• რეკლამა
  • კონტაქტი
23:30, ხუთშაბათი, 15 იანვარი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„რადიო “თავისუფლება”, ჯერ იქნებ თავად გათავისუფლდეთ, ან სახელი გადაირქვათ?!” – ამირან სალუქვაძე

ალია ავტორი - ალია
11:58 09-30-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
37

„რადიო “თავისუფლება”, ჯერ იქნებ თავად გათავისუფლდეთ, ან სახელი გადაირქვათ?! – ასე მიმართავს ანალიტიკოსი ამირან სალუქვაძე „რადიო თვისუფლების“ კოლექტივს.
ანალიტიკოსის პროტესტი გამოცემის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულმა ინფორმაციამ გამოიწვია, რომლის მიხედვითაც, ევროკავშირის ქვეყნები საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის გაუქმებას განიხილავენ.

„რადიო “თავისუფლება”, ჯერ იქნებ თავად გათავისუფლდეთ, ან სახელი გადაირქვათ?!
მეორე, პარტიულ თუ აქაური ტოქსიკური ტელევიზიების ფილიალად იქეცით?
მესამე, გერმანიის პრეზიდენტის შტაინმაიერის განცხადება არ ჭრის?
მეოთხე, იქნებ წაშალოთ ყველგან ეს სიცრუე, მოიხადოთ ბოდიში და იმდენჯერ განათავსოთ უარყოფა, რამდენიც საჭირო იქნება ცრუ ინფორმაციის გადაფარვა?

სადაც თქვენი პროექტი “ეხო კავკაზა” საქართველოს სუვერენიტეტს არ სცნობს, ასეთები აღარ მიკვირს. პატრონი აღარ გყავთ პრაღაში? მწყინს, თქვენს რიგებში მეგობრებიც მყავს და გამოცემას დიდ პატივს გცემდით,“ – წერს ამირან სალუქვაძე.

ცნობისათვის, ინფორმაცია ევროკავშირის მიერ  საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის გაუქმების განხილვის შესახებ მედია საშუალებებმა გუშინ გაავრცელეს.
მოგვიანებით, გაირკვა, რომ ინფორმაცია სინამდვილეს არ შეესაბამებოდა.
„მინდა, დავამშვიდო, დავაწყნარო ყველა და ასევე იმედი გავუცრუო იმ ადამიანებს, რომლებმაც ეს ამბავი  აიტაცეს…მინდა, მათ იმედები გავუცრუო და ვუთხრა, რომ ეს არის ძალიან დიდი ტყუილი,”- განცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკანიანმა.
ინფორმაციას ყალბი უწოდა გერმანიის პრეზიდენტმა  ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმაც.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

ვალუტის გაცვლის დროს დაშვებული ხშირი შეცდომები და მათი არიდების გზები
ახალი ამბები

ვალუტის გაცვლის დროს დაშვებული ხშირი შეცდომები და მათი არიდების გზები

22:21 01-15-2026
საქართველოს თასის გათამაშება მესტიის ეტაპით დაიწყება
ახალი ამბები

საქართველოს თასის გათამაშება მესტიის ეტაპით დაიწყება

13:24 01-15-2026
კრიპტოს გამოყენება ყოველდღიურ ცხოვრებაში: გადახდები, გადარიცხვები და ციფრული აქტივები
ახალი ამბები

კრიპტოს გამოყენება ყოველდღიურ ცხოვრებაში: გადახდები, გადარიცხვები და ციფრული აქტივები

14:32 01-14-2026
ახალი პორტალი საზღვაო კურორტების უძრავი ქონების ძებნისთვის
ახალი ამბები

ახალი პორტალი საზღვაო კურორტების უძრავი ქონების ძებნისთვის

13:49 01-14-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved