• რეკლამა
  • კონტაქტი
03:40, ორშაბათი, 23 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რა უნდა ვიცოდეთ „მაიმუნის ყვავილზე“ – ივანე ჩხაიძის განმარტება

ალია ავტორი - ალია
12:01 06-16-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
80

„მაიმუნის ყვავილის“ გავრცელების გზა სრულიად განსხვავებულია. ის არ ვრცელდება იოლად, არ გადადის მარტივად ჰაერწვეთოვანი გზით, მას სჭირდება ხანგრძლივი და მჭიდრო კონტაქტი, – ამის შესახებ იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა, ივანხე ჩხაიძემ განაცხადა.

„ამ თვალსაზრისით შეიძლება, სრულიად განსხვავებული დამოკიდებულება იყოს. ეს არ არის კორონავირუსი, ძალიან დიდი სხვაობაა მათ შორის. რაც შეეხება დაავადების სიმპტომებს: ეს არის ტემპერატურის მატება, საერთო სისუსტე და ერთი რაც მნიშვნელოვანია, გამონაყარის გაჩენას წინ უძღვის ლიმფური ჯირკვლების გადიდება, ეს არის სწორედ ძირითადი განსხვავება „ჩუტყვავილას“, რომელიც ბავშვებში საკმაოდ გავრცელებული დაავადებაა და „მაიმუნის ყვავილს“ შორის. გამონაყარი ვრცელდება ძირითადად სახისა და კიდურების არეში, ასე რომ ამ თვალსაზრისით ეჭვის მიტანა ამ დაავადებაზე ექიმისთვის არ წარმოადგენს სირთულეს. თუ იქნება ასეთი შემთხვევა, გამონაყარის ტიპური ბუნებიდან გამომდინარე, ის აუცილებლად იქნება შესწავლილი და გაგზავნილი ლუგარის ლაბორატორიაში. საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ყველა ცენტრს რეგიონებში დატოვებული აქვთ დეტალური ინსტრუქცია“, – განაცხადა ჩხაიძემ.

ივანე ჩხაიძის განცხადებით, დაავადების მიმდინარეობა საკმაოდ ხანგრძლივია.

„ორიდან-ოთხ კვირამდე პერიოდში გრძელდება დაავადება და აქ ყველაზე მთავარი აქცენტი, რა თქმა უნდა კეთდება გამონაყარზე. გამონაყარი სხვადასხვა სტადიებს გადის თავისი და მთლიანობაში საკმაოდ ხანგრძლივია ეს პერიოდი, მაგრამ ერთი რაც ხაზგასმით უნდა აღინიშნოს „მაიმუნის ყვავილის“ ის ფორმა, რომელიც ახლა გავრცელებულია ევროპაში, მიეკუთვნება შედარებით უფრო მსუბუქი მიმდინარეობის დაავადების კატეგორიას ვირუსის ბუნებრიობიდან გამომდინარე. ორი განსხვავებული ტიპის ვირუსია, რომელმაც შეიძლება, „მაიმუნის ყვავილი“ გამოიწვიოს, ის რაც ევროპაშია გავრცელებული და ამერიკაში მსუბუქი მიმდინარეობის ვირუსია. აფრიკაშიც კი ძალიან დაბალი სიკვდილიანობა ახასიათებს.

შეიძლება, კიდევ დაფიქსირდეს საქართველოში, თუმცა ეს იქნება ერთეული შემთხვევა, რადგან ამ დაავადების გავრცელება საჭიროებს ძალიან სპეციფიკურ გარემოს, საჭიროებს მჭიდრო და ხანგრძლივ კონტაქტს, საჭიროებს მოგზაურობის ისტორიას, თუმცა საქართველო არ განეკუთვნება იმ ქვეყნების კატეგორიას, საიდანაც ბევრი ჩადის ცენტრალური აფრიკაში ან დასავლეთ აფრიკაში. შეიძლება, იყოს ერთეული შემთხვევები, თუმცა არა იმდენი, როგორც დაფიქსირდა დიდ ბრიტანეთში, ესპანეთში. ის, რომ ჩვენ ერთი შემთხვევა აღმოვაჩინეთ, არ ნიშნავს, რომ მომდევნო დღეებში კიდევ მოიმატებს შემთხვევების რაოდენობა“, – განაცხადა ჩხაიძემ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026

ბიზნესი

სილქფესტით მრავალფეროვან პაკეტებს ექსკლუზიური პირობით ჩაირთავს მომხმარებელი!
ახალი ამბები

სილქფესტით მრავალფეროვან პაკეტებს ექსკლუზიური პირობით ჩაირთავს მომხმარებელი!

22:28 03-21-2026
ახალი ამბები

მშენებარე ბინები ლისზე განვადებით – “ქრონომეტრის”  საცხოვრებელ კომპლექსში

13:51 03-18-2026
როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ
ახალი ამბები

როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ

21:00 03-17-2026
ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი
ახალი ამბები

ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი

13:38 03-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved