• რეკლამა
  • კონტაქტი
08:45, პარასკევი, 28 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“რაღა სააკაშვილი, რაღა ლევან ხაბეიშვილი და რაღა სალომე ზურაბიშვილი…“ – გია ვოლსკი

ალია ავტორი - ალია
17:40 11-07-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
931

ქართული ოცნების დეპუტატი გია ვოლსკი კირბალში, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქის მკვლელობაზე საუბრისას ამბობს, რომ პოლიტიკოსთა გარკვეული ჯგუფი, მათ შორის, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი “თამაზ გინტურის სიკვდილით გახარებულია”.

ჟურნალისტებმა გია ვოლსკის სალომე ზურაბიშვილის დღევანდელ განცხადებაზეც ჰკითხეს. მან ხვალ, 8 ნოემბერს ევროკომისიის შეფასების პარალელურად, ორბელიანების სასახლის წინ ღონისძიება დააანონსა. ვოლსკის თქმით, პრეზიდენტს “ღირსება არ გააჩნია, თვალთმაქცობს და ყალბ განცხადებებს აკეთებს”.

“რაღა სააკაშვილი, რაღა ლევან ხაბეიშვილი და რაღა სალომე ზურაბიშვილი. რასაკვირველია აქციაც უნდა ჩატარდეს, ხალხიც უნდა გამოვიდეს, თავისი პოზიცია უნდა გამოხატოს, მაგრამ ასეთი გახარებული ამ ადამიანის სიკვდილით პოლიტიკოსთა ჯგუფი, სალომე ზურაბიშვილი, მათ შორის, არ ეკადრება ჩვენს ქვეყანას, მითუმეტეს ამ უმძიმეს ვითარებაში, რომელიც შექმნილია ამ ქვეყანაში.

მმართველი გუნდი სალომე ზურაბიშვილს ვერანაირად ვერ აუბამს თავს. სალომე ზურაბიშვილმა სტატუსთან დაკავშირებით თავისი პოზიცია უკვე დააფიქსირა პარლამენტშიც, 26 მაისსაც და ეს იყო საქართველოსთვის დამაზიანებელი განცხადებები იმდენად, რამდენადაც აბსოლუტურად ამოვარდნილი იყო სიმართლის ნებისმიერი ჩარჩოდან და ვფიქრობ, ღირსების თემაა, რომ ცოტა ხანს მაინც გაჩუმდეს, მითუმეტეს ასეთ ვითარებაში, როდესაც ესოდენ მნიშვნელოვანი საკითხი წყდება ჩვენთვის. ეს ღირსება არ გააჩნია, თან თვალთმაქცური ყალბი განცხადებები, ვითომდა მონდომებულია რომ საქართველომ სტატუსი მიიღოს“, – აცხადებს ვოლსკი.

ამასთან, ვოლსკი ოკუპანტების მხრიდან თამაზ გინტურის მკვლელობაზე საუბრისას წინა ხელისუფლების პასუხისმგებლობას ახსენებს. მისი თქმით, თამაზ გინტურის მკვლელობა “დანაშაულის შედეგია, რომელიც ჩაიდინა ბელადმა [მიხეილ სააკაშვილმა]”.

“დღეს ამ ადამიანის [თამაზ გინტურის] მკვლელობა არის დანაშაულის შედეგი, რომელიც ჩაიდინა თქვენმა ბელადმა. სწორედ ეგ არის დანაშაული, რომ რუსეთს მიეცი საშუალება ოკუპაციის, რუსეთს გაუვლე საოკუპაციო ხაზი, ადამიანები დატოვე იმ ზონაში, სადაც იცოდი, რომ დახოცავდნენ და დაახოცინე ადამიანები, აი ეს არის სწორედ დანაშაული“, – აცხადებს გია ვოლსკი.

„ფორმულანიუსი“

თეგები: გია ვოლსკი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!
ახალი ამბები

,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!

21:15 11-25-2025
როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025
ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025

ბიზნესი

ნანატრი დღეები გორგიაში გრძელდება
ახალი ამბები

ნანატრი დღეები გორგიაში გრძელდება

08:00 11-28-2025
ახალი გვერდი თიბისის მობაილბანკში – გადარიცხვების ახალი გამოცდილება
ახალი ამბები

ახალი გვერდი თიბისის მობაილბანკში – გადარიცხვების ახალი გამოცდილება

18:18 11-27-2025
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით „თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი“ გაიმართება
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით „თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი“ გაიმართება

17:36 11-27-2025
5 რჩევა, რომელიც ავეჯის დაუზიანებლად გადატანაში დაგეხმარება
ახალი ამბები

5 რჩევა, რომელიც ავეჯის დაუზიანებლად გადატანაში დაგეხმარება

17:15 11-27-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved