• რეკლამა
  • კონტაქტი
08:25, ორშაბათი, 5 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რა ცვლილებები შევა „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ კანონში

ალია ავტორი - ალია
14:22 04-03-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
225

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ კანონში ცვლილება განიხილა.

ავტომობილი, რომლის წლოვანება 40 წელიწადს აღემატება, შესაბამისი კრიტერიუმებით წარმოადგენს ისტორიულ, კულტურულ ღირებულებას და შესაძლებელია გამოყენებული იქნეს საკოლექციო ექსპონატად, ჩაითვლება კლასიკურ ავტომობილად. შესაბამისი კანონპროექტი დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ წარადგინა.

მომხსენებლის განმარტებით, „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებით ქვეყანაში შემოდის ევროპული რეგულაციები კლასიკურ ავტომობილებთან დაკავშირებით.

„ხელისუფლება ატარებს რეფორმას ტრანსპორტის მიმართულებით, რომლის ერთ-ერთი კომპონენტია რეგულაციები, რომელიც ხელს უწყობს ავტოპარკის განახლებას იმგვარად, რომ ერთი მხრივ, ის დარჩეს ხელმისაწვდომი, მეორე მხრივ, მაქსიმალურად თავსებადი ეკოლოგიასთან. რეფორმებით ხელისუფლებამ მაქსიმალურად წაახალისა ელექტრო და ჰიბრიდული ავტომობილების იმპორტი. ამ ფონზე ჩვენ გთავაზობთ ევროპულ რეგულაციებს კლასიკურ ავტომობილებთან დაკავშირებით. შესაბამისად რეფორმების საერთო რეგულაციებში არ უნდა მოხდეს იმ მნიშვნელოვანი სფეროს და სექტორის დაზიანება, რასაც ჰქვია კლასიკური, ისტორიული ავტომობილები“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

მისი განმარტებით, ცვლილება ასევე განხორციელდება „საქართველოს საგადასახადო კოდექსში“. აღნიშნული პროექტებით კანონმდებლობაში კლასიკური ავტომობილების განსაზღვრების შემოტანის გარდა, მთავრობა დაარეგულირებს სფეროს იმგვარად, რომ მფლობელს გაუადვილდეს ასეთი ავტომობილების ექსპლუატაცია. ასევე, შემცირდება და ევროპის მსგავსად დაწესდება განბაჟების ტარიფი.

კომიტეტმა საკანონმდებლო ცვლილებებს მხარი დაუჭირა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

18:13 10-02-2026
ბაზისბანკის გენერალური სპონსორობით მარჯანიშვილის თეატრი 99-ე სეზონს იწყებს
ახალი ამბები

ბაზისბანკის გენერალური სპონსორობით მარჯანიშვილის თეატრი 99-ე სეზონს იწყებს

16:20 10-02-2026
თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, YouTube ბიზნესშოუ – Punchline Profit
ახალი ამბები

თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, YouTube ბიზნესშოუ – Punchline Profit

15:31 10-02-2026
ჩაირთე მრავალფეროვანი პაკეტები სილქფესტის აქციით!
ახალი ამბები

ჩაირთე მრავალფეროვანი პაკეტები სილქფესტის აქციით!

12:09 10-02-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved