ჯანდაცვის მინისტრის, ზურაბ აზარაშვილის თქმით, “პანდემია დასასრულს უახლოვდება” და დადებითი ტენდენციიდან გამომდინარე საკოორდინაციო საბჭომ რიგი შეზღუდვები გააუქმა:
- 28 მარტიდან უქმდება ღია სივრცეში პირბადის ტარების ვალდებულება;
- უქმდება რაოდენობრივი შეზღუდვა როგორც საზოგადოებრივი კვების ობიექტებზე, ასევე სპორტულ, სახელოვნებო თუ სხვა სახის, მათ შორის, სოციალურ ღონისძიებებზე;
- ე.წ დისტანციურ სამუშაო გრაფიკზე მყოფი თანამშრომლები თავიანთ სამუშაო ადგილებს დაუბრუნდებიან.
- უქმდება თვითიზოლაციის ვალდებულება საქართველოს იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც ქვეყანაში PCR ტესტის გარეშე ბრუნდებიან.
საბჭოს გადაწყვეტილებით, კვლავ სავალდებულოა დახურულ სივრცეებსა და საზოგადოებრივ ტრანსპორტში პირბადის ტარება.
კომენტარები