• რეკლამა
  • კონტაქტი
20:33, პარასკევი, 20 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რა უნდა ვიცოდეთ ახალი კონავირუსის შესახებ – ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის პასუხი აქტუალურ კითხვებზე

ალია ავტორი - ალია
10:16 02-27-2020
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
24

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია კორონავირუსთან დაკავშირებით დასმულ მთავარ შეკითხვებს პასუხობს. რა არის მითი და რა – რეალობა:

1. ეფექტურია თუ არა ხელის საშრობები ახალი კორონავირუსის მოსაკლავად?

– არა. ხელების საშრობები ეფექტური არაა კორონავირუსის მოსაკლავად. ახალი კორონავისისგან თავის დასაცავად, ხშირად უნდა გაიწმინდოთ ხელები სპირტის შემცველი ხელსახოცით ან საპნით და წყლით დაიბანოთ. ხელები დაბანის შემდეგ უნდა გაიმშრალოთ საფუძვლიანად, ქაღალდის ხელსახოცის გამოყენებით ან საშრობით.

2. შეუძლია თუ არა ულტრაიისფერ სადეზინფექციო ნათურას ახალი კორნავირუსის მოკვლა?

– ულტრაიისფერი ნათურები არ უნდა გამოიყენოთ ხელების ან კანის სხვა ადგილების სტერილიზაციისთვის, რადგან ულტრაიისფერმა გამოსხივებამ შეიძლება გამოიწვიოს კანის გაღიზიანება.

3. რამდენად ეფექტურია თერმული სკანერები ახალი კორონავირუსით ინფიცირებული ადამიანების გამოვლენაში?

– თერმული სკანერები ეფექტურია იმ ადამიანების გამოვლენაში, რომლებსაც განუვითარდათ სიცხე ახალი კორონავირუსის ინფექციის გამო. თუმცა ის ვერ გამოავლენს იმ პირებს, რომლებიც ინფიცირებული არიან, მაგრამ ჯერ კიდევ არ აქვთ ცხელება.

4. შეუძლია თუ არა ალკოჰოლის ან ქლორის მთელ სხეულზე დასხმას ახალი კორონავირუსის მოკვლა?

– არა. ალკოჰოლის ან ქლორის სხეულზე დასხმა არ მოკლავს ვირუსებს, რომლებიც უკვე თქვენს სხეულშია. ასეთი ნივთიერებების დასხმა შეიძლება საზიანო იყოს ტანსაცმლისთვის ან ლორწოვანი გარსისთვის. გაითვალისწინეთ, რომ ალკოჰოლი და ქლორი შეიძლება სასარგებლო იყოს ზედაპირების დეზინფექციისთვის, მაგრამ მათი გამოყენება საჭიროა რეკომენდაციების შესაბამისად.

5. უსაფრთხოა თუ არა წერილის ან ამანათის მიღება ჩინეთიდან?

– დიახ, ეს უსაფრთხოა. წინა ანალიზებიდან ვიცით, რომ კორონავირუსები დიდხანს არ რჩება საგნებზე.

6. სახლში შინაურ ცხოველებს შეუძლიათ გაავრცელონ ახალი კორონავირუსი?

– დღეისათვის, არ არსებობს მტკიცებულება, რომ შინაური ცხოველები, როგორიცაა ძაღლები ან კატები, შეიძლება დაინფიცირდნენ ახალი კორონავირუსით. თუმცა, ყოველთვის კარგია, რომ ხელები საპნით და წყლით დაიბანოთ შინაურ ცხოველებთან კონტაქტის შემდეგ. ეს გვიცავს სხვადასხვა გავრცელებული ბაქტერიებისგან.

7. პნევმონიის საწინააღმდეგო ვაქცინები იცავს ახალი კორონავირუსისგან?

-არა. პნევმონიის საწინააღმდეგო ვაქცინები არ უზრუნველყოფენ დაცვას ახალი კორონავუსისგან.

8. ცხვირში ფიზიოლოგიური ხსნარის რეგულარული ჩაწვეთება ახდენს კორონავირუსისგან პრევენციას?

– არა. ამის არანაირი მტკიცებულება არ არსებობს.

9. ნივრის ჭამა დაგეხმარებათ კორონავირუსის ინფექციის თავიდან აცილებაში?

– ნიორი ჯანსაღი საკვებია, რომელსაც შეიძლება ჰქონდეს ანტიმიკრობული თვისებები. ამასთან, არ არსებობს რამე მტკიცებულება იმის შესახებ, რომ ნივრის მიღება ადამიანს ახალი კორონავირუსისგან იცავს.

10. ახდენს თუ არა ახალი კორონავირუსი გავლენას ასაკოვან ადამიანებზე, თუ ახალგაზრდები უფრო მგრძნობიარენი არიან?

– ყველა ასაკის ადამიანი შეიძლება დაინფიცირდეს ახალი კორონავირუსით (2019-nCoV). ხანდაზმული და ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანები (მაგალითად, ასთმა, დიაბეტი, გულის დაავადება) არიან რისკ-ჯგუფში.

11. ეფექტურია თუ არა ანტიბიოტიკები ახალი კორონავირუსის პრევენციისა და მკურნალობისთვის?

– არა, ანტიბიოტიკები არ მუშაობს ვირუსების წინააღმდეგ, ისინი განკუთვნილია მხოლოდ ბაქტერიების გასანადგურებლად. ახალი კორონავირუსი (2019-nCoV) ვირუსია და, შესაბამისად, ანტიბიოტიკები არ უნდა გამოიყენოთ, როგორც პრევენციის ან მკურნალობის საშუალება. ამასთან, თუ საავადმყოფოში ხართ მოთავსებული კორონავირუსის გამო, შეიძლება მიიღოთ ანტიბიოტიკები, რადგან ბაქტერიული კო-ინფექცია შესაძლებელია განვითარდეს.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026

ბიზნესი

ახალი ამბები

მშენებარე ბინები ლისზე განვადებით – “ქრონომეტრის”  საცხოვრებელ კომპლექსში

13:51 03-18-2026
როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ
ახალი ამბები

როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ

21:00 03-17-2026
ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი
ახალი ამბები

ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი

13:38 03-17-2026
Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის
ახალი ამბები

Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის

12:19 03-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved