• რეკლამა
  • კონტაქტი
19:09, ხუთშაბათი, 3 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რამდენ უცხო ქვეყნის მოქალაქეს მიენიჭა საქართველოს მოქალაქეობა 2010-2022 წლებში? – რა მონაცემებს აქვეყნებს ზვიად ტომარაძე

ალია ავტორი - ალია
17:08 03-03-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,838

,,ერი და სახელმწიფოს” დამფუძნებელი ზვიად ტომარაძე:

,,ორგანიზაცია „ერი და სახელმწიფოს“ მიერ იუსტიციის სახლიდან გამოთხოვოლი ოფიციალური ინფორმაცია, თუ რამდენ უცხო ქვეყნის მოქალაქეს მიენიჭა საქართველოს მოქალაქეობა 2010-2022 წლებში?

2010-2022 წლებში საქართველოს მოქალაქეობა სულ მიენიჭა 65 575 უცხო ქვეყნის მოქალაქეს, აქედან:

1) საქართველოს მოქალაქეობის დროებითი აღდგენის უფლება: 6280
(პირები, რომლებმაც საქართველოს მოქალაქეობის დაკარგეს, უცხო ქვეყნის მოქალაქეობის მიღებით და კვლავ აღიდგინეს საქართველოს მოქალაქეობა)
2) საქართველოს გამარტივებული წესით მინიჭება: 545
(საქართველოს მოქალაქეზე დაქორწინებული პირები)
3) საქართველოს მოქალაქეობის მიღება მოქალაქეობის არქონის გამო: 111
4) საქართველოს მოქალაქეობის სპეციალური წესით მინიჭება: 34
(დაიბადა საქართველოში)
5) საქართველოს მოქალაქეობის ჩვეულებრივი წესით მინიჭება: 93
6) საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭება: 58602

საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭება (პირველი ოცი ქვეყანა):
1) რუსეთი 40 921. 2) თურქეთი 3400. 3) აშშ 2495. 4) სომხეთი 1943. 5) ისრაელი 1865.
6) საბერძნეთი 1786. 7) უკრაინა 1469. ? ირანი 521. 9) დიდი ბრიტანეთი 420. 10) საფრანგეთი 395. 11) პორტუგალია 315. 12) ბელარუსი 273. 13) იტალია 235. 14) კანადა 201. 15) გერმანია 194. 16) ბელგია 182. 17) უზბეკეთი 152. 18) ესპანეთი 148. 19) ნიდერლანდები 99. 20) მოლდოვა 96.

ამ მონაცემებში უცნობია რამდენი მოქალაქე იყო ყოფილი საქართველოს მოქალაქე, ან ეთნიკურად ქართველი.

შეგახსენებთ, რომ 2017 წლის სექტემბერში პარლამენტში შევიდა ორგანიზაცია „ერი და სახელმწიფოს“ ხელმძღვანელის, ზვიად ტომარაძის მიერ მომზადებული კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც: 1. უცხოელებისთვის მკაცრდებოდა საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება, არსებული 5 წლიანი უწყვეტად ცხოვრების ვადა 10 წლამდე იზრდებოდა და 2. ეთნიკური ქართველებს, ემიგრანტებს საქართველოს მოქალაქეობა გამარტივებული წესით მინიჭებოდათ.
ამ საკითხზე პარლამენტში შეიქმნა სამუშაო ჯგუფი. სამუშაო ჯგუფის სხდომაზე ამ ორი საკითხის გარდა, ასევე დავაყენეთ კიდევ ორი საკითხი, საგამონაკლისო წესით მოქალაქეობის მინიჭებისას სავალდებულო ყოფილიყო ქართული ენის და საქართველოს ისტორიის ცოდნა და ფიქტიური ქორწინების გამოსარიცხად არსებული 2 წლიანი ვადა 5 წლამდე გაზრდილიყო. სამუშაო ჯგუფმა 4–დან სამი საკითხი სრულიად გაიზიარა, ხოლო ერთი ნაწილობრივ. 2018 წლის 6 აგვისტოს ძალაში შესული კანონის მიხედვით: 1. უცხოელებისთვის მაკაცრდა საქართველოს მოქალქეობის მინიჭება, არსებული 5 წელი გაიზარდა 10 წლამდე; 2. ფიქტიური ქორწინების გამოსარიცხად არსებული 2 წელი გაიზარდა 5 წლამდე; 3. საგამონაკლისო წესით მოქალაქეობის მინიჭებისას სავალდებულო გახდა ქართული ენის და საქართველოს ისტორიის ცოდნა.

კიდევ ერთი დეტალი, 2013 წელს მიხეილ სააკაშვილის მიერ თურქეთის მოქალაქეებისთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭებასთან დაკავშირებით, სახელდებოდა სხვადასხვა რიცხვი, გაირკვა, რომ 2013 წელს 2832 თურქეთის მოქალაქეს მიენიჭა საქართველოს მოქალაქეობა.

*სურათზე მოცემულია საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭება (პირველი 20 ქვეყანა).

თეგები: ზვიად ტომარაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი 3 სექტემბერს იხსნება – პრესკონფერენცია წინანდალში
ახალი ამბები

წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი 3 სექტემბერს იხსნება – პრესკონფერენცია წინანდალში

18:23 09-03-2026
სტომატოლოგიური ლაიფჰაკები
ახალი ამბები

​რატომ არ უნდა გამოვივლოთ წყალი კბილის გახეხვის შემდეგ? – სტომატოლოგიური ლაიფჰაკები

14:54 09-03-2026
სამედიცინო ხარისხის კონტროლი – რა უნდა იცოდეს პაციენტმა?
ახალი ამბები

სამედიცინო ხარისხის კონტროლი – რა უნდა იცოდეს პაციენტმა?

09:00 09-03-2026
სამედიცინო ინვენტარი
ახალი ამბები

რატომ არის ჟანგბადის ბალონის სწორად შერჩევა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი? – სამედიცინო ინვენტარის ქირაობა

21:48 09-02-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved