• რეკლამა
  • კონტაქტი
16:07, ორშაბათი, 13 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რა ვერ აპატია ივანიშვილმა ქართველ ხალხს?

ალია ავტორი - ალია
03:14 01-28-2021
- ახალი ამბები, მთავარი, რედაქტორის რჩევით
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
85

„ალიას“ ესაუბრება პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ თანადამფუძნებელი, ადვოკატი, ვალერი გელბახიანი.

– „პატრიოტთა ალიანსიდან“ 4 დეპუტატი შევიდა პარლამენტში და ფრაქცია შექმნეს. ასევე, ალეკო ელისაშვილი და ლევან იოსელიანი შედიან. იურიდიულად, ეს პარლამენტი უკვე აღარ არის ერთპარტიული. ეს ფაქტი „ქართული ოცნების“ სასარგებლოს შეცვლის რაიმეს?

– არა, ეს არაფერს შესცვლის. „ქართული ოცნების“ ლიდერებმა კარგად იციან, თუ მთავარი ოპოზიციური ძალები არ შევლენ პარლამენტში, ძალიან მალე დასრულდება მათი ხელისუფლება. საქართველო არ არის ერთი პარტიის, ერთპარტიული მმართველობის ქვეყანა დანარჩენი მსოფლიოსთვის.  თუ საქართველოს ეყოლება დემოკრატიულად, გაუყალბებელი არჩევნებით არჩეული ხელისუფლება, მაშინ მთელი მსოფლიო სცემს პატივს და საერთაშორისო არენაზე დაფასება ექნება. ამ ერთპარტიულ პარლამენტს დემოკრატიული მსოფლიო არ იგუებს, მასთან არ ითანამშრომლებს. არც ევროსაბჭო, არც ევროკავშირი და არც ამერიკა. „ქართულმა  ოცნებამ“ როგორმე უნდა შეიყვანოს ოპოზიცია პარლამენტში, რაც ძნელი დასაჯერებელია. ანდა, უნდა დანიშნოს ვადამდელი არჩევნები და გამოსავალი ამაში ნახოს. ერთპარტიული პარლამენტის მიერ მართული ქვეყნები, სტანდარტულ და ჩვეულებრივ ვითარებაში, მყარი სტაბილურობის პირობებში  ვერ ძლებენ და მით უმეტეს, დიდხანს ვერ გაძლებს ეს პარლამენტი, როდესაც ქვეყანაში ამხელა რყევები და გამოწვევებია – პანდემია, პანდემიით გამოწვეული უმძიმესი სოციალური მდგომარეობა, უზარმაზარი საგარეო ვალი, ქვეყანაში ეკონომიკური და პოლიტიკური კრიზისია, სამართლებრივად მოუწესრიგებელი და მოშლილი სახელმწიფო გვაქვს. რა ვიცი, იმდენი პრობლემაა  ქვეყანაში, ყველას რა ჩამოთვლის? კომუნისტური, ერთპარტიული სისტემა შექმნეს. რაც არ უნდა  მოინდომოს „ქართულმა ოცნებამ“, ამგვარ პარლამენტთან და მის მიერ არჩეულ ხელისუფლებასთან, სრულფასოვნად არავინ ითანამშრომლებს. არ ეყოლებათ წარმომადგენლები ევროსტრუქტურებში, საგარეო ურთიერთობებში მუდმივი პრობლემა ექნებათ, საგარეო საქმეთა მინისტრს, ელემენტარულად, გაუჭირდება, რომელიმე ქვეყნის საგარეო მინისტრს შეხვდეს. აგერ გვაქვს ბელარუსის მაგალითი. დემოკრატიული ქვეყნები, საერთაშორისო ორგანიზაციები ახლოს არ იკარებენ მათ წარმომადგენლებს.

– ირაკლი კობახიძე მემკვიდრედ დატოვა ბიძინა ივანიშვილმა, მამუკა მდინარაძე პარტიის აღმასრულებელი მდივანია და აჩიკო თალაკვაძე პარლამენტის თავმჯდომარე. ეს გუნდი მოიაზრება „ქართული ოცნების“ შიგნით პროდასავლურ ძალად. შეიძლება ითქვას, რომ ივანიშვილმა რუსეთის დავალებების შესრულება შეწყვიტა, პრორუსულ პოლიტიკაზე უარი თქვა და ახლა პროდასავლურ ძალებს გადააბარა ხელისუფლება?

– ბიძინა ივანიშვილი 8 წელი ემსახურა რუსეთს და ანაკლიის პორტის  პროექტის დაბლოკვიდან დაწყებული, ყველაფერი შეუსრულა. გადაავსო ხელისუფლება პრორუსული კადრებით. ახლა წავიდა ივანიშვილი და კობახიძე დატოვა ვოლსკისთან ერთად. ამით რუსეთს უთხრა, მე კი წავედი და ახლა ამათთან ითანამშრომლეთ, რასაც ეტყვით, იმას გააკეთებენო. რის პროდასავლელია კობახიძე? გავრილოვის ამბავი მის მიერ არ იყო მოწყობილი?  ხელისუფლების რომელიმე პრორუსული გადაწყვეტილება გააკრიტიკა? არც ერთი. ეს ხალხი არ არის პროდასავლური, გამოკვეთილად პრორუსული ძალები არიან და ვიღაცებს, გაუთვითცნობიერებელ ხალხს, შესაძლოა, პროდასავლურებად მოეჩვენოთ. ევროპასა და ამერიკაში სასაცილოდ არ ჰყოფნით მათი პროდასავლურობა. პორტები, მილსადენები, გაზი, ოქრო, ყველაფერი რუსეთს ჩაუგდო ხელში ივანიშვილმა, დაბლოკა ყველა დასავლური პროექტი. 2016  წლიდან  „ქართულ ოცნებაში“ არიან კობახიძე, მდინარაძე და თალაკვაძე და ამ 4 წლის მანძილზე, ერთი სიტყვა არ უთქვამთ, რომ ივანიშვილი რუსეთის ამ და სხვა დაკვეთებს ასრულებსო. ერთხელ არ დამდგარან დასავლეთის ინტერესების მხარეს. ყველაფერზე თავი უქნიეს ივანიშვილს. მათი დიდი დამსახურებაა, ქვეყანა რომ  ამ კატასტროფის წინაშე დგას. წინა ხელისუფლების დროს საგარეო ვალი იყო 8 მილიონი და ახლა 30 მილიონია. ამ ადამიანებმა შექმნეს ეს ვითარება ქვეყანაში. ეს იყო რუსეთის დავალება, რომ საქართველო დაცემულიყო და  ეკონომიურად გაპარტახებულიყო.

– ბიძინა ივანიშვილმა თავისი ქონება, 5 მილიარდი გადასცა საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ და მხოლოდ 200 მილიონი დაიტოვა. ეს რა ტრუკია?

– რა ტრუკია და ბიძინა ივანიშვილი ელოდება საერთაშორისო სანქციებს და თავის ქონებას, ფულს თავს უყრის ერთ ფონდში, რადგან იცის, საქველმოქმედო ფონდები სანქციებს არ ექვემდებარებიან. ჩვეულებრივად მალავს ფულს და ქონებას, რომ სანქციების დაწესების შემთხვევაში, იმ 5 მილიარდს არ შეეხონ. ეს აპრობირებული მეთოდია. არა ერთ დიქტატორს თუ სხვა და სხვა დანაშაულში მხილებულ ბიზნესმენებს მიუმართავთ ამგვარი ტრუკისთვის. თუმცა, ვისაც განზრახული აქვს ივანიშვილის სანქცირება, თუ ეს გააკეთეს, მის ქონებას და საბანკო ანგარიშებს  დაყადაღება არ ასცდება. შესაძლოა, „ქართუს“ ანგარიშზე გადარიცხული ეს 5 მილიარდიც დაუყადაღონ. ეს ცოტა რთული და გამოსაძიებელი საქმე  იქნება, მაგრამ სრულიად შესაძლებელია. ივანიშვილის მომხრეები აღტყინებულნი არიან, 5 მილიარდი უნდა დახარჯოს ქველმოქმედებაშიო. თუ ჩაწყნარდა სიტუაცია, სანქციებს გადაურჩა ან, დაასანქცირეს და „ქართუ“ გადაურჩა სანქციებს, ამ 5 მილიარდს ისევ უკან წაიღებს ამ ფონდიდან. ქართველ ხალხს ის არ აპატია, 2012 წელს კახეთი რომ  დასეტყვა და 80 მილიონი ლარი  მისცა კახელ გლეხებს საკუთარი ფული. მერე, ხელისუფლებაში მოვიდა თუ არა, ეს 80 მილიონი  ლარი ბიუჯეტიდან დაიბრუნა. პუშკინის  სკვერი 1 ლარად, სიმბოლურ ფასად იყიდა და რა სჭირს საამისო, ვერ გავიგე. ადექი, გადაიხადე საბაზრო ფასი და იყიდე, რა. რას ეხარბები ბიუჯეტის ფულს? კაპიკებში აქვს მთელი საქართველო ნაყიდი.

ლევან ჯავახიშვილი, ალია

თეგები: ბიძინა ივანიშვილივალერი გელბახიანი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

​9 საუკეთესო მცენარე ჯანსაღი “ცოცხალი ღობისთვის“ – ეზოს დიზაინი 2026
ახალი ამბები

​9 საუკეთესო მცენარე ჯანსაღი “ცოცხალი ღობისთვის“ – ეზოს დიზაინი 2026

21:02 04-12-2026
როდის უნდა იყიდო გათბობის ქვაბი, სეზონის ბოლოს თუ სეზონის დასაწყისში?
ახალი ამბები

როდის უნდა იყიდო გათბობის ქვაბი, სეზონის ბოლოს თუ სეზონის დასაწყისში?

21:28 04-09-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

16:35 04-08-2026
„არაჩვეულებრივი გზავნილი“ – ლიბერთის კამპანია საერთაშორისო ფულად გზავნილებზე დაიწყო
ახალი ამბები

„არაჩვეულებრივი გზავნილი“ – ლიბერთის კამპანია საერთაშორისო ფულად გზავნილებზე დაიწყო

14:12 04-07-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved