• რეკლამა
  • კონტაქტი
22:57, ხუთშაბათი, 13 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რა ვიცით ამ დროისთვის დაკარგულ წყალქვეშა ნავზე – დეტალები

ალია ავტორი - ალია
16:54 06-22-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
630

CNN-ის ცნობით, „ტიტანიკის“ დასათვალიერებლად ჩასულ წყალქვეშა ნავზე –  TITAN, რომელიც დაიკარგა, ჟანგბადის რაოდენობა კრიტიკულად მცირეა, რადგან „ტიტანიკის“ შესასწავლად ექსპედიციას ნავი დაახლოებით 96 საათისთვის სამყოფი ჟანგბადით იწყებს.

წყალქვეშა აპარატი, რომელსაც Ocean Gate-ის ექსპედიცია მართავს, 18 ივლისს, კვირა დილას დაიძრა. გემთან  კონტაქტი ექსპედიციის დაწყებიდან 1 საათსა და 45 წუთში დაკარგა.

უცნობია რატომ დაკარგა წყალქვეშა ნავმა კონტაქტი ხომალდთან და რამდენად ახლოს იყო ტიტანიკთან“.

წყალქვეშა ნავში 5 ადამიანი იმყოფება. CNN-ის ცნობით, წყალქვეშა ნავში ბრიტანელი ბიზნესმენი ჰამიშ ჰარდინგი, პაკისტანელი მილიარდერი შაჰზადა დავუდი, მისი ვაჟი სულაიმან დავუდი და ფრანგი მყვინთავი პოლ-ჰენრი ნარგეოლე და ექსპედიციის ხელმძღვანელი  Ocean Gate-ის დამფუძნებელი სტოკტონ რაში იმყოფებიან.

სამშაბათს და ოთხშაბათს დილით კანადურმა საჰაერო მოწყობილობებმა სამძებრო სამუშაოების დროს წყლიდან დარტყმის ხმები დააფიქსირეს. აშშ-ს სახმელეთო დაცვის კაპიტნის, ჯეიმი ფრედერიკის განცხადებით, გაურკვეველია, იყო თუ არა ეს ხმები დაკარგული წყალქვეშა ნავიდან.

ოფიციალური ინფორმაციით ბორტზე მყოფ ხუთ ადამიანს საკვებისა და წყლის შეზღუდული რაოდენობა აქვთ. ყოფილმა საზღვაო კაპიტანმა დევიდ მარკეტმა CNN-ს განუცხადა, რომ ამ სიღრმეზე წყალი თითქმის გაყინულია და წყალქვეშა ნავის ნაწილებიც შიგნიდან იყინება. იგი თვლის, რომ ექსპედიციის მონაწილეების ერთმანეთს იქნებიან მიკრულნი, ტემპერატურის შესანარჩუნებლად. თუმცა, მისი აზრით, მთავარი პრობლემა მაინც ჟანგბადია, რომელიც მათ ძალიან ცოტა აქვთ.

საზღვაო ტექნოლოგიების საზოგადოების წარმომადგენელმა, უილ კონენმა CNN-თან თქვა, რომ მსოფლიოში სულ 10 წყალქვეშა ნავია, რომლებსაც 12 000 ფუტის სიღრმეზე ჩასვა შეუძლია და, Ocean Gate-ის გარდა, ყველა მათგანი სერტიფიცირებულია.

CNN-ის ცნობით, Ocean Gate-ს წლების წინაც ჰქონდა უსაფრთხოებასთან დაკავშირებული პრობლემები და უწევდა ექსპედიციების გაუქმება ან გადადება.

ექსპერტ ტიმ მატლინი:

„იქ უკუნეთი სიბნელე და ყინვაა. საკუთარი თვალის წინ საკუთარი ხელიც დანახვაც კი შეუძლებელია. ერთადერთი, რითაც შეგიძლიათ გაიგოთ, სად არიან, ხმის ნავიგაცია. მაგრამ, ყველა რადარი არ მუშაობს.”

უცხოურ მედიაში რამდენიმე ვერსია ვრცელდება, სხვადასხვა პროფესიონალი პირების მიერ, თუ როგორ უნდა იქნას ნავი ამოყვანილი, ერთი ვერსიით, შესაძლოა ის ფსკერზე იყოს გაჭედილი და მისი ამოყვანა ამ შემთხვევაში გართულდება, რადგან ის საკმაოდ მძიმეა ამოსაწევად და არ არსებობს საშუალება, რომელიც წყალქვეშა ნავს მისწვდება და ამოწევს. მეორე ვერსიით, მოტივტივე მოწყობილობა, ე.წ. ასაწევი ტომარა შეიძლება იქნეს გამოყენებული და ამ გზით ამოიყვანონ ნავი, ამ შემთხვევაში, ამ ტიპის ოპერაციას დასჭირდება დისტანციურად ოპერირებული მანქანები. მესამე ვერსიით, დისტანციურად ოპერირებული მანქანებით და კაბელის მიმაგრებით შესაძლებელია ნავის ამოყვანა. თუმცა, ამ მომენტისათვის ნავის ადგილსამყოფელი უცნობია და შესაბამისად, უცნობია ისიც, რა სიღრმეზეა იგი და რა გზებით და საერთოდ მოხერხდება თუ არა მისი ამოყვანა.

 

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025
ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025

ბიზნესი

მოითხოვე უკეთესი კურსი თიბისის მობაილბანკში
ახალი ამბები

მოითხოვე უკეთესი კურსი თიბისის მობაილბანკში

17:06 11-13-2025
თიბისიმ, საქართველოში პირველად, მობაილბანკში ბარათის პინის შეცვლის ფუნქციონალი დანერგა
ახალი ამბები

თიბისიმ, საქართველოში პირველად, მობაილბანკში ბარათის პინის შეცვლის ფუნქციონალი დანერგა

16:30 11-13-2025
ქალი ლიდერები IT სფეროში – გოგუცა გელაშვილი The Info-Tech Awards-ის პრესტიჟული ჯილდოს მფლობელია – თიბისი
ახალი ამბები

ქალი ლიდერები IT სფეროში – გოგუცა გელაშვილი The Info-Tech Awards-ის პრესტიჟული ჯილდოს მფლობელია – თიბისი

14:22 11-13-2025
Vintylator – თიბისი ბიზნესდაჯილდოების გამარჯვებული, მწვანე ინიციატივების ხელშეწყობისთვის
ახალი ამბები

Vintylator – თიბისი ბიზნესდაჯილდოების გამარჯვებული, მწვანე ინიციატივების ხელშეწყობისთვის

11:38 11-12-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved