საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, მიხეილ ყაველაშვილის გაეროს გენერალური ასამბლეის მე-80 სესიაზე სიტყვით გამოსვლას ეხმაურება და წერს:
“რუსეთის ხსენებას რომ ვერ ბედავ უკრაინასთან თუ ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში და ზეგ 27 სექტემბერია!”
მიხეილ ყაველაშვილმა გაეროს გენერალური ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ოკუპაციაზე ისაუბრა, ასევე უკრაინაზე, უკრაინელ ხალხზე, თუმცა, ოკუპაციაზე და რუსეთის დაწყებულ ომზე ისე ოსტატურად მოახერხა საუბარი, რომ რუსეთი არ უხსენებია.
კომენტარები