საგანგებო მდგომარეობა და კომენდანტის საათი უქმდება, 3 კაცის გადაყვანის შეზღუდვა მხოლოდ ტაქსებზე გავრცელდება, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე განაცხადა.
ამასთან, გიორგი გახარიას თქმით, გაუქმდება საკარანტინო რეჟიმი ბოლნისის მუნიციპალიტეტში და დარჩება მხოლოდ 2 სოფელში.
შეზღუდვები გრძელდება შემდეგი მიმართულებით:
- საჰაერო და სახმელეთო მიმოსვლა
- არ იმუშავებს მუნიციპალური ტრანსპორტი
- რესტორნები ადგილზე მომსახურებით ვერ იმუშავებენ
- სავაჭრო ცენტრები, კერძოდ კი მოლები, დახურული რჩება
- სპორტულ-გამაჯანსაღებელი აქტივობები დახურული რჩება
- ტაქსებში 3 ადამიანზე მეტის ყოფნა ისევ აკრძალულია
კომენტარები