• რეკლამა
  • კონტაქტი
07:52, პარასკევი, 13 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,, რა ვქნათ, იმის შიშით, რომ საინფორმაციო საკანალიზაციო ქსელი “იმედი” ამ სიტყვებს ბანერზე გამოიტანს, არა ვთქვათ?” – რომან გოცირიძე

ალია ავტორი - ალია
19:53 01-26-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,479

ყოფილი პარლამენტარი, ეკონომისტი რომან გოცირიძე:

,,ქვეყანაში ოქტომბრის ბოლოს რუსეთიდან შემოვიდა ასი ათას ტონაზე მეტი ნედლი ნავთობი ყულევის მშენებარე ნავთობქარხანაში, ნოემბერ-დეკრმბერში გავიდა როგორც მზა ნაწარმი. საერთაშორისო სკანდალია. საქართველოს ნავთობის გადამუშავება არ შეუძლია, არა გვაქვს ნავთოგადამამუშავებელი ქარხანა. ამ უკანონო ოპერაციისაგან არავინ იგებს, გარდა რუსეთთან მჭიდროდ დაკავშირებული ამ მშენებარე ქარხნის მეპატრონეებისა, რომელსაც მთავრობა მფარველობს.

დღეს კობახიძე იძახდა, პირნათლად ვასრულებთ სანქციებსო და აგერ, თავად საქსტატმა ამხილა ამ სიყალბეში ორიდე დღის წინ. არცერთი შეკითხვა ამ სკანდალურ ფაქტზე.

წაიყო ტელევიზიები ძახილმა, ამერიკის ვიცე-პრეზიდენტი სომხეთში ჩადის, ჩვენთან არ ჩამოდისო. არა და ის კაცი შესარიგებლად ჩადის, ომი ჯერ არც დამთავრებულა სამართლებრივად. ისეთ რაღაცებში ვედავებით ამ რუსულ ხელისუფლებას, რომელშიაც თავის მართლება ძალიან ადვილია და იქეთ შემოდევებაც.

კრიტიკა, რომელიც არაფრისმომცემია, ქოცების წისქვილზე ასხამს წყალს.

რა ვქნათ, იმის შიშით, რომ საინფორმაციო საკანალიზაციო ქსელი “იმედი” ამ სიტყვებს ბანერზე გამოიტანს, არა ვთქვათ? ოპიზიციაშიც ახალი სიფრთხილის მოდა მკვიდრდება, ე მან იმედმა არ დაგვქარდოს. დააკომპლექსა ამ “იმედმა” ხალხი. თუ ისინი გვქარდავენ, ჩვენც კონტრდავქარდოთ. სოციალური ქსელების ეპოქაში ამაზე მარტივი რა არის. აქაც ქაოტურობაა. სოციალური აქტიურობა ყოველთვის არ ნიშნავს ეფექტიანობას, ზოგჯერ პირიქითაც.

მოკლედ, ის რაც უნდა იყოს დღეს მთავარი თემა, “ფორმულას” და “ტვ პირველის” თითო სიუჟეტით ამოიწურა. მთავრობას, საქსტატს, ყულევის ქარხანას პასუხიც კი არ გაუცია. გავიყურსოთ და თემაც დაიხურება, სხვა თემები წამოიწევს, ასეთია მათი უმარტივესი ტაქტიკა. რამდენი რამ მიეცა მივიწყებას, არა და იმდენი რამ ხდება ლამის ყოველდღიურად, რომ ეს ხელისუფლება ქვეყანას კი არ უნდა მართავდეს, ჯოჯოხეთში უნდა იწვოდეს “როსნეფტის” კუპრით.“

თეგები: რომან გოცირიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

თავბრუსხვევა – რა დაავადებები იწვევს მას და როგორ ხდება დიაგნოსტირება? – ინგა გოგია
ახალი ამბები

თავბრუსხვევა – რა დაავადებები იწვევს მას და როგორ ხდება დიაგნოსტირება? – ინგა გოგია

16:57 03-12-2026
ჩაირთე სილქნეტის დაბადების დღეზე სპეციალური შეთავაზებები ექსკლუზიური პირობით!
ახალი ამბები

ჩაირთე სილქნეტის დაბადების დღეზე სპეციალური შეთავაზებები ექსკლუზიური პირობით!

13:50 03-12-2026
თბილისში საქართველო-იაპონიის ბიზნესფორუმი გაიმართა – თიბისი
ახალი ამბები

თბილისში საქართველო-იაპონიის ბიზნესფორუმი გაიმართა – თიბისი

16:19 03-10-2026
დიზაინის საფუძვლების პროგრამა სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის – თიბისი
ახალი ამბები

დიზაინის საფუძვლების პროგრამა სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის – თიბისი

13:41 03-10-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved