• რეკლამა
  • კონტაქტი
10:56, ხუთშაბათი, 9 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რა თანხის გადახდა მოუწევთ ფიზიკურ პირებს Booking.com-ზე

ალია ავტორი - ალია
13:22 07-20-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
55

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური რეგისტრაციის პორტალის – BOOKING.COM-ის მიერ, მომსახურების ტარიფის გადახდის ახალ პირობებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

ფიზიკური პირი, რომელიც ბინას booking.com-ის საშუალებით აქირავებს, მის მიერ გადახდილ თანხას booking.com აქამდეც 15-25%-მდე ბეგრავდა, ცვლილებების მიხედვით, რომელიც ძალაში 1 აგვისტოდან უნდა შევიდეს, სწორედ ამ თანხის 18%-ის გადახდა მოუწევს უშუალოდ booking.com-ს.

“იმ შემთხვევაში თუ პირს აქვს შემოსავალი booking.com-დან პირობითად თვეში 1000 ლარი, ამ შემთხვევაში 15%-ის გადახდა უწევდა პლატფორმისთვის, რაც არის 150 ლარი. ახალი რეგულაციით, ამ 15%-ის, ანუ 150 ლარის 18% უნდა გაიხადოს, რაც არის 27 ლარი. ანუ გამქირავებელს 150 ლარის ნაცვლად 177 ლარის გადახდა მოუწევს”, – აცხადებს კომპანია booking master-ის წარმომადგენელი თამარ კონცელიძე.

ცვლილებები დღგ-ს 18%-ის გადახდას ფაქტია თავად უცხოურ კომპანიებს ავალდებულებს. თუმცა როგორც ის სუბიექტები ყვებიან, რომლებიც სწორედ booking.com-ით აქირავებენ ბინებს, იმ წერილში, რომელიც პლატფორმამ გაავრცელა, აღნიშნულია, რომ ამ გადასახადის გადახდას booking.com-ის ადმინისტრაცია ფიზიკურ პირებს ავალდებულებს.

აქვე გაცნობებთ , რომ საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების შეთანხმების თანახმად 2021 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდა ცვლილებები საგადასახადო კანონმდებლობაში, რომლის მიზანია საქართველოს დღგ-ის კანონმდებლობის ევროპულ კანონდებლობასთან დაახლოვება.

აღნიშნული რეფორმის ფარგლებში, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურსა და მულტინაციონალურ კორპორაციებს (BOOKING, GOOGLE, FACEBOOK, YOUTUBE, NETFLIX, SPOTIFY და ა.შ.) შორის მიმდინარეობს აქტიური კომუნიკაცია დღგ-ის საანგარიშო პერიოდის განსაზღვრისა და საქართველოს ბიუჯეტში ჩარიცხვის ვალდებულების ახალი გამარტივებული წესის შესახებ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

16:35 04-08-2026
„არაჩვეულებრივი გზავნილი“ – ლიბერთის კამპანია საერთაშორისო ფულად გზავნილებზე დაიწყო
ახალი ამბები

„არაჩვეულებრივი გზავნილი“ – ლიბერთის კამპანია საერთაშორისო ფულად გზავნილებზე დაიწყო

14:12 04-07-2026
ვის შეუძლია ჩაიტაროს მხედველობის ლაზერული კორექცია და რომელ კლინიკაში დაინერგა ახალი ტექნოლოგიური მიღწევები?
ახალი ამბები

ვის შეუძლია ჩაიტაროს მხედველობის ლაზერული კორექცია და რომელ კლინიკაში დაინერგა ახალი ტექნოლოგიური მიღწევები?

17:52 04-06-2026
თიბისის მოსწავლის ბარათი- მარტივი გზა ფინანსური დამოუკიდებლობისა და გონივრული ხარჯვისთვის
ახალი ამბები

თიბისის მოსწავლის ბარათი- მარტივი გზა ფინანსური დამოუკიდებლობისა და გონივრული ხარჯვისთვის

14:22 04-06-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved