• რეკლამა
  • კონტაქტი
05:38, შაბათი, 26 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„რაღა ეს ხალხი გამოეპარათ? თან ყველა? ეს აბსურდია, დაუჯერებელია“ – დავით ჭიჭინაძე

ალია ავტორი - ალია
19:24 04-25-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
5,141

ლევან ჯავახიშვილი

„ალიას“ ესაუბრება პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ ლიდერი, დავით ჭიჭინაძე.

– დავით კეზერაშვილის ქოლ–ცენტრებზე მინდა გკითხოთ. 2–3 თვის წინ, ყველა ტელევიზიამ რამდენიმე სიუჟეტი მოუძღვნა ამ თემას,  ოპოზიციურმა არხებმაც კი, მაგრამ ხელისუფლება, სამართლდამცვები არ განძრეულან. „ბიბისი“–მ  სიუჟეტი რომ გააკეთა კეზერაშვილსა და მის ქოლ–ცენტებზე, გერმანიის საგამოძიებო სტრუქტურამ როცა დაიწყო ევროპის ქვეყნების მოქალაქეების ძარცვის  ამბის გამოძიება,  ჯამში 1  მილიარდ დოლარზე მეტის, ხელისუფლება მერე აყვირდა და ახლა კეზერაშვილის ექსტრადიციას მოითხოვენ საქართველოში ჩადენილი სხვა დანაშაულებებისთვის. „ბიბისი“–ის სიუჟეტამდე ხმა რატომ არ ამოიღეს? ეს რა მიდგომა და პრინციპია?

– მანდ არანაირი პრინციპი არ ჩანს, ყველასთან და ყველაფერთან დაკავშირებით მიკერძოებული  მიდგომებია. ოპოზიციაც და ხელისუფლებაც საკუთარი სარგებლიდან გამომდინარე საუბრობენ. სხვას რას იფიქრებ, კეზერაშვილს „კრიშავდნენ“, ამ ბინძურ საქმეში ხელისუფლების წარმომადგენლებიც არიან გარეულნი და ვიდრე „ბიბისი“–მ არ გააშუქა ეს საქმე, ვიდრე გერმანელებმა გამოძიება არ დაიწყეს, მანამდე ჩუმად იყვნენ. თუ იცოდნენ და ჩუმად იყვნენ, ლოგიკურად, ფულსაც იღებდნენ ამ საქმიდან.  კეზერაშვილის ქოლ–ცენტრების ამბავი ყველამ იცოდა, ყველფერი კარგად იცოდნენ, მაგრამ  არ უნდოდათ ამ საქმის გამოძიება. გამოძიება რომ დაეწყოთ, იმ ქოლ–ცენტერებში მომუშვე ხალხის კვალზე იოლად გავიდოდნენ და კეზერაშვილს და მის ამფსონებს იოლად მიადგებოდნენ, რადგან მათგან ბევრი გარიგებაზე წავიდოდა, ქოლ–ცენტრების უკან ვინც დგას, იმათ ვინაობასაც დაასახელებდნენ და მთელ სქემასაც, როგორ პარავდნენ ფულს ევროპელებს.  მაგის გარდა, ერთი კომპიუტერიდან, დღეში  ასეულობით სატელეფონო ზარი  რომ ხორციელდება ევროპის ქვეყნებში, ე.ი. რაღაც ვერ არის საქმე. რა ვიცი, სუს–ი ყველას კომპიუტერში და ტელეფონში დაძვრება, ჩხრეკს,  უსმენს  და უამრავი ადამიანი არის ჩარული ამ საქმეში და რაღა ეს ხალხი გამოეპარათ? თან ყველა? ეს აბსურდია, დაუჯერებელია. ამ სკანდალისა და  საერთაშორისო სირცხვილის თავიდან აცილება შეიძლებოდა, მაგრამ ეს  არ გააკეთეს.

– თან, გერმანელი გამომძიებლები აცხადებენ, რომ საქართველოს 13 000 მოქალაქეა ჩართული მხოლოდ კეზერაშვილების ქოლ–ცენტერების საქმეში. 13 000 ადამიანი ერთობლივ დანაშაულს სჩადის და შსს–მ, სუს–მა  და პროკურატურამ არაფერი იცოდა? ინფორმატორები არ ჰყავთ?

– რა ვერ გაიგეს? იცოდნენ ყველაფერი, მაგრამ  არ უნდოდათ და არ გამოიძიეს. გარშემო მიიხედ–მოიხედე და ყველაფერს დაინახავ, გაიკითხე და ყველა მოგიყვება ყველაფერს. ქართულმა ტელევიზიებმა ხალხის გაქურდვის სქემაც დადეს, ამ საქმეში  კეზერაშვილის პარტნიორებიც დაასახელეს, ისინი, ვინც მაშინ საქართველოში იყო და არც ერთი მათგანი არ დაუკითხავთ. სამწუხროდ, ძალიან დიდი რეპუტაციული ზიანი მიიღო სახელმწიფომ. ჩვენ „ბიბისიმ“ ძალიან არასასიამოვნო კუთხით წარმოგვაჩინა. როცა ესეთ მასშტაბურ თაღლითობასთან გვქვს საქმე,  ქვეყნისთვის ასეთ რეპუტაციულ ზიანთან, კეზერაშვილიც უნდა დაისაჯოს და ხელისუფლების ის წარმომადგენლებიც, ვინც მას „კრიშავნენ“. ხელისუფლების მფრველობის გარეშე ამას ვერ გაბედავდნენ, ხელისუფლება და ყველა ძალოვანი უწყება ჩართულია ამ საქმეში და სასწრაფოდ უნდა დაიწყოს გამოძიება. რას გამოიძიებენ, ეს სხვა საქმეა, მაგრამ გამოძიება აუცილებლად უნდა დაიწყოს.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„რასაც ივანიშვილი ახლა აკეთებს, ამ ლოგიკით ხდება… ბიძინას სხვა გათვლა აქვს“ – ბაბუნაშვილი
ახალი ამბები

„ბიძინა თურმე ამბობდა – ვინ უნდა შემცვალოს, ვინ? ვის აქვს ჩემდენი ფული?… არადა, 60 მილიარდ ევროზე იყო ლაპარაკი… ამიტომ ბიძინამ ჩემთან დაკავშირებით ნევროზი აიკიდა და განადგურება გადაწყვიტა“

20:20 07-16-2025
“ამას “ალიას” ჩავუგდებ”; “ივანიშვილის დაპირებებზე გაგახსენდათ ბო@ი?” – თენგიზ შარმანაშვილი და ბერდია კალანდია
ახალი ამბები

“ამას “ალიას” ჩავუგდებ”; “ივანიშვილის დაპირებებზე გაგახსენდათ ბო@ი?” – თენგიზ შარმანაშვილი და ბერდია კალანდია

14:37 07-09-2025
რა ახალ სკანდალში ეხვევა მოსამართლე ციცინო მოსიძე და რომელი ორი საქმით “გაითქვა სახელი”? – დაიწყებს შსს გამოძიებას?
ახალი ამბები

რა ახალ სკანდალში ეხვევა მოსამართლე ციცინო მოსიძე და რომელი ორი საქმით “გაითქვა სახელი”? – დაიწყებს შსს გამოძიებას?

23:03 07-08-2025
პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა:  სავალუტო შემოდინებები გაიზარდა, კვლავ ევროკავშირის წამყვანი წილით
ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა: სავალუტო შემოდინებები გაიზარდა, კვლავ ევროკავშირის წამყვანი წილით

16:10 07-25-2025
ლიტერატურული პრემია „საბას“ 2025 წლის ფინალისტები ცნობილია – თიბისი
ახალი ამბები

ლიტერატურული პრემია „საბას“ 2025 წლის ფინალისტები ცნობილია – თიბისი

14:14 07-25-2025
Cashback-ის ყველაზე ცხელი აქცია ლიბერთის მომხმარებლებისთვის
ახალი ამბები

Cashback-ის ყველაზე ცხელი აქცია ლიბერთის მომხმარებლებისთვის

14:57 07-24-2025
AI-ს საერთაშორისო დღის აღსანიშნავად თიბისიმ განსხვავებული კონცეფციის AI Meet-up ჩაატარა
ახალი ამბები

AI-ს საერთაშორისო დღის აღსანიშნავად თიბისიმ განსხვავებული კონცეფციის AI Meet-up ჩაატარა

14:15 07-24-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved