“დღეს მეც უკრაინელი ვარ” – “მიშას სექტორი” აქციისთვის ემზადება. ახალგაზრდები დღეს უკრაინის საელჩოსთან მეგობარი ქვეყნის მხარდასაჭერად შეიკრიბებიან.
შეკრების მიზანი – საქართველოს მოქალაქეების მყარი პოზიციის კიდევ ერთხელ დაფიქსირებაა – ქართველი ხალხი არ არის საქართველოს ხელისუფლება და ჩვენი ქვეყანა უკრაინის გვერდით დგას.
“უკრაინის ომი საქართველოს ომიცაა, რადგან მტერი ერთი გვყავს! უკრაინის თავისუფლება არის საქართველოს და მიხეილ სააკაშვილის თავისუფლება!”, – წერენ აქციის ორგანიზატორები.
აქცია 12 საათზე იგეგმება.
კომენტარები