• რეკლამა
  • კონტაქტი
05:21, ხუთშაბათი, 15 მაისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რა უთხრა ივანიშვილმა თავის გუნდს? – ,,ამას ექსკლუზიურად გეუბნებით” – რას უყვება ,,ალიას” კოტე კემულარია?

ალია ავტორი - ალია
00:06 05-15-2025
- ახალი ამბები, მთავარი, რედაქტორის რჩევით
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,310

ლევან ჯავახიშვილი

„ალიას“ ესაუბრება  პოლიტიკოსი, საქართველოს ყოფილი  საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი რუსეთში,  კოტე კემულარია:

– საზოგადოების წინააღმდეგობა ჩვენ კიდევ ერთხელ დავინახეთ, 9 მაისს, ევროპის მოედანზე 100 000 კაცი რომ შეიკრიბა. მე-5 თვეა, ხალხი რეჟიმს წინააღდეგობას უწევს და ერთი დღე არ ჩაუგდიათ, სულ ქუჩაში არიან. ამ ხალხის მოსარევი რესურსი ამ ხელისუფლებას არ გააჩნია. მით უმეტეს, ბიძინა ივანიშვილმა უთხრა თავის გუნდს, მე წავედი ხელისუფელებიდანო.

ამას ექსკლუზიურად ვეუბნები „ალიას“. როგორ შეიძლება 18 წუთი გაგრძელდეს მმართველი პარტიის ყრილობა?

ამას ჰქვია დასასრულის დასაწყისი. ბოლო ბოლო, ქვეყანაში უსაფრთხოების პრობლემებია, აზერბაიჯანში იცვლება ყველაფერი, ისრაელის პრემიერი, ნეთანიაჰუ უნდა ჩასულიყო ბაქოში და თურქეთმა არ გაატარა მისი თვითმფრინავი. პაკისტანისა და ინდოეთის ომმა არ მოახდინა გავლება ჩვენს ქვეყანაზე? ისედაც გავსებული იყო ამ ქვეყნის წარმომადგენლებით საქართველო და ახლა უფრო მეტი შემოვა. ესეც უსაფრთხოების საკითხია. მმართველმა პარტიამ ეს ყრილობაზე არ უნდა განიხილოს?არა, ამის თავიც არ აქვთ. სუს-ის უფროსი, ლილუაშვილი წავიდა, რადგან ვაშინგტონთან და ბრიუსელთან ჰქონდა კარგი კავშირები. ამის გამო შეიძულეს, ასე ვფიქრობ და მისი კადრებიდან არავინ დატოვეს საკვანძო პოსტებზე. ყველგან კობახიძის ხალხი დანიშნეს. სად ჰყავს კობახიძეს ისეთი კადრები, რომ რეჟიმი დაამყაროს.

-ბიძინა ივანიშვილმა ნამდვილად თქვა, წავედი ხელისუფლებიდანო?

-კი, ეს ნამდვილად ვიცი, ასე უთხრა თანაგუნდელებს. ბოლოს ეხვეწნენ, რომ პარტიის საპატიო თავმჯდომარედ ისევ დარჩენილიყო. შენ საპატიო თავმჯდომარის პოსტიდან რომ წახვიდე, ჩვენ აღარავინ მოგვისმენსო, ეუბნებოდნენ. ბოლოს ამაზე დაითანხმეს, ივანიშვილი ფორმალურად დარჩა ამ პოსტზე და ამიერიდან აღარ ჩაერევა არც „ქართული ოცნების“, არც სახელისუფლებო სტრუქტურების საქმიანობაში. ივანიშვილს სერიოზული პრობლემები აქვს საკუთარ თანხებთან, ქონებასთან დაკავშირებით. თუ „მეგობარი აქტი“ ძალაში შევიდა. საქართველოში ვის მიაკითხავენ პირველს რუსეთთან, ჩინეთთან, ირანთან დაკავშირებით იმ საკითხებზე, რაც აქტში სწერია? ცხადია, პირველი ბიძინა იქნება.

შეეკითხებიან, რატომ დადიოდა კობახიძე ირანში, ირაკლი  ღარიბაშვილის  ჩინეთში ვიზიტსა და ჩინეთთან სტრატეგიული პატრნიორობის შეთანხმებას მოჰკითხავენ, რასაც ამერიკასთან სტრატეგიული პარტნიორობის შეწყვეტა მოჰყვა. რუსეთთან დაკავშირებით ყველაზე მეტი კითხვა ექნებათ ივანიშვილთან.

ამერიკის მოქმედი სამხედრო დოქტრინის თანახმად რუსეთი, ირანი და ჩინეთი ამერიკის მტერ სახელმწიფოებად არიან გამოცხადებულნი. სამივე ერთმანეთთან კავშირშია ამერიკის საწინააღდეგოდ. თუ ეყოფა ჭკუა და გამოცდილება ივანიშვილს, შეხვდეს ამერიკელ პოლიტიკოსებს და განმუხტოს სიტუაცია, მისთვის იქნება კარგი. კონგრესმენმა ჯო უილსონმა განაცხადა კონგრესში მეგობარი აქტის მიღების შემდეგ, ვიღაცებს თბილისში ეგონათ, რომ მე ვხუმრობდიო. 349 კონგრესმენმა მისცა ხმა, აქედან 168 „რესპუბლიკელია“ და მხოლოდ 42  კონგრესმენი იყო წინააღდეგი. იგივე მოხდება მალე წარმომადგენლობით პალატაში, რომელმაც მიიღო წარმოებაში აქტი. 62 ხმა სჭირდება, მეტი არა, რომ მეორე პალატამაც დაამტკიცოს „მეგობარი აქტი“, ბოლოს კი მას ტრამპი უპრობლემოდ მოაწერს ხელს. ჯო უილსონმა გარკვევით თქვა, ნუ დაელოდებით „მეგობარი აქტის“ მიღებას, მიდით რუსთაველზე მდგომ ახალგაზრდებთან, დაელაპარაკეთ და დანიშნეთ არჩევნებიო. ჯო უილსონს ვიღაც-ვიღაცეებმა ხელისუფლებიდან ანა შეაჩვიეს, არშემდგარმა პოლიტიკოსებმა, პოლიტიკური წარსულის არმქონე პერსონებმა. არადა, ჯო უილსონი სამგზის კონგრესმენია, ტრამპი მეგობარი და ტრამპი ყველა არჩევნებში მხარს უჭერდა უილსონს სხვა და სხვა ფორმით. ტრამპმა არ თქვა, უილსონი ღირსეული და სამაგალითო კაცია და პატივი ევცითო? ამ კაცმა მედიით და ინტერნეტით არ იცის, რა არის საქართველო, რა ქვეყანაა და რა ხალხი ცხოვრობს.

ჯო უილსონის სამივე შვილი ავღანეთში იბრძოდა, ერთ-ერთი კი სიკვდილს ქართველებმა გადაარჩინეს. ამის მერე შეიყვარა საქართველო, ქართველი ხალხი.

ამ დროს კახა კალაძე იძახის, კეზერაშვილი უხდის ფულს, მოსყიდულია და ჩვენს ხელისუფლებას იმიტომ აკრიტიკებსო. კაცი თანამედროვე ამერიკული პოლიტიკის ლეგენდაა და გესმით, მასზე რას ლაპარაკობენ? მაგათ ჰგონიათ, რომ ეს სულელური ნათქვამები არ ითარგნება და 1 საათში ჯო უიოლსონს, სხვა კონგრესმენებს და  სხვა გავლენიან პოლიტიკოსებს არ უდევთ წინ.  მე რომ ივანიშვილის ადგილას ვიყო, კახა კალაძეს, ირაკლი ზარქუას და  მამუკა მდინარაძეს ლაპარაკს ავუკრძალავდი. ივანიშვილს თან  უნდა ამერიკასთან ურთიერეთობის დალაგება და თან ამ და სხვა ქოცებს ალანძღინებს არა მარტო უილსონს, ამერიკის ელჩს, ყველა ამერიკელ პოლიტიკოსს, ვინც ხელისუფლებას აკრიტიკებს.

თეგები: ბიძინა ივანიშვილიკოტე კემულარია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რა უთხრა ივანიშვილმა თავის გუნდს? – ,,ამას ექსკლუზიურად გეუბნებით” – რას უყვება ,,ალიას” კოტე კემულარია?
ახალი ამბები

რა უთხრა ივანიშვილმა თავის გუნდს? – ,,ამას ექსკლუზიურად გეუბნებით” – რას უყვება ,,ალიას” კოტე კემულარია?

00:06 05-15-2025
პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – ნაწილი მეხუთე

01:03 05-14-2025
“არ მსურდა ამ ფოტოების გამოქვეყნება, მაგრამ იძულებული გავხდი!” – ალექსი თირქია
ახალი ამბები

“არ მსურდა ამ ფოტოების გამოქვეყნება, მაგრამ იძულებული გავხდი!” – ალექსი თირქია

22:11 05-08-2025
„ვითხოვთ ახალ არჩევნებს?  უნდა ვთქვათ, რა ვადაში… თუ არჩევნებს არ დანიშნავს დე ფაქტო ხელისუფლება, მაშინ რას ვაპირებთ?“ – გედევან ფოფხაძე
ახალი ამბები

„ვითხოვთ ახალ არჩევნებს? უნდა ვთქვათ, რა ვადაში… თუ არჩევნებს არ დანიშნავს დე ფაქტო ხელისუფლება, მაშინ რას ვაპირებთ?“ – გედევან ფოფხაძე

18:40 04-24-2025

ბიზნესი

გამორჩეული სამომხმარებლო გამოცდილება „ენთები“-სგან
ახალი ამბები

გამორჩეული სამომხმარებლო გამოცდილება „ენთები“-სგან

16:13 05-14-2025
სელფი მობაილი 4GB ფესტივალის სპონსორია
ახალი ამბები

სელფი მობაილი 4GB ფესტივალის სპონსორია

14:17 05-14-2025
შენ იცი, მთავარია გჯეროდეს – თიბისის გზავნილი ახალ თაობას
ახალი ამბები

შენ იცი, მთავარია გჯეროდეს – თიბისის გზავნილი ახალ თაობას

14:11 05-14-2025
თიბისი კამპუსში სწავლა 330 სტუდენტმა დაიწყო
ახალი ამბები

თიბისი კამპუსში სწავლა 330 სტუდენტმა დაიწყო

13:51 05-14-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved