• რეკლამა
  • კონტაქტი
03:29, ხუთშაბათი, 16 ოქტომბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რა უნდა გაეკეთებია გახარიას გადადგომამდე? – მსხვერპლი და “ოცნების” აგრესიული ფრთის” გამარჯვება – ზურაბ ჯიბღაშვილი

ალია ავტორი - ალია
22:01 03-23-2021
- ახალი ამბები, მთავარი, რედაქტორის რჩევით
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
37

დღეს უკვე ბევრი საუბრობს იმაზე, რომ გახარია კი არ უნდა გადამდგარიყო, არამედ, ისე უნდა მოქცეულიყო, როგორც ქვეყნის პირველ პირს შეეფერება და თუ საფრთხეს ხედავდა, ეს საფრთხე უნდა აღეკვეთა.

თუმცა, მხოლოდ “ალიას” მკითხველს ახსოვს, რომ პირველმა გახარიას ამ შეცდომაზე კონსტიტუციონალისტი ზურაბ ჯიბღაშვილმა სწორედ “ალიასთან” და სწორედ 18 თებერვალს თქვა, გახარიას გადადგომიდან რამდენიმე საათში, გამომდინარე იქედან, რომ მას კარგად აქვე ახსნილი მიზეზი, რატომ არ უნდა გადამდგარიყო გახარია, სანამ საფრთხეს არ გაანეიტრალებდა – გთავაზობთ ნაწყვეტს მისი ინტერვიუდან.

სამართლის დოქტორი, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, კონსტიტუციონალისტი ზურაბ ჯიბღაშვილი:

გახარიამ უნდა გააკეთოს პოლიტიკური განცხადება, კვირიკაშვილისგან განსხვავებით და უნდა თქვას, რომ პოლიტიკაში რჩება – ამით უნდა დაუდოს დასაბამი უმრავლესობის პოლიტიკური ფრთის რღვევას.

რაც შეეხება ოპოზიციის სახით მობრუნებას, ლოგიკური კითხვაა, შეიძლება თვლის, რომ გაისუფთავებს თავს და ამ ფონს გამოიყენებს მოსაბრუნებლად, მით უფრო, რომ ოპოზიციის საერთო სიხარულის ფონზე, თუმცა, სიმართლე გითხრათ, მე ამ სიხარულს ვერ ვხნი. შესაძლოა, გახარიამ იფიქრა, რატომ გავისვარო მეორედ და მერე გამაგდოთ, მოდი, თავად წავალო და ერთი თქვენიცო… თუმცა, ერთი რამ ფაქტია, გახარია არ იყო გულწრფელი თავის გადაწყვეტილებაში.

პარტიის ლიდერებმა თავად თქვეს, რომ პარტიაში იხილებოდა მელიას ამბავი და დაადასტურეს ამით, რომ სასამართლომ ნოტარიუსის ფუნქცია შეასრულა. ეს პოლიტიკურო პროცესი იყო, მიუხედავად იმისა, რამდენად შეიძლება იყოს, ან არ იყოს მელია კანონთან პირნათელი, გუშინდელი სასამართლო პროცესი მთლიანად პოლიტიკური მოტივაციით  იყო შემდგარი.

რაც შეეხება შსს-ს მოქმედებს, ეს ამ პოლიტიკური პროცესის ჭრილშივე უნდა დავინახოთ – გახარიასთან დაპირისპირებული ოცნების აგრესიული ფრთის შემადგენელი კომპონენტია ეს. კობახიძემ დღეს რაც თქვა, მელიას რომ მოუწოდებს მორჩილებისკენ, სწორედ ამ ურთიერთკავშირს წარმოაჩენს. კობახიზე ახლა ამას ალაგებს, რომ გომელაური ოცნების აგრესიული ფრთის პარტნიორი აღმოჩნდეს ამ სიტუაციაში.

ეს რომ გახარიას სრულფასოვანი პრემიერობის პერიოდი ყოფილიყო, მას სულ მცირე, გომელაური უნდა მოეხსნა მინისტრობიდან და მერე გადამდგარიყო. ეს პოლიტიკური ნაბიჯი უნდა გადაედგა, მინიმუმ.

თუ აგრესია არსებობს ხელისუფლებაში, რომლის პარტნიორადაც ის არ გამოდგება და თუ მას გულწრფელად სურდა მოქმედება, მას ზუსტად იმაზე უნდა აეღო პასუხისმგებლობა, რომ ეს აგრესია აღეკვეთა, გომელაურის მოხსნის სახით – აი, ეს იქნებოდა პოლიტიკური განაცხადი. ახლა კი, ის უბრალოდ განერიდა ამ პროცესებს – ის ახლა ამ პოლიტიკური პროცესების მსხვერპლია.

პარტიის დილანდელი ბრიფინგი რა იყო? იმის შეჯამება, რომ პარტიაში გაიმარჯვა აგრესიულმა ფრთამ – გახარიამ ვერ აღასრულა სამართალიო, განაცხადეს და ამით გვითხრეს ის, რომ ისევ კანონებს ეფარებიან, ნაცვლად სამართლისა. როცა ამბობენ, გახარიამ ვერ შესძლო აღსრულება და ახლა პრემიერი აღარ არისო, ამ ფონზე გადაავადა შსს-მ მელიას დაკავება, თუმცა, ამის გაკეთებაზე ბოლომდე ხელი არ აუღია. მომდევნო დღეები ყველაფერს გვაჩვენებს.

დღეს ვხედავთ იმას, რომ აგრესიულმა ფრთამ გაიმარჯვა. სიტუაცია გადატყდა და რიგგარეშე არჩევნებიღაა დასანიშნი – მე ასე ოპტიმისტურად არ ვუყურებ ამას. სამწუხაროდ, სხვა მოლოდინი მაქვს – აგრესიულმა პოლიტიკამ გაიმარჯვა და ამ აგრესიას და უკომპრომისობას ექნება თავისი პოლიტიკური გაგრძელება.

ალია

თეგები: გიორგი გახარიაზურაბ ჯიბღაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025
“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”
ახალი ამბები

“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”

02:52 08-21-2025
პირადი: 150 მილიონის მიტაცება, “მკვლელი მატარებლები” – უსაფრთხოების დარღვევა და მასშტაბური კორუფცია “რკინიგზაში” – გია ყრუაშვილის სკანდალური, ექსკლუზიური ინტერვიუ
ახალი ამბები

“ზუსტად ასე დაწერეთ, “რკინიგზამ”, ჩემი ავადმყოფი შვილი, გაწირა სასიკვდილოდ” – გია ყრუაშვილი

14:56 08-20-2025

ბიზნესი

სელფი მობაილის ქსელის სიახლეები
ახალი ამბები

სელფი მობაილის ქსელის სიახლეები

13:48 10-15-2025
თიბისი საერთაშორისო შოპინგის მოყვარულთათვის- ისარგებლეთ, 30%-იანი ფასდაკლებით Trendyol-ზე
ახალი ამბები

თიბისი საერთაშორისო შოპინგის მოყვარულთათვის- ისარგებლეთ, 30%-იანი ფასდაკლებით Trendyol-ზე

18:35 10-13-2025
თიბისის შეთავაზებები სტუდენტებისთვის
ახალი ამბები

თიბისის შეთავაზებები სტუდენტებისთვის

17:25 10-10-2025
თიბისის განსაკუთრებული შეთავაზებები მოსწავლეებისთვის
ახალი ამბები

თიბისის განსაკუთრებული შეთავაზებები მოსწავლეებისთვის

18:00 10-09-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved