• რეკლამა
  • კონტაქტი
06:16, ხუთშაბათი, 18 დეკემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“რადგან ‘კაპეზეზე’ ახვედრებენ აღდგომას ეს მართლა უსისხლო ნაბი@ვრები, ამ სურვილს მაინც შევუსრულებ” – ჯაფარიძე

ალია ავტორი - ალია
18:14 04-18-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
2,260

პოლიტიკოსი, ზურაბ ჯაფარიძე:

გელამ მთხოვდა დამეწერა რატომ არის მნიშვნელოვანი რუსთაველზე ყოველსაღამოური პროტესტის შენარჩუნება, კაი ხანია

მე ვიკიდებდი, რადგან, შეიძლება შეცდომით მაგრამ, მაინც მაქვს განცდა რომ ვისაც ეს არ ესმის ან ესმის მაგრამ ვერ ახერხებს, დამატებით ახსნასაც დიდი აზრი არ აქვს

რადგან გელა ხასაია ჩასვეს 12 დღით და გალიდან რუსებს გამოქცეულ ადამიანს, რომელსაც არაფერი დაუშავებია, ‘კაპეზეზე’ ახვედრებენ აღდგომას ეს მართლა უსისხლო ნაბი@ვრები, ამ სურვილს მაინც შევუსრულებ

რუსთაველის პროტესტზე დგას დღეს ყველაფერი

ის რომ ჩვენ არ ვაღიარებთ 26 ოქტომბრის არჩევნების ცესკოს მიერ დაწერილ შედეგებს – გარედან ეს ჩანს მხოლოდ რუსთაველზე პროტესტში

ის რომ ჩვენ ვითხოვთ ახალ არჩევნებს – ეს ჩანს მხოლოდ რუსთაველზე პროტესტში

ის რომ ჩვენ ვერ შეგვაშინა ადამიანების წამებამ, დაპატიმრებამ, ცილისწამებამ, უსამართლობამ, ფორმიანი თუ უფორმო ტიტუშკების თარეშმა – ეს ჩანს მხოლოდ რუსთაველზე პროტესტში

ის რომ ახალ-ახალი რეპრესიული ‘კანონები’, რომლებსაც ‘იღებს’ რეჟიმი ვერ ტეხს წინააღმდეგობის სულისკვეთებას – ეს ჩანს მხოლოდ რუსთაველზე პროტესტში

ის რომ ჩვენ ისევ ვიბრძვით იმისათვის რომ საქართველო გახდეს დასავლური სტრუქტურების თანასწორი წევრი, თანმდევი უსაფრთხოებითა და კეთილდღეობის დონით – ეს ჩანს რუსთაველზე პროტესტში

ის რომ 12 წლიანმა რუსულმა ჰიბრიდულმა ომმა ვერ გაგვტეხა, ვერ შეგვაყვარა ოკუპანტი, ვერ აგვირია თავგზა და ისევ გვესმის სადაა სიკეთე და სად ბოროტება – ეს ჩანს რუსთაველზე პროტესტში

ის რომ მომავალთან მიმართებაში ასეთ სრულ გაურკვევლობაშიც კი, არჩევნებიდან 6 თვის შემდეგ, ვერავინ ბედავს ღიად ტრაკის თამაშს და რუსული რეჟიმისთვის ლეგიტიმაციის მიცემას – არის რუსთაველზე პროტესტის დამსახურება

ის რომ გარედან არ მოდის რეჟიმის აღიარებების კასკადი და ივანიშვილის შნირებს უწევთ აქეთ-იქეთ წოწიალი, ოღონდ ვინმემ სადმე ხელი ჩამოართვას – არის რუსთაველზე პროტესტის დამსახურება

ის რომ სანქციები არათუ არ წყდება, არამედ სულ უფრო მეტი ქვეყანა ერთვება ამ პროცესში – არის რუსთაველზე პროტესტის დამსახურება

ის რომ ზოგადად პროტესტი არ ჩაკვდა, რასაც ძალიან სწრაფი ტემპით მოჰყვება სამოქალაქო სექტორის, კრიტიკული მედიის, ოპოზიციური პოლიტიკური ძალების განეიტრალება, გაცილებით მეტი ძალადობა და გაცილებით მეტი დაკავებები – არის რუსთაველზე პროტესტის დამსახურება

ამიტომ ვფიქრობ რომ ყველაფერი დგას იმ ხალხზე ვინც საღამოობით დგას რუსთაველზე

არ არის აუცილებელი ყოველდღე იქ ყოფნა

მაგრამ თუ ეს ყველაფერი გესმის, საკუთარ რაღაცნაირ გრაფიკს შეადგენ

ეს თუ მოახერხა ასობით ადამიანმა, მოახერხებს ათასიც და ათობით ათასიც

დეკემბრის დასაწყისში, დილის 6-სკენ რომ იწყებდნენ ხოლმე დარბევას და მსვლელობით გავდიოდით რუსთაველიდან, ათასობით ვყვიროდით – ბოლომდე!

ეს ‘ბოლომდე!’ იყო ყველანაირი დათქმების გარეშე (ასე თუ მოხდება, ისე თუ მოხდება)

ჰოდა, ჯერ არ გავსულვართ ბოლოში

ბოლომდე!

 

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

საქართველოს ტურიზმი: რომელი რეგიონები ხდება უფრო პოპულარული?
ახალი ამბები

საქართველოს ტურიზმი: რომელი რეგიონები ხდება უფრო პოპულარული?

20:51 12-17-2025
იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
აიხდინე საახალწლო სურვილები, მიიღე ყველაზე მაღალი შეფასება ოქროზე ექსპრეს ლომბარდში!
ახალი ამბები

აიხდინე საახალწლო სურვილები, მიიღე ყველაზე მაღალი შეფასება ოქროზე ექსპრეს ლომბარდში!

19:26 12-17-2025
გამკაცრდება თუ არა რეგულაციები მეორად საბურავებთან დაკავშირებით?!
ახალი ამბები

გამკაცრდება თუ არა რეგულაციები მეორად საბურავებთან დაკავშირებით?!

17:02 12-17-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved