• რეკლამა
  • კონტაქტი
16:09, კვირა, 23 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“რამდენ ადამიანსაც არ უნდა დაუკავშირდნენ, თუნდაც ჩემს ახლობლებსა და ნათესავებს, ვერ იპოვიან ვერც ერთ ფაქტს“ – ნინო წილოსანი

ალია ავტორი - ალია
18:20 01-20-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
41

იმედია, მილევად რეჟიმში გადავა ჟურნალისტიკის ის ნაწილი, რომელიც მსგავს მეთოდებს იყენებს საქმიანობაში ! – “ქართული ოცნების” დეპუტატი ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში ემოციურ პოისტს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

“რამდენ ადამიანსაც არ უნდა დაუკავშირდნენ, თუნდაც ჩემს ახლობლებსა და ნათესავებს, ვერ იპოვიან ვერც ერთ ფაქტს, რომელიც მე მათ საქმიანობასთან დამაკავშირებდა, ჩემს დაინტერესებას ან/და მიკერძოებულობას გამოკვეთდა რაიმე ფორმით!!

თუ ვინმე მიცნობს ან ჩემზე სმენია, იცის, რომ ჩემი პოლიტიკაში ჩართვის დღიდან მაქსიმალურად დისტანცირებული ვიყავი და ოდნავი შემხებლობაც არ მქონია ჩემი ახლობლების ინტერესებთან.

და პირიქით, ნებისმიერ ადამიანს, ვისაც არც კი ვიცნობდი, შეეძლო დამკავშირებოდა და ჩემი კომპეტენციის ფარგლებში უანგაროდ მიეღო დახმარება.
??‍♀️ მაგრამ რად გინდა? ამის მიუხედავად, “მიკერძოებული ჟურნალისტიკა” სრულიად სხვა სურათის დახატვას ცდილობს
ამ მცდელობის მიუხედავად კი კიდევ ერთხელ დაგამშვიდებთ, რომ ჩემი დაკავშირება ნებისმიერ ფაქტთან წარმოუდგენელია.
ამ სიუჟეტებით თქვენი მცდელობები, ისედაც არასერიოზულ გადაცემებს, კიდევ უფრო სასაცილოს ხდის.

პ.ს. გუშინ ჩემი 10 წლის შვილი მირეკავდა. საქართველოში არ ვიყავი და მამამისთან რჩებოდა სახლში. ძალიან დასტრესილი და აღელვებული ჩანდა. შეშინებული იმით, რომ კარზე არ წყდებოდა ზარი, რომ ვიღაც ჟურნალისტები იყვნენ კართან და მისი აღქმით სახლში უვარდებოდნენ. შეშინებული იყო და მთხოვდა მალე ჩამოვსულიყავი და წამეყვანა…
10 წლის ბავშვის აქღმაში რომ ამგვარად ისახება “ქართული ჟურნალისტიკა“ ეს ცალკე საკითხია და ფაქტობრივად რომ ზონდერების მსგავსი ქცევები დასჩემდა ბევრ ჟურნალისტს – ეს კიდევ ცალკე პრობლემა.

ისე კი იმედი მაქვს, როგორც რადიკალური ოპოზიცია მარგინალიზდა, ასევე მარგინალიზდება და მილევად რეჟიმში გადავა ჟურნალისტიკის ის ნაწილი, რომელიც მსგავს მეთოდებს იყენებს საქმიანობაში !” – წერს ნინო წილოსანი.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

სილქფესტის მრავალფეროვან პაკეტებს და კომბინაციებს მომხმარებელი ექსკლუზიური პირობით გაიაქტიურებს
ახალი ამბები

სილქფესტის მრავალფეროვან პაკეტებს და კომბინაციებს მომხმარებელი ექსკლუზიური პირობით გაიაქტიურებს

09:00 08-23-2026
თიბისის მხარდაჭერით, რუსთავში წარმოებული საბავშვო სათამაშო მოედნები ექსპორტზე გადის
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, რუსთავში წარმოებული საბავშვო სათამაშო მოედნები ექსპორტზე გადის

13:55 08-21-2026
ფესტივალი ZEIMI – ქართული კულტურისა და გემოს დღესასწაული ნიუ-იორკში თიბისის მხარდაჭერით გაიმართება
ახალი ამბები

ფესტივალი ZEIMI – ქართული კულტურისა და გემოს დღესასწაული ნიუ-იორკში თიბისის მხარდაჭერით გაიმართება

11:56 08-21-2026
თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ ფესტივალს „ჯაზი და ღვინო კახეთი“
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ ფესტივალს „ჯაზი და ღვინო კახეთი“

14:03 08-20-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved