• რეკლამა
  • კონტაქტი
19:29, კვირა, 5 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“რამ გადაიყვანა ჭკუიდან საზმაუს მმართველი ელიტა? საქმე მარტივადაა, მათ მყუდროება დაერღვათ…” – ლორთქიფანიძე

ალია ავტორი - ალია
13:42 12-17-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
212

პოლიტოლოგი, ლევან ლორთქიფანიძე:

საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობა და ხელმძღვანელობასთან მჭიდროდ დაკავშირებული წამყვანები გამწარებულნი არიან და მრისხანებენ. გუშინ ერთ-ერთი მათგანი “ქვე წვა, ვით კლდისა ნაპრალსა, ვეფხი პირ-გამეხებული”.
რამ გადაიყვანა ჭკუიდან ჩვენი ტელევიზიის მმართველი ელიტა?
საქმე მარტივადაა, მათ მყუდროება დაერღვათ…
აქამდე ყველაფერი კარგად იყო: პარტიამ არხი “ქართული ოცნების” ცეკას მდივანს თუ თავმჯდომარის მოადგილეს – ვასიკო მაღლაფერიძეს ჩააბარა, ბ-ნმა ყველა მთავრობაში ნამსახურებმა კაცმა თავისი უახლოესი მეგობრებით გამოძეძგა სისტემა, ოლიგარქის დახურული ტელევიზიის თანამშრომლები უპრობლემოდ გადმოაბარგეს საზოგადოებრივ მაუწყებელზე (რომელთაგან ბევრი ოლიგარქის გარეშეც დაიმსახურებდა ადგილს, ოღონდ ყველა არა), ათიდან რვა პოლიტიკური გადაცემის წაყვანა ერთ უღიმღამო კაცს მიანდეს, რათა არავის გადმოერთო პირველზე, ეთერში სტუმრად მოსულ ხელისუფლების წარმომადგენლებს ნახევრად კრიტიკულ შეკითხვასაც ვერ შეჰბედავდნენ ხოლმე და როგორც ქალაქში იტყვიან, ერთ ადგილზე სულს უბერავდნენ, იყო ერთი სიამტკბილობა… “ობიექტური ბუღალტერიისთვის” სუფრის ბოლოს მიგდებული პრასივით, “მკვდარზე ვენოკივით” ხანდახან პაატა მანჯგალაძესა და იაგო ხვიჩიასაც გამოაჩენდნენ ცისფერ ეკრანზე! ამ ყველაფერს დაუმატეთ გადაცემები საბჭოთა სამზარეულოს დე- და რეკონსტრუქციის შესახებ, ალიბისთვის ბრწყინვალე მუსიკალური პროექტები და ეგ არის…
ბ-ნი ვასილის სტანდარტი ასეთია: მთლად კანალიზაციად ქცეულ სახელისუფლებო და ოპოზიციურ ტელევიზიებს (პროფესორ მაისურაძის ტერმინი) ნუ დავემსგავსებით და ყურადღებას ნუ მივიქცევთ! ვიყოთ ჩვენთვის, ვაჭამოთ და ვასვათ ახლობლებს, საზოგადოებრივ-პოლიტიკური პროექტები მეორეხარისხოვანი გავხადოთ, კარგი მრავალჟამიერითა და კარამელიზირებული ბოლოკით გავიდეთ ფონს!
ჩვენი სტანდარტი სხვანაირია!
✅️ ტელევიზია უნდა გათავისუფლდეს პარტიული გავლენებისგან. ახალი მმართველობითი სისტემა სჭირდება საზმაუს. ამის შესახებ 10 წლის წინ ვწერდი: https://liberali.ge/…/sazogadoebrivi-mautsyeblis-evropuli…
✅️ საზმაუ უნდა იყოს მრავალხმიანი რესპუბლიკის ანარეკლი, არ გვჭირდება ობიექტურობა “დლია გალოჩკი”.
✅️ არ უნდა გვჭირდებოდეს მასობრივი დემონსტრაციები, რათა უპარტიო, სერიოზული, ხმადაკარგული ადამიანები ეთერში მოიწვიონ, შეამჩნიონ. ქ-ნი მაკა კი იყო გაწიწმატებული, მაგრამ ფაქტია, ის და მისი პროდიუსერები ასეთ ხალხს ვერ ამჩნევდნენ აქამდე, გოტა ჭანტურიას გარეშე. ასეთი კარგი პროდიუსერი ქ-ნებს ცინცაძესა და სანიკიძეს არ ჰყოლია.
✅️ კრიზისის დროს, რომელ ახალ სტუდიაშიც არ უნდა გადადიოდნენ, ეთერი უნდა იყოს დატვირთული საზოგადოებრივ-პოლიტიკური თოქ-შოუებით. 24 საათიან რეჟიმში მსჯელობა უნდა მიმდინარეობდეს … რეალური სივრცე სასწრაფოდ დასაბრუნებელია პირდაპირში.
✅️ დამოუკიდებელი, ბ-ნი ვასილის გავლენებისგან თავისუფალი აუდიტი სასწრაფოდ არის შესაშვები ყველა რგოლში.
და ა.შ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:40 04-03-2026
მოინიშნე 25 აპრილი – “არქი იასამნების” პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
ახალი ამბები

მოინიშნე 25 აპრილი – “არქი იასამნების” პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა

12:05 04-03-2026
თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა

11:51 04-03-2026
„სანდომის“  პასკა-ახალი ტექნოლოგია, დახვეწილი გემო
ახალი ამბები

„სანდომის“ პასკა-ახალი ტექნოლოგია, დახვეწილი გემო

09:11 04-03-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved