ლევან ჯავახიშვილი
ბოლო პერიოდში ლარი გამყარდა და ამის მთავარი მიზეზი, რუსეთიდან ასეულ ათასობით ადამიანის შემოსვლაა, რომელთა დიდი ნაწილი დამკვიდრდა საქართველოში და პერმანენტულად ახურდვებენ უცხოურ ვალუტას. ასევე, ქართულ ბანკებში ევროპული და ამერიკული ბანკებიდან გადმოირიცხა რუსეთის მოქალქეების უზარმაზარი თანხები. ძირითადად იმ პერსონებისა, რომლებიც, მომავალში, შესაძლოა, სანქცირებულთა სიაში აღმოჩნდნენ და ამ მათთვის ბანკებში შენახული ფული კონკრეტულ ქვეყნებს გაეყინათ. თუმცა, „ალიას“ წყარო აცხადებს, რომ გარკვეული წვლილი ლარის გამყრებაში ქართველმა მულტიმილიონერებმაც შეიტანეს – ბიზნესმენებმა, პოლიტიკოსებმა და ჩინოვნიკებმა. კერძოდ, რუსების მსგავსად, ევროპულ და ამერიკულ ბანკებში შენახული ფული, მათაც ქართულ ბანკებში გადმოიტანეს. ცხადია, ეს ის ხალხია, ვინც მომავალში, შესაძლოა, ევროკავშირის ან ამერიკის მიერ დასანქცირდნენ, ან ორივესგან ერთად. წყარო აცხადებს, რომ ბოლო ერთ თვეში, მინიმუმ, ქართველების 10 მილიარდი დოლარი უცხოური ბანკებიდან ქართულ ბანკებში გადმოვიდა.
კომენტარები