• რეკლამა
  • კონტაქტი
21:26, შაბათი, 24 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რადიკალური ძალები, მარცხისთვის არიან განწირულები – კახა კალაძე

ალია ავტორი - ალია
10:59 10-26-2024
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
113

დღევანდელ ვითარებაში ყველაზე მნიშვნელოვანია მშვიდობის შენარჩუნება. მშვიდობის გარეშე არაფერს აქვს ფასი. მინდა მოვუწოდო ყველას, გააფერადეთ 41! – ამის შესახებ ჟურნალისტებს თბილისის მერმა, კახა კალაძემ საკუთარი არჩევანის დაფიქსირების შემდეგ განუცხადა.

როგორც მან აღნიშნა, დღეს ამ ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს ექნება შესაძლებლობა მშვიდ ვითარებაში გააკეთოს საკუთარი არჩევანი.

„დღევანდელ ვითარებაში ყველაზე მნიშვნელოვანი ეს არის მშვიდობის შენარჩუნება. მშვიდობის გარეშე არაფერს აქვს ფასი. დღეს ჩვენს ქვეყანას, გრძელვადიან პერსპექტივაში, ისე როგორც არასდროს, სჭირდება მშვიდობა, სიმშვიდის შენარჩუნება, რასაც მოაქვს, რა თქმა უნდა, ეკონომიკური განვითარება, წინსვლა, აღმშენებლობა. ერთადერთი პოლიტიკური ძალა ქვეყანაში ეს არის „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“, ვისაც მშვიდობის შენარჩუნება შეუძლია. დღეს არჩევანის გაკეთება ძალიან მარტივია. ერთ მხარეს დგას ძალები, რომლებიც პირდაპირ მოგვიწოდებენ ომში ჩართვისკენ, ეს არის ძალები, რომლებიც მზად არიან იკადრონ ყველანაირი ბოროტება, სიბინძურე ქვეყნის და ხალხის წინააღმდეგ. არაერთხელ გვინახავს მათი ქმედებები, როცა ისინი ხელისუფლებაში იყვნენ. დღეს შეიძლება სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიებად არიან წარმოდგენილები, იმისთვის, რომ საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ, თუმცა ნახეთ თითოეული მათგანის წარსული, ვინ არიან ეს ადამიანები, რას წარმოადგენდნენ და შესაბამისად საზოგადოებას არ გაუჭირდება სწორი არჩევანის გაკეთება. მინდა კიდევ ერთხელ მოვუწოდო ყველას, გააფერადეთ 41, იმისთვის, რომ ქვეყანაში იყოს მშვიდობა, მოხდეს ეკონომიკური განვითარება და კეთილდღეობა იგრძნოს ამ ქვეყნის თითოეულმა მოქალაქემ.

დღეს მაქსიმალურად შეეცდებიან, რომ უბნებზე გამოგონილი თემებით დაძაბონ სიტუაცია. ჩვენ ამისთვის მზად ვართ. ძალიან ბევრი დამკვირვებელია და არავის მივცემთ შესაძლებლობას მოხდეს უბნების არევა. ამ ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს ექნება შესაძლებლობა, მშვიდ ვითარებაში გააკეთოს საკუთარი არჩევანი. ესენი არიან რადიკალური ძალები, რომლებიც მარცხისთვის არიან განწირულები. იციან, რომ მათ არანაირი შანსი არ აქვთ და ამ პატარა წვრილმანი ხულიგნობით ეცდებიან, რომ რაღაც სურათი შექმნან. წინა დღეების განმავლობაში, პირადობებზე ჰქონდათ აქცენტი გაკეთებული და გამოიკვეთა, რომ იყო ტყუილი, სიცრუე და ჩვეულებრივი სპეკულაციები და ამ ტიპის ქმედებებით ეცდებიან დღის ბოლომდე გაიტანონ თავი“, – განაცხადა კახა კალაძემ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

თიბისი AgileXchange Georgia 2026-ის მთავარი მხარდამჭერია
ახალი ამბები

თიბისი AgileXchange Georgia 2026-ის მთავარი მხარდამჭერია

14:06 10-23-2026
ტექ ჯილდო ლოს-ანჯელესიდან – თიბისი Kong Innovator Awards 2026-ის გამარჯვებულია
ახალი ამბები

ტექ ჯილდო ლოს-ანჯელესიდან – თიბისი Kong Innovator Awards 2026-ის გამარჯვებულია

13:48 10-23-2026
სილქფესტი ულიმიტო კომბინაციებს და დიდი მოცულობის პაკეტებს სპეციალურ ფასად თავაზობს მომხმარებლებს
ახალი ამბები

სილქფესტი ულიმიტო კომბინაციებს და დიდი მოცულობის პაკეტებს სპეციალურ ფასად თავაზობს მომხმარებლებს

13:10 10-23-2026
თიბისი კონცეპტის მომხმარებლებს პრაიმ ანაბარის გახსნა უკვე მობაილბანკიდან შეგიძლიათ
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის მომხმარებლებს პრაიმ ანაბარის გახსნა უკვე მობაილბანკიდან შეგიძლიათ

15:29 10-22-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved