• რეკლამა
  • კონტაქტი
22:02, ხუთშაბათი, 11 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„რადგან საქართველოს მოქალაქეების უდიდეს უმრავლესობას არ აქვს უცხოური შემოსავალი, შესაბამისად, ფიქრობს, რომ ეს კანონი მას არ ეხება“ – ია ანთაძე

ალია ავტორი - ალია
22:34 02-27-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
32,885

ჟურნალისტი ია ანთაძე:

„ჩვენი საზოგადოების არაერთ წევრს საკუთარი აზრი აქვს ჯერ არმიღებულ კანონზე „უცხოეთის გავლენის აგენტების შესახებ“ და, საბედნიეროდ, ბევრი მათგანი ამ აზრს საჯაროდ გამოთქვამს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან საქართველოს მოქალაქეების უდიდეს უმრავლესობას არ აქვს უცხოური შემოსავალი, შესაბამისად, ფიქრობს, რომ ეს კანონი მას არ ეხება და არც იცის, ვისი მხარდაჭერა უფრო სამართლიანია – კანონის შემომტანების, თუ ამ კანონით აღშფოთებული ადამიანების.
მეც ჩემს აზრს გეტყვით. კანონის ძირითადი მიზანი ვერ იქნება ორგანიზაციების შემოსავლების გაკონტროლება. წინასწარვე ცნობილია, რომ ჩვენთან არასამთავრობო ორგანიზაციები სრულად უცხოური გრანტებით არსებობენ – აქ საკვლევი არაფერია.
თავიდანვე ვიტყვი, რომ საზოგადოების სწორედ ეს ნაწილი – რომლის საქმიანობა უცხოეთიდან ფინანსდება და ჩვენს ხელისუფლებაზე ფინანსურად დამოკიდებული არ არის – ბევრად თავისუფალია საკუთარი აზრის გამოთქმაში, კრიტიკაში, ოპონირებაში, ვიდრე საზოგადოების მეორე ნაწილი, რომელიც ხელფასს საქართველოს სახელმწიფოსგან იღებს. ამიტომ, სწორედ ამ სოციალურად თავისუფალ ადამიანებს კანონი გააფორმებს, როგორც უცხო ქვეყნის გავლენის აგენტებს – ანუ გააძევებს, გარიყავს საზოგადოებისგან. მოსახლეობა გაიხლიჩება „აგენტებად“ და „არააგენტებად“; „აგენტები“ იქნებიან სხვა ქვეყნის ინტერესების გამტარები ჩვენს საერთო სამშობლოში და, ესე იგი, უცხოები, საშიშები და, რაც მთავარია, მატყუარები. მათი დაჯერება და ნდობა არ შეიძლება, რადგან, კანონის მიხედვით, ისინი სხვა ქვეყნის ინტერესებს ემსახურებიან.
ასე რომ, კანონის მთავარი მიზანი მოსახლეობის ფინანსურად ყველაზე დამოუკიდებელი ნაწილის საზოგადოებიდან განდევნა და მათ მიმართ ნდობის ნულამდე დაყვანაა. შესაბამისად, „აგენტების“ მხრიდან ხელისუფლების კრიტიკაც არასდროს გაზიარებული აღარ იქნება მოსახლეობის უმრავლესობის მიერ.
შემდეგი შედეგი შეიძლება ის იყოს, რომ „აგენტების“ ნაწილს ნერვებმა უმტყუნოს და ქვეყანა დატოვოს. მით უმეტეს, რომ მათი უნარები და ცოდნა სხვა ქვეყნებში დამკვიდრებისთვის, დიდწილად, საკმარისია. ესე იგი, შეიძლება, წლების შემდეგ მივიღოთ კრიტიკისგან სრულიად დაცლილი ქვეყანა და მოსახლეობა, რომელიც მუდმივად ერთსა და იმავე გუნდს ირჩევს ხელისუფლების ყველა შტოში.
ამიტომ ვფიქრობ, რომ ეს კანონი ეხება ყველას, ვინც ამ ქვეყანაში ცხოვრობს და ვისაც ამ ქვეყანაში ცხოვრება უნდა. უცხოელები გიჟდებიან საქართველოზე და წესით, ჩვენც უნდა გვიყვარდეს. უნდა გვიყვარდეს კი არა, ნამდვილად გვიყვარს. ათვლის ამ წერტილიდან ყველა ზუსტად დაინახავს, რას და რატომ უნდა დაუჭიროს მხარი.“
თეგები: ია ანთაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

Global Tech Weekend Tbilisi 2026 – ყველაზე მასშტაბური ტექნოლოგიური ღონისძიება ბრუნდება – თიბისი
ახალი ამბები

Global Tech Weekend Tbilisi 2026 – ყველაზე მასშტაბური ტექნოლოგიური ღონისძიება ბრუნდება – თიბისი

13:15 06-11-2026
სანტექნიკოსი გამოძახებით
ახალი ამბები

როგორ ამოვიცნოთ გაჭედილი ცენტრალური მილი და წყლის ფარული გაჟონვა? – 9 ნიშანი, რომ გჭირდება სანტექნიკოსი გამოძახებით

20:19 06-10-2026
ბინის დაქირავება
ახალი ამბები

5 ყველაზე გავრცელებული შეცდომა ბინის დაქირავების დროს

19:15 06-10-2026
თიბისის მხარდაჭერით, საცხოვრებელი კომპლექსი „აპექს ჰოლბრუკი“ შენდება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, საცხოვრებელი კომპლექსი „აპექს ჰოლბრუკი“ შენდება

14:30 06-10-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved