ეკონომიკის ექსპერტები ქვეყანაში სრულ ლოკდაუნს არ ემხრობიან, თუმცა ამბობენ, რომ აუცილებელია შეზღუდვების გამკაცრება, წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი, როგორც ჯანდაცვაში, ისე მთელ ეკონომიკაში, დრამატულ სცენარებს პროგნოზირებენ. მათი მტკიცებით, თუ შეზღუდვების გამკაცრების გადაწყვეტილება დროულად არ მიიღეს, ლოკდაუნი ბუნებრივად დადგება თავად ყოველგვარი გამოცხადების გარეშე.
ექსპერტი ვახტანგ ჭარაია ამბობს, რომ ის ხარჯი, რომელიც ჯანდაცვაზე ქვეყანას ყოველდღიურად სჭირდება, დღეს ისეთ ნიშნულზეა, რომ მისი არამცთუ გაზრდა, ასეთ დონეზე შენარჩუნება, საქართველოს ეკონომიკურად კიდევ უფრო გააღარიბებს.
“ერთი პაციენტის მკურნალობა საავადმყოფოში დღეში, დახლოებით, 250 ლარი გვიჯდება, სასტუმროში – ასი ლარი, ერთი ტესტი, რომელიც დღესში 10 ათასი ტარდება, 120 ლარი ჯდება, შესაბამისად, თვეში ჯამურად 100 მლნ ლარი გვეხარჯება სახელმწიფო ბიუჯეტიდან ჯერ კიდევ პიკზე არ მისული პანდემიის ფინზე. თუ მდგომარეობა გართულდება, შესაძლოა, ეს მაჩვენებელი 2-2,5-ჯერ გაიზარდოს. შესაბამისად, ბიუჯეტზე ფინანსური ტვირთი ძლიან დიდია. ამას ემატება ის, რომ ბიუჯეტს დააკლდება შემოსავლები, რის გამოც, შეიძლება კიდევ ერთხელ საგარეო ვალის აღება მოგვიწიოს, ან მოსახლეობას ვერ დავეხმაროთ იმ დოზით, როგორც მას სჭირდება,” – ამბობს ჭარაია.
report.ge














კომენტარები