• რეკლამა
  • კონტაქტი
05:55, პარასკევი, 21 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რა უნდა იცოდე საჩუქრების კამპანიის ფინალის შესახებ?

ალია ავტორი - ალია
13:29 01-23-2023
- ახალი ამბები, ბიზნესი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
196

თიბისის ციფრული ბანკის საჩუქრების საყოველთაო კამპანიაზე ალბათ უკვე ბევრი გსმენია. კამპანია ნოემბერში დაიწყო და 3 თვის განმავლობაში, მასში 350,000-ზე მეტი მომხმარებელი ჩაერთო. ახლა უკვე ფინალური მარათონისთვის აქტიური სამზადისია, რომელიც 29 იანვარს, 16:00 საათზე დაიწყება და ამავე დღეს, 23:59 საათზე დასრულდება.

რაც მთავარია, ფინალში მონაწილეობის მიღების საშუალება და 50,000; 20,000 და 10,000 ლარის მოგების შანსი ნებისმიერ ადამიანს აქვს, მიუხედავად იმისა, ჩართული იყო თუ არა ის საჩუქრების კამპანიის საწყის ეტაპზე. თუმცა, აუცილებელია, სარგებლობდე ციფრული ბანკის აპლიკაციის განახლებული ვერსიით, რომ 29 იანვარს ფინალური მარათონი აპლიკაციის გახსნისთანავე დაგხვდეს.

სანამ მარათონის წესებს და დეტალებს გაგაცნობთ, ციფრული ბანკის საჩუქრების კამპანიის სტატისტიკასაც გაგიზიარებთ:

  • კამპანიაში ჯამში ჩაერთო 350, 000-ზე მეტი მოთამაშე
  • დაისვა 40 ძირითადი კითხვა და 40 ბონუს კითხვა
  • სხვადასხვა ოდენობის ფულადი პრიზით დასაჩუქრდა 9000-ზე მეტი მონაწილე
  • ყველაზე რთული კითხვა აღმოჩნდა: “რა ერქვა ოთარაანთ ქვრივის ქმარს?” მასზე სწორად პასუხის გაცემა მხოლოდ 44.6%-მა შეძლო
  • ყველაზე მარტივი კითხვა: “რისი დაგროვებაა შესაძლებელი თიბისის ციფრულ ბანკში?” 98.8%- სწორი პასუხების რაოდენობა
  • სწორი პასუხების ჯამური მაჩვენებელი: 85.8%

1. როგორი იქნება ფინალური ეტაპი?
საჩუქრების კამპანიის ფინალი იქნება 20 კითხვიანი მარათონი, რომელსაც ყველა მონაწილე ერთდროულად დაიწყებს. ხოლო, გამარჯვებული იქნება პირველი სამეული, რომელიც ყველა კითხვას სწორად გასცემს პასუხს. ​

2. რა ხდება კითხვაზე არასწორი პასუხის გაცემის შემთხვევაში?

კითხვებზე პასუხი თანმიმდევრობით უნდა გასცე. მარათონს დაიწყებ პირველი შეკითხვით და ყოველი სწორი პასუხის შემდეგ, მომდევნო კითხვაზე გადახვალ. არასწორი პასუხის შემთხვევაში კი მიიღებ 3-წუთიან ჯარიმას, რაც იმას ნიშნავს, რომ მომდევნო 3 წუთის განმავლობაში იმავე კითხვაზე პასუხის გაცემას ვერ შეძლებ. თითოეულ კითხვაზე პასუხის მცდელობების რაოდენობა შეუზღუდავია, თუმცა ყოველ არასწორ მცდელობაზე 3 წუთიანი ჯარიმა თავიდან დაგერიცხება. ​

3. როდის გაიგებ გაიმარჯვე თუ არა?

როცა ყველა კითხვას უპასუხებ და მარათონის ბოლოში გახვალ, მაშინვე გაიგებ, რომელ ადგილზე გახვედი, მოხვდი თუ არა პირველ სამ გამარჯვებულს შორის და რა დროში დაასრულე ფინალური მარათონი. ​

4. რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ ვერავინ ვერ უპასუხებს 20-ვე კითხვას?

იმ შემთხვევაში, თუ ვერცერთმა მონაწილემ ვერ შეძლო ფინალური ეტაპის 20-ვე კითხვაზე პასუხის გაცემა, გამარჯვებული იქნება პირველი სამეული, რომელმაც ყველაზე მეტ კითხვას უპასუხა, ყველაზე მცირე დროში. დროის ათვლა ხდება ფინალური მარათონის სტარტის მომენტიდან ბოლო პასუხგაცემული კითხვის მომენტამდე. (მაგალითისთვის, თუ ვერავინ ვერ მოახერხა მე-17 კითხვაზე პასუხი, გამარჯვებული სამეული შედგება მე-16 კითხვაზე პასუხის დროით). ​

5. რამდენი გამარჯვებული ეყოლება ფინალურ ეტაპს და რა იქნება პრიზი?

ფინალურ ეტაპს ეყოლება სამი გამარჯვებული, რომელიც მიიღებს შემდეგ პრიზებს: I ადგილი – 50,000 ლარი II ადგილი – 20,000 ლარი III ადგილი – 10,000 ლარი ​

6. გამოგადგება თუ არა დაგროვილი ქულები ფინალურ ეტაპზე?

ფინალურ ეტაპში მანამდე დაგროვებული ქულები მონაწილეობას არ იღებს, თუმცა მარათონის დაწყებამდე დარჩენილი ქულების სანაცვლოდ მიიღებ შესაბამისი რაოდენობის მინიშნებებს. 200 ქულა = 1 მინიშნებას. მაგალითად, თუ დარჩენილი გაქვს 1000 გამოუყენებელი ქულა, ფინალურ ეტაპზე მიიღებ 5 მინიშნებას. ​

7. რაში დაგჭირდება მინიშნებები?

მინიშნებები დაგეხმარება, უპასუხო ფინალური ეტაპის რთულ კითხვებს. თითო კითხვაზე მხოლოდ ერთი მინიშნების გამოყენებას შეძლებ. ​

8. როგორ ჩაერთო ფინალურ მარათონში?

ფინალში მონაწილეობა შეუძლია ყველა მომხმარებელს, მიუხედავად იმისა, ჩართული იყო თუ არა ის საწყის ეტაპზე. ფინალის დღეს, მარათონში ჩართვას შეძლებ აპლიკაციის გახსნისთანავე, ავტორიზაციის გავლამდე არსებული ფინალური თამაშის გვერდიდან. ​

9. აპლიკაციის რომელი ვერსია უნდა გქონდეს ფინალში მონაწილეობის მისაღებად?

ფინალში მონაწილეობისათვის, აუცილებელია, ციფრული ბანკის აპლიკაცია განახლებული გქონდეს მინიმუმ შემდეგ ვერსიამდე: Android – 6.29.5, ხოლო iOS – 4.29.0 ​

შეგახსენებთ, რომ ფინალური მარათონი 29 იანვარს, კვირას, 16:00 საათზე დაიწყება. მანამდე კი, არ დაგავიწყდეს თიბისის ციფრული ბანკის აპლიკაციის განახლება.

უფრო ვრცლად ნახეთ აქ:  https://www.products.tbconline.ge/digital-bank-gifts-final

 

თეგები: თიბისი ბანკი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ ფესტივალს „ჯაზი და ღვინო კახეთი“
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ ფესტივალს „ჯაზი და ღვინო კახეთი“

14:03 08-20-2026
საერთაშორისო გადახდები კიდევ უფრო სწრაფი ხდება – თიბისისა და Standard Chartered Bank-ის პარტნიორობა
ახალი ამბები

საერთაშორისო გადახდები კიდევ უფრო სწრაფი ხდება – თიბისისა და Standard Chartered Bank-ის პარტნიორობა

12:07 08-20-2026
თიბისი კაპიტალის ექსკლუზიური მხარდაჭერით, ლოპოტამ $20-მილიონიანი ობლიგაციების სადებიუტო პროგრამის ფარგლებში, აშშ დოლარისა და ევროს ტრანშები სრულად განათავსა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალის ექსკლუზიური მხარდაჭერით, ლოპოტამ $20-მილიონიანი ობლიგაციების სადებიუტო პროგრამის ფარგლებში, აშშ დოლარისა და ევროს ტრანშები სრულად განათავსა

18:18 08-19-2026
განახლებული მობაილ ბანკი ლიბერთის მომხმარებლებისთვის
ახალი ამბები

განახლებული მობაილ ბანკი ლიბერთის მომხმარებლებისთვის

18:13 08-19-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved