ყაზახი მსახიობი ფარჰატ აბდრაიმოვი საქართველოში გარდაიცვალა. 55 წლის მსახიობი, წინასწარი მონაცემით, გულის შეტებით გარდაიცვალა.
ყაზახეთის საგარეო უწყების ცნობით, აბდრაიმოვი გარდაიცვალა ღამის 2 საათზე, თბილისში, სასტუმროში. მსახიობი, გადამღებ ჯგუფთან ერთად, საქართველოში 16 მაისიდან იმყოფებოდა.
გუშინ, 20 მაისს მან ფეისბუქსა და ინსტაგრამზე გამოაქვეყნა ვიდეო ფილმის გადაღებიდან “სიყვარულზე მეტი”.
იგი, ვიდეოს იღებს თბილისის ანძასთან და ამბობს:
“როგორც აღმოჩნდა, კინოს გადასაღებად საკმარისია ერთი კამერა და ოთხი უსაქმური… მე მეხუთე ვარ…”
კომენტარები