• რეკლამა
  • კონტაქტი
00:33, ორშაბათი, 10 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რა თქვა პროცესზე “მწვანე სკოლის” დაცვამ, რომელიც ლუკას დაკითხვას დაესწრო?

ალია ავტორი - ალია
18:19 06-23-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
37

თბილისის საქალაქო სასამართლოში არასრულწლოვან ლუკა სირაძის საქმეზე ბრალდებული მარიანა ჩოლოიანის საქმეზე მორიგი პროცესი გაიმართა.

დღევანდელ პროცესზე ბრალდების მხარის ერთი მოწმე დაიკითხა. პროკურორის განცხადებით, მოწმე „მწვანე სკოლის“ დაცვის სამსახურის წარმომადგენელია, რომელიც პოლიციაში ლუკა სირაძის დაკითხვას შეესწრო და მარიანა ჩოლოიანის მხრიდან ზეწოლის ფაქტიც დაადასტურა:

„მოხდა ერთი მოწმის დაკითხვა, ეს გახლავთ „მწვანე სკოლის“ უსაფრთხოების თანამშრომელი, რომელმაც გამოძიებას მისცა ინფორმაცია იმ ფაქტებთან დაკავშირებით, რომელიც განხორციელდა არასრულწლოვან ლუკა სირაძის მიმართ 2019 წლის 10 დეკემბერს.

მან დაადასტურა, რომ გამომძიებელ მარიანა ჩოლოიანის მხრიდან ადგილი ჰქონდა ჩვენების მიცემის მიზნით ზემოქმედებას არასრულწლოვან ლუკა სირაძის მიმართ.

უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელი იმ პერიოდში, როდესაც არასრულწლოვანი ლუკა სირაძე იმყოფებოდა პოლიციის განყოფილებაში ბრალდებულ მარიანა ჩოლოიანთან, ასევე ესწრებოდა პროცესს გარკვეული დროის განმავლობაში.

აღნიშნულ დაკითხვაზე იმყოფებოდა პოლიციის იმავე განყოფილებაში არასრულწლოვანთან და მის კანონიერ წარმომადგენელთან ერთად.

შესაბამისად, ის არის ფაქტის უშუალო შემსწრე, მან პირდაპირ დაასახელა და აღნიშნა, რომ ბრალდებულის მიერ ადგილი ჰქონდა მოწმეზე ზემოქმედებას. ნახსენები იყო ასევე არასრულწლოვნის ძმა – ბრალდებულ მარიანა ჩოლოიანის განმარტებით, იმ შემთხვევაში, თუ არასრულწლოვანი ლუკა სირაძე არ აღიარებდა დანაშაულს, მის ძმას, რომელიც სწავლობდა გორის სამხედრო აკადემიაში, პრობლემები შეექმნებოდა. აღნიშნული გარემოება დადასტურებულია, როგორც სახელმწიფო ინსპექტორის საგამოძიებო სამსახურის მიერ წარმოებულ სისხლის სამართლის გამოკითხვის ოქმებში, ასევე სასამართლოში“

დაცვის მხარე, კერძოდ, ადვოკატი გაგი მოსიაშვილი რომელმაც იგივე მოწმის ჩვენება განსხვავებულად აღიქვა, ამბობს:

მოწმეს, რომელიც დაკითხვის მომენტს შეესწრო, ზეწოლის ფაქტზე არ უსაუბრია და აღნიშნა, რომ მარიანა ჩოლოიანმა ლუკა სირაძეს მხოლოდ განუმარტა, რომ დანაშაულის აღიარების შემთხვევაში, უწყება მეტად ჰუმანურ გადაწყვეტილებას მიიღებდა მის მიმართ. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა, პრობლემები შექმნოდა.

„მოწმის ჩვენებით გავიგეთ ის, რომ შეესწრო ფაქტობრივ გარემოებას, როდესაც საგამოძიებო ორგანოში გამომძიებელმა ლუკა სირაძესა და მის ოჯახს მიაწოდეს ინფორმაცია, თუ აღიარებდა დანაშაულს, მაშინ შეიძლებოდა, პრობლემა არაფერი ყოფილიყო; თუ არ აღიარებდა, ამ შემთხვევაში, გარკვეული სახის პრობლემები შეიძლებოდა, შექმნოდა. ნებისმიერ ასეთ სიტუაციაში განუმარტავენ პირს, თუ აღიარებს კონკრეტულ ქმედებას, ეს არის შემამსუბუქებელი გარემოება თუ არ აღიარებს, ეს არის დამამძიმებელი გარემოება. მოწმის შეფასებით, სწორედ ამგვარი სახის უფლებების განმარტებაზე იყო საუბარი საგამოძიებო უწყებაში. ეს მისი აღქმით არ არის მუქარა, არც ძალადობა, ეს არის კონკრეტული ფაქტის კონსტატაცია. მისი, როგორც ობიექტური პირის ჩვენება იძლევა საფუძველს, რომ არანაირი სახის ძალადობა, არანაირი სახის მუქარა, ზეწოლა ჩვენების მიცემისთვის კონკრეტულად პირის მოწმით დაკითხვის შემთხვევაში არ ყოფილა მარიანა ჩოლოიანის მიერ. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მარიანა ჩოლოიანის მიმართ ბრალი დაუსაბუთებლად არის წარდგენილი“

დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის მთავარი სამმართველოს პირველი განყოფილების გამომძიებელს 15 წლის ლუკა სირაძის ჩვენების იძულება ედება ბრალად. 15 წლის მოზარდი ლუკა სირაძე, რომელმაც პოლიციაში გამოკითხვის შემდეგ თვითმკვლელობა სცადა, 17 დეკემბერს საავადმყოფოში გარდაიცვალა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025

ბიზნესი

ორიგინალური წვეულება – როგორ ვიქირავოთ მანქანა დღესასწაულისთვის?
ახალი ამბები

ორიგინალური წვეულება – როგორ ვიქირავოთ მანქანა დღესასწაულისთვის?

20:52 11-07-2025
4 მითი გერმანული ენის გრამატიკაზე – რა ნიშნით შეგიძლია გამოიცნო პროფესიონალი?
ახალი ამბები

4 მითი გერმანული ენის გრამატიკაზე – რა ნიშნით შეგიძლია გამოიცნო პროფესიონალი?

18:15 11-07-2025
ბორჯღალოსნები ნოემბრის ტესტებს იწყებენ – ერთად გავიმარჯვებთ – თიბისისთან ერთად
ახალი ამბები

ბორჯღალოსნები ნოემბრის ტესტებს იწყებენ – ერთად გავიმარჯვებთ – თიბისისთან ერთად

18:15 11-07-2025
თიბისის მხარდაჭერით, სანდო ბანკინგის შესახებ რეგიონული კონფერენცია ჩატარდა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, სანდო ბანკინგის შესახებ რეგიონული კონფერენცია ჩატარდა

15:58 11-07-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved