ჟურნალისტი, საზოგადოებრივი არხის სამეურვეო საბჭოს წევრი, ბონდო მძინარაშვილი, სოციალურ ქსელში, აქვეყნებს ფოტოს და წერს:
“რა იყო, ბიჭო, რამ გაგაცოფათ, ამ პატარა ბიჭს, ჟურნალისტ რატი წვერავას როგორ დაუნდობლად ურტყამთ?! მოერიეთ?!
სასულიერო პირები და პოლიციელები რომ არ გადაფარებოდნენ, რას იზამდით, ჩაქოლავდით?!
ან ჟურნალისტებზე და ოპერატორებზე მასობრივი თავდასხმა რა იყო, რა აჩვენეთ ამით, მაგრები ხართ?!
და ისინიც, ვინც ჟურნალისტებზე თავდასხმებს ამართლებთ, გესმით მაინც, რას ახალისებთ?!
დღეს აღარავის ახსოვდა, რა მოუწოდა პატრიარქმა და რისთვის მივიდნენ ქაშუეთის ტაძართან!..
რუსთაველის გამზირზე რაც ვნახეთ, ეს არც დღეს დაწყებულა და არც ხვალ დამთავრდება!
ამიტომ, ჩვენც, ჟურნალისტებმაც, პოლიტიკოსებთან ერთად, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ დაპირისპირების შესამცირებლად!
ეს დაპირისპირება ქვეყანას უფსკრულში გადაჩეხავს!
ეს არ უნდა დავუშვათ!”

კომენტარები