• რეკლამა
  • კონტაქტი
18:25, ორშაბათი, 10 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რა ვიცით რა ედო ადამიანს ფეხსაცმელში -გიული ალასანია

ალია ავტორი - ალია
13:25 07-16-2023
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
214

რა მიზნით ცდილობდა მიხეილ სააკაშვილის ბიოლოგიური ნიმუშის გატანას პოლონელი მედიკოსი კლინიკა “ვივამედიდან” – უცხოელი ექიმების ჯგუფს, ოფიციალური განმარტება ამ დრომდე არ გაუკეთებია.

მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა, თუმცა სააკაშვილის ოჯახის მოწვევით, საქართველოში ჩამოსული სპეციალისტების მისიამ, დამატებითი კითხვები უკვე გააჩინა.

მედიკოსების “ვივამედში” ვიზიტი და ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენები, პოლიტიკური შეფასებების თემაა. ოპოზიციისთვის პოლონელი მედიკოსის ქმედებაში უჩვეულო არაფერია, მმართველი გუნდი კი ფაქტის მიღმა დანაშაულებრივ ნიშნებს ხედავს.

როგორც მიხეილ სააკაშვილის დედა, გიული ალასანია აცხადებს, მისთვის სკანდალის შინაარსი გაუგებარია და არ იცის, რის გატანას ცდილობდა უცხოელი ექიმი კლინიკიდან.

“ვიცი რომ იყვნენ, ვიცი რომ რაღაც სკანდალი მოხდა, რა სკანდალი იყო იმის შინაარსი მე ვერ გავიგე. რა ვიცით, რომ გაჰქონდა და რა ვიცით, რომ თან არ ჰქონდა შემოტანილი. რა ვიცით რა ედო ადამიანს ფეხსაცმელში “, – განაცხადა გიული ალასანიამ.

“ნაციონალური მოძრაობის” წევრის ანა წითლიძის განმარტებით, ეს ექიმებისა და ოჯახის წევრების კომპეტენციაა და მათი მხრიდან სხვა შეფასების გაკეთება არ იქნება სწორი.

“ეს მთლიანად ექიმების და პროფესიონალების კომპეტენციაა, მათ თავიანთი ახსნა ექნებათ ამ საკითხთან დაკავშირებით და მე როგორც ვიცი, აქვთ. ეს მთლიანად არის ასევე ოჯახის კომპეტენცია. სხვა შეფასება ჩვენი მხრიდან ამ საკითხთან დაკავშირებით არ იქნება სწორი”, – განაცხადა ანა წითლიძემ.

”სტრატეგია აღმაშენებლის” გენერალური მდივნის პაატა მანჯგალაძის განცხადებით, აუცილებლად უნდა დაისვას კითხვა თუ რისთვის სჭირდებოდა ექიმს ანალიზის ნიმუშის გატანა.

“ამ ადამიანს ჯიბითაც შეეძლო იმის გატანა, ფეხითაც შეეძლო, ყუთითაც შეეძლო და ჯერ რატომ მიჰქონდა იმას ვერ გავიგე. არაფრის გამართლებას არ ვაპირებ. აი ვთქვათ და ბოროტები არიან, მაგრამ რისთვის უნდოდა ხომ უნდა დავსვათ კითხვა, ვინმემ თქვა, რომ დანაშაულია, ვინმემ თქვა, რომ რაიმე შეუფერებელი ქმედება იყოო? არავის არაფერი არ უთქვამს და არის ერთი ამბავი ატეხილი”, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

ცნობისთვის, პენიტენციურმა სამსახურმა გაავრცელა ვიდეოკადრები, სადაც ასახულია, რომ ერთ-ერთმა პოლონელმა ექიმმა, მსჯავრდადებულ მიხეილ სააკაშვილისგან აღებული ნიმუში გადაახვია ქაღალდში და ცდილობდა “ვივამედიდან” მის მალულად გატანას, ფეხსაცმლის მეშვეობით.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025

ბიზნესი

მოემზადე თიბისი განაწილების მორიგი წყვილი თარიღისთვის
ახალი ამბები

მოემზადე თიბისი განაწილების მორიგი წყვილი თარიღისთვის

14:30 11-10-2025
ორიგინალური წვეულება – როგორ ვიქირავოთ მანქანა დღესასწაულისთვის?
ახალი ამბები

ორიგინალური წვეულება – როგორ ვიქირავოთ მანქანა დღესასწაულისთვის?

20:52 11-07-2025
4 მითი გერმანული ენის გრამატიკაზე – რა ნიშნით შეგიძლია გამოიცნო პროფესიონალი?
ახალი ამბები

4 მითი გერმანული ენის გრამატიკაზე – რა ნიშნით შეგიძლია გამოიცნო პროფესიონალი?

18:15 11-07-2025
ბორჯღალოსნები ნოემბრის ტესტებს იწყებენ – ერთად გავიმარჯვებთ – თიბისისთან ერთად
ახალი ამბები

ბორჯღალოსნები ნოემბრის ტესტებს იწყებენ – ერთად გავიმარჯვებთ – თიბისისთან ერთად

18:15 11-07-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved