• რეკლამა
  • კონტაქტი
13:35, სამშაბათი, 16 სექტემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„რამდენ ტკივილს უნდა გაუძლოს გულმა?“ – რას ნანობდა ნიკა ქაცარიძე?

ალია ავტორი - ალია
20:32 01-05-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
156

,,სამყაროს იმედები. მხოლოდ ამიტომ ღირს ცხოვრება, შვილები გაახარო”, – წერდა მსახიობი ნიკა ქაცარიძე ერთ-ერთ უკანასკნელ პოსტში. ის საუკეთესო მამა იყო და ოჯახურ ვიდეოებს ხშირად აქვეყნებდა. სოციალურ ქსელში დაწერილ კომენტარებზეც მტკივნეულად რეაგირებდა. ის ,,გზასთან” ყვებოდა:

-მაკომპლექსებს სოციალურ ქსელში კომენტარები. ამ ქვეყანაში კრიტიკა და ლანძღვა ერთმანეთში აქვთ არეული და ეს ჩემზე მოქმედებს. რამდენ ტკივილს უნდა გაუძლოს გულმა? სოციალურ ქსელში “ჩემი ცოლის დაქალების” გვერდზე შემთხვევით ჩემი და პაატა გულიაშვილის პერსონაჟ ბარხატაშვილებზე კომენტარები წავიკითხე და შევშფოთდი. ნუთუ ვერ ხვდებიან, რომ ზღვარს გადადიან? უკვე მსახიობებსაც გვეხებიან.  ამ ყველაფერზე მაღლა უნდა დადგე, ყურადღება არ მიაქციო, მაგრამ ეს რთულია. ეს რომ შეძლო, ფსიქოლოგიურად ძალიან ძლიერი და გაწონასწორებული უნდა იყო. ჩემი ფსიქიკისა და ემოციის მქონე ადამიანისთვის ძნელია.

– რას ნანობთ?

– შემეძლო ბევრი მესწავლა, შეიძლებოდა დღეს თავისუფლად მცოდნოდა 5 უცხო ენა და არ ვიცი.

-ყველაზე დიდი სისუსტე…

-სისუსტეების მეტი რა მაქვს, მაგრამ ყველაზე დიდ სისუსტედ იმას მივიჩნევ, რომ სიმართლეს “ცივად” ვამბობ. თუ არ ვამბობ, სახეზე მაწერია. ეს ცუდია… შანსი რომ მქონდეს, შეცდომებს გამოვასწორებდი. ყველაზე ცუდი ის შეცდომებია, რომლებსაც ვეღარ გამოასწორებ, მაგრამ შეგიძლია მოინანიო.

– ამ წუთში ძალიან მინდა, ვიყო…

-დიდი ფულის პატრონი. ბევრ სიკეთეს გავაკეთებდი; ბავშვებს, მოხუცებს, გაჭირვებულ ადამიანებს დავეხმარებოდი.

– როცა მარტო ვარ…

-სულ ვოცნებობ, ვფიქრობ მომავალზე, ყველაფერს ლამაზ ფერებში ვხედავ. ჩემი ფიქრები ყოველთვის პოზიტიურია.

– ბედისწერის…

-არსებობის მჯერა.

– ადამიანი, ვის აზრსაც ყოველთვის ვითვალისწინებ…

-ყოველთვის ვერ ვითვალისწინებ, მაგრამ დედის აზრი ძალიან მნიშვნელოვანია.

წყარო: გზა

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”
ახალი ამბები

“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”

02:52 08-21-2025
პირადი: 150 მილიონის მიტაცება, “მკვლელი მატარებლები” – უსაფრთხოების დარღვევა და მასშტაბური კორუფცია “რკინიგზაში” – გია ყრუაშვილის სკანდალური, ექსკლუზიური ინტერვიუ
ახალი ამბები

“ზუსტად ასე დაწერეთ, “რკინიგზამ”, ჩემი ავადმყოფი შვილი, გაწირა სასიკვდილოდ” – გია ყრუაშვილი

14:56 08-20-2025
“მკვლელი მატარებლები” – “ვაცხადებ როგორც ვეტერანი რკინიგზელი, – ამ მატარებლებით მგზავრობა სერიოზული საფრთხეა” – გია ყრუაშვილის სკანდალური ინტერვიუ
ახალი ამბები

“მკვლელი მატარებლები” – “ვაცხადებ როგორც ვეტერანი რკინიგზელი, – ამ მატარებლებით მგზავრობა სერიოზული საფრთხეა” – გია ყრუაშვილის სკანდალური ინტერვიუ

05:22 08-20-2025
„რასაც ივანიშვილი ახლა აკეთებს, ამ ლოგიკით ხდება… ბიძინას სხვა გათვლა აქვს“ – ბაბუნაშვილი
ახალი ამბები

„ბიძინა თურმე ამბობდა – ვინ უნდა შემცვალოს, ვინ? ვის აქვს ჩემდენი ფული?… არადა, 60 მილიარდ ევროზე იყო ლაპარაკი… ამიტომ ბიძინამ ჩემთან დაკავშირებით ნევროზი აიკიდა და განადგურება გადაწყვიტა“

20:20 07-16-2025

ბიზნესი

PSP რეკლამის ყოველწლიურ საერთაშორისო ფესტივალზე “Ad Black Sea 2025“ 18 ჯილდოს მფლობელი გახდა
ახალი ამბები

PSP რეკლამის ყოველწლიურ საერთაშორისო ფესტივალზე “Ad Black Sea 2025“ 18 ჯილდოს მფლობელი გახდა

16:13 09-15-2025
თიბისის მხარდაჭერით ლადო ალექსი-მესხიშვილის წიგნი გამოიცა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ლადო ალექსი-მესხიშვილის წიგნი გამოიცა

15:40 09-15-2025
ალტიჰატი- ალპური ქოხი ზღვის დონიდან 3014 მეტრ სიმაღლეზე – თიბისი
ახალი ამბები

ალტიჰატი- ალპური ქოხი ზღვის დონიდან 3014 მეტრ სიმაღლეზე – თიბისი

15:07 09-15-2025
„პეტროკას ენერჯი ჯგუფის“ აქციონერთა სტრუქტურაში ცვლილებები განხორციელდა
ახალი ამბები

„პეტროკას ენერჯი ჯგუფის“ აქციონერთა სტრუქტურაში ცვლილებები განხორციელდა

13:12 09-12-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved