯერობით, ერთი დაპირებით შემოიფარგლება – ემიგრანტებისგან საყოფაცხოვრებო მიზნით გადმორიცხულ ფულს არ შევეხებითო.

აქ არ ვისაუბრებ იმაზე:
(1) თუ რამდენად შეიძლება ზოგადად ნებისმიერი ხელისუფლების დაპირების ნდობა;
(2) მით უმეტეს, როცა რუსულ კანონსა და სხვა დაპირებებზე ხალხი უკვე ბევრჯერ მოატყუეს;
(3) და მათი ეს პასუხი არაპირდაპირი აღიარებაა, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქეებთან ყველანაირ კონტაქტს კრძალავენ.

არა, ამ ყველაფრის მიღმა, უბრალოდ, ერთი მცირე დეტალის შეხსენება მინდა ყველასთვის.

2025 წლის 31 მაისს ძალაში შევიდა ე.წ. ფარას კანონი, რომელიც ასევე არეგულირებს უცხოეთის ფიზიკური ან იურიდიული პირისგან რაიმე სახის დაფინანსების მიღებას. ამ კანონის პირველივე მუხლი კი უცხოელად თვლის საქართველოს იმ მოქალაქესაც, რომლის მუდმივი საცხოვრებელი ადგილი საქართველოს ტერიტორიაზე აღარ არის (იხ. სქრინი, ბმული ქვემოთ).

მარტივად რომ ვთქვათ – უცხოეთში მცხოვრებ ქართველებსაც უცხოელებად განიხილავს და მათგან ფულადი ბენეფიტის მიღების შემთხვევაში, შესაძ₾ოა აგენტების რეესტრში დარეგისტრირება მოგთხოვონ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი 5 წლით თავისუფლების აღკვეთით დაგემუქრონ. ამ ორ კანონს შორის ერთი ის განსხვავებაა, რომ ფარას, გრანტების კანონთან შედარებით, ოდნავ მეტი მტკიცება და გაწელილი პროცედურები აქვს; და მეორე ის, რომ ფარათი მხოლოდ 5 წლით გაგიშვებენ ციხეში და გრანტების კანონით – 6 წლით. დანარჩენი იგივეა.

ამიტომ ის ერთადერთი დაპირებაც კი, რასაც გრანტების კანონის ცვლილების ინიციატორები აცხადებენ – ემიგრანტების გზავნილებს არ შევეხებითო – სათავეშივე ტყუილია.

უკვე შეეხნენ, უკვე აკრძალეს, უკვე შეამზადეს თქვენი დასჯადობისთვის საფუძველი. უკვე გამოაცხადეს ემიგრანტები უცხოელებად. ამ ახალი კანონით კი თქვენს დაჭერას უფრო აადვილებენ, დროში აჩქარებენ, სამართლებრივად მტკიცების ტვირთს იხსნიან და ბევრწლიანი ციხით არა მხოლოდ ფულის მიმღებს, არამედ ფულის გამცემსაც ემუქრებიან.

რამდენად ენდობით იმ მთავრობას, რომელსაც მის მიერვე ცოტა ხნის წინ მიღებული კანონები “ავიწყდება”?“

თეგები: საბა ბრაჭველი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025
,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!
ახალი ამბები

,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!

21:15 11-25-2025
როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025
ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025

ბიზნესი

ბიზნესების მხარდასაჭერად, თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამა გრძელდება
ახალი ამბები

ბიზნესების მხარდასაჭერად, თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამა გრძელდება

15:31 02-02-2026
ყველაზე ხშირი კითხვები ბუასილზე და მითი, რომელიც რეალურად არ დასტურდება – რას უყვება “ალიას” მამუკა გრიგალაშვილი?
ახალი ამბები

ყველაზე ხშირი კითხვები ბუასილზე და მითი, რომელიც რეალურად არ დასტურდება – რას უყვება “ალიას” მამუკა გრიგალაშვილი?

14:56 01-30-2026
სილქფესტი გთავაზობთ მრავალფეროვან პაკეტებს სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

სილქფესტი გთავაზობთ მრავალფეროვან პაკეტებს სპეციალურ ფასად!

13:42 01-30-2026
სელფი მობაილის ქსელის სიახლეები: იანვარი 2026
ახალი ამბები

სელფი მობაილის ქსელის სიახლეები: იანვარი 2026

14:21 01-29-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved