• რეკლამა
  • კონტაქტი
19:14, პარასკევი, 11 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რა ტენდენციებს მოიტანს შავი მთვარის (ლილიტის) ქალწულის ზოდიაქოში გადასვლა – რამაზ გიგაური

ალია ავტორი - ალია
19:50 10-02-2023
- ახალი ამბები, სხვადასხვა
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
2,047

ასტროლოგი რამაზ გიგაური სოციალურ ქსელში ინფორმაციას აქვეყნებს:

,,ხვალ, 3 ოქტომბერს შავი მთვარე (ლილიტი) ქალწულის ზოდიაქოში გადავა და იქ 2024 წლის 29 ივნისამდე დარჩება.
შავი მთვარე – ასტროლოგიაში ფიქტიურ პლანეტად მიიჩნევა და მისი გაშიფვრა კონკრეტულ ადამიანთან მიმართებაში მისი კარმული ჰოროსკოპის მიხედვით არის შესაძლებელი.
ასტრონომიულად ლილიტი – მთვარის ორბიტის აპოგეაა, ანუ დედამიწიდან ყველაზე შორს მდებარე წერტილია. მითოლოგიასა და ეზოთერულ რელიგიაში კი ლილიტი – ადამის პირველ ცოლად მიიჩნევა. ერთ-ერთი ვერსიით, ლილიტი ადამს ცოლად ევამდე ჰყავდა და მათი ქორწინება განხეთქილებით დასრულდა. სწორედ ამის შემდეგ გადაიქცა ლილიტი მაცდუნებელ დემონად.
ასტროლოგიური თვალსაზრისით, ლილიტი მიანიშნებს იმ დაგროვილ „კარმულ ვალზე“. ეს არის ადამიანში ის ნეგატიური საწყისი, რომლის მეშვეობით ცდუნდება ადამიანი, „გადის ჩარჩოებიდან“, რაც ხშირად ეს მოულოდნელი პრობლემების შექმნით, ასევე ფსიქოლოგიური თუ ფიზიკური ნგრევით სრულდება.
ბუნებრივია, ლილიტს (შავ მთვარეს) არ უნდა „მივაწეროთ“ გადაჭარბებული ასტროლოგიური გავლენა და ამის გამო შიშით არ უნდა ველოდოთ მის რომელიმე ინგრესიას ან თუნდაც რომელიმე კონკრეტული ადამიანის პირად ჰოროსკოპში მის რეზონანსს.
რაც შეეხება ლილიტის ინგრესიას ქალწულის ნიშანში. ამ ნიშანს ასტროლოგიურად მერკური მართავს. აქედან გამომდინარე 2023 წლის 3 ოქტომბრიდან 2024 წლის 29 ივნისის ჩათვლით, ლილიტის (შავი მთვარის) მმართველი (სიგნიფიკატორი) სწორედ მერკური ხდება.

რისი ნეგატიური გავლენა მოიმატებს:
* მერკური – ეს არის აზრი, სიტყვა, ინფორმაცია, ცოდნა, სწავლა, კონტაქტი, კავშირი, გადაადგილება. ასე რომ, ამ პერიოდში ამ ყველაფერთან მიმართებაში იმატებს ცდუნებისა და შეცდომების დაშვების ალბათობა. ერთია რას ამბობს ადამიანი და მეორე რას იგებს, როგორ აღიქვამს მეორე. ასე რომ, მოსალოდნელია როგორც ადამიანებს, ისე კომპანიებს შორის ამ გაგების, ასევე კონტაქტის, კავშირის დამყარების პრობლემები შეიქმნას.
* გარდა ამისა, ამ პერიოდში მოიმატებს ნევროზულობის, შფოთვის და განგაშის განცდა. გაძლიერდება ფობიებიც. ამიტომ საჭირო იქნება ნეგატიური ინფორმაციის „გაფილტვრა“ და „ტოქსიკური“ ურთიერთობების მაქსიმალურად შეზღუდვა. ამ პერიოდში ყველა არასაჭირო ინფორმაცია და არასაჭირო კავშირები ადამიანს აცდუნებს, ანევროზებს და შფოთვას ჰგვრის. ამ პერიოდში ყურადღებას ითხოვს ჯანმრთელობის საკითხები, განსაკუთრებით ფსიქოლოგიური ფაქტორები, რადგან მოიმატებს იპოქონდრიის ალბათობა და ბევრ ადამიანს გაუჩნდება იმის შეგრძნება, რომ რაღაც აწუხებს (თუმცა სინამდვილეში შესაძლებელია, რომ ეს საერთოდ არ იყოს ასე).
* გარდა ამისა, ადამიანებში დაქვეითდება ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის გრძნობა, რაც შესასრულებელ საქმეებზე უარყოფითად აისახება. ამიტომ საჭირო გახდება მეტი პასუხისმგებლობის გამოჩენა.
* ამ პერიოდში ადამიანებში ასევე მოიმატებს კრიტიკულობისა და ცინიზმის ალბათობაც, რაც მოსალოდნელია ურთიერთობების გაუარესებისთვის დამატებითი ნეგატიური იმპულსი გახდეს. აქედან გამომდინარე, ურთიერთობებში საჭირო იქნება გულისხმიერების, მეგობრულობისა და ტაქტიანობის გამოვლენა.
* ამ პერიოდში ინფორმაცია აუცილებლად უნდა გადამოწმდეს, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ადამიანი გახდეს მეტისმეტად მეწვრილმანე და პერფექციონისტი. წვრილმანებზე მეტისმეტი გამოკიდება და ჩაციკვლა ბევრ ადამიანს მთავარი საკითხის (პრობლემის) დანახვის საშუალებას შეუზღუდავს და შეუმცირებს. იგივე ეხება ფინანსურ საკითხებში ეკონომიურობასაც. საერთოდ, რაიმე რესურსების დაზოგვის გამო არ არის გამორიცხული, რომ ზოგი ადამიანი გაცილებით უარეს სიტუაციაში აღმოჩნდეს ან ახლობელ ადამიანები გაანაწყენოს. აქ ზომიერების დაცვა ძალიან კარგი იქნება.
* ამ პერიოდში არასასურველია რისკზე წასვლა სამსახურთან მიმართებაში და დაუგეგმავი სამსახურებრივი ცვლილებებიც მოსალოდნელია ამას მაცდუნებელი ფორმა ჰქონდეს და უკეთესის ძიებაში ბევრმა ადამიანმა ძველიც დაკარგოს.
* ყურადღებას ითხოვს შინაურ ცხოველებთან ურთიერთობები. მათი ჯანმრთელობაზე ზრუნვა და უსაფრთხოება ამ პერიოდში ძალიან მნიშვნელოვანი გახდება.

ამ პერიოდში სასურველია:
* გაარჩიოთ, დაალაგოთ, დაახარისხოთ ინფორმაცია და რაც მთავარია, გამიჯნოთ საჭირო – არასაჭიროსგან;
* მაქსიმალურად შეამციროთ არასასურველია ინფორმაციის მიღება;
* არ გადაიღალოთ მენტალურად;
* მშვიდად წარმართოთ საქმიანი ურთიერთობები;
* მოერიდოთ სამსახურებრივი ურთიერთობების გართულებას და სამსახურში ძველი პრობლემების გარკვევას;
* გაასაიდუმლოოთ ის ინფორმაცია, რომლის გამჟღავნებამ მოსალოდნელია პრობლემები შეგიქმნათ ან თქვენი წინსვლა დაამუხრუჭოს;
* ზუსტად და მკაფიოდ გადასცეთ ინფორმაცია, რათა ადამიანებმა თქვენი ბუნდოვანი ან ორაზროვანი სიტყვები სხვანაირად არ გაიგონ.

[ბუნებრივია, ეს პერიოდი ნეგატიური იქნება ქალწულის ნიშნით დაბადებული ადამიანებისთვის და ასევე მათთვის, ვისაც პირად ჰოროსკოპში ქალწულის ნიშნის ძლიერი გავლენა გააჩნია]”

 

თეგები: რამაზ გიგაური

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

მეტი დრო ინვესტირებისთვის — თიბისის მობაილბანკის ინვესტიციების პლატფორმაზე სავაჭრო საათები გაიზარდა
ახალი ამბები

მეტი დრო ინვესტირებისთვის — თიბისის მობაილბანკის ინვესტიციების პლატფორმაზე სავაჭრო საათები გაიზარდა

17:15 09-11-2026
თიბისის მობაილბანკის აგვისტოს განახლებები – კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობა ერთ სივრცეში
ახალი ამბები

თიბისის მობაილბანკის აგვისტოს განახლებები – კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობა ერთ სივრცეში

14:23 09-11-2026
თიბისის ბარათებზე Back to school შეთავაზებები გრძელდება
ახალი ამბები

თიბისის ბარათებზე Back to school შეთავაზებები გრძელდება

13:52 09-11-2026
წინანდლის ამფითეატრის სცენაზე მალერის “აღდგომა” შესრულდა
ახალი ამბები

წინანდლის ამფითეატრის სცენაზე მალერის “აღდგომა” შესრულდა

13:44 09-11-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved