• რეკლამა
  • კონტაქტი
11:21, ხუთშაბათი, 21 აგვისტო, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რა შეცდომები დაუშვა ხელისუფლებამ „გაბუნიას საქმეში“

ალია ავტორი - ალია
03:13 07-02-2020
- ახალი ამბები, მთავარი, რედაქტორის რჩევით
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
23

„ალია“ ესაუბრება უშიშროების ყოფილ მინისტრს, კონსტიტუციონალისტს ვალერი ხაბურძანიას:

-კომენტარი ვნახე თქვენი რამდენიმე პოსტის ქვეშ, სოციალურ ქსელში, სადაც ამბობდით, რომ გაბუნიას შეკვეთილი მკვლელობის საქმის ფარგლებში, ყალბი საბუთების გამოყენებისთვის დაკავებულ ბოკოვზე თქვენი ვარაუდი გაქვთ, რას გულისხმობდით?


 – სამწუხაროდ, თუ საბედნიეროდ, მე არა მაქვს დამატებითი ინფორმაცია, მაგრამ რაც ოფიციალური ან არაოფიციალური განცხადებებიდან გავიგე – შემიძლია ხელისუფლებას ვურჩიო, რომ ამ საქმეზე იყოს მეტი გამჭირვალობა, თამასა აწიეს, შეარქვეს უკვე სახელი, რომ ეს იყო მკვლელობის მომზადება, თუ ამ შედეგს არ დააყენებენ, ძალიან გაუჭირდება ხელისუფლებას მერე იმის ახსნა, რომ აი, ჩვენ გამოძიებას დაველოდეთ და რაღაცა ეს ზღაპრები… ამას ქართული საზოგადოების გარდა უყურებს და ისმენს დასავლეთი და ამერიკა და თუ მერე სხვა შედეგს დადებ, რას იტყვიან?


–  რომ პუტინის ინტერესები დაიცავი…


–  დიახ, მით უფრო რომ უკვე ისედაც აკეთებენ მსგავს განცხადებებს.


– თავიდან თქვეს, საშიში დანაშაული ავიცილეთო და პოლიტიკოსებიც ამბობდნენ, დესტაბილიზაციის დიდი საფრთხე აარიდა ქვეყანას სუს-მაო, მერე კი უცებ განაცხადეს, მოდი, ამ საქმეზე კომენტარები აღარ გავაკეთოთო.

-დაახლოებით ციანიდის საქმეს ჰგავს მიმდინარეობის მიხედვით, არიქა, პატრიარქი გადავარჩინეთო და მერე აღმოჩნდა, რომ სულ სხვა მიმართულებით წავიდა საქმე. ახლაც ვხედავთ, როგორ უჭირს იმ საქმეს და რამდენ ადამიანს არ სჯერა დღემდე. მე მაგალითად, ციანიდის საქმეს, გერმანელ კოლეგებთან ერთად გამოვიძიებდი, ნდობაც მეტი იქნებოდა და ფაქტები. ან იჩქარეს, ან არაპროფესიონალიზმი გამოვლინდა.

-სუს-ი ამბობს, რამდენიმე თვე ვუთვალთვალებდი ბოკოვს და მის მეგობრებსო და სად არიან მისი მეგობრები?

სად უნდა იყვნენ? გააჩნია რა მტკიცებულებები აქვთ და რა თქვა ბოკოვმა, თუ არ აქვთ მტკიცებულება და ბოკოვიც არაფერს ამბობს, როგორ დააკავებენ, რის საფუძველზე?
მე გეტყვით ჩემ ვერსიას, როგორც ხდება ამ ტიპის საქმის გამოძიება. უშიშროებაში მუშაობს ადამიანთა ჯგუფი, ზოგი წინა ხელისუფლებასთან იყო კარგად, ზოგი ახლანდელ ხელისუფლებასთან – შიგნით ძალიან ადვილად შეიძლება სიტუაციის პროვოცირებაც და წაქეზებაც. ოპერატიული თანამშრომლებს კონტაქტი აქვთ იმ ადამიანებთან, ვინც შემოდიან სირიიდან, რუსეთიდან – ეწევიან მათთან ოპერატიული „თამაშებს“ აბა, სხვანაირად მათგან ინფორმაციებს ვერ მოიპოვებენ, მესმის, მაგრამ ხშირად  ეს თამაშები და კონტაქტები, პირად ინტერესებშიც გადადის. მე ვფიქრობ, იქ შიგნით, რაღაც ჯგუფმა მიიღო ინფორმაცია, რომ შესაძლოა გაბუნიას მიმართ განახორციელონ თავდასხმა…  ამ ინფორმაციაზე მერე შეიძლება რაღაცების აგება, იწყება ოპერატიული „თამაში“ და და გრძელდება თემა. ფაქტი ერთია, რომ ინფორმაციამ გაჟონა შიგნიდან, რომელიღაც თანამშრომელმა, რომელსაც კეთილგანწყობა აქვს ნაციონალური მოძრაობის მიმართ, ამის შესახებ, უთხრა გვარამიას, გვარამიამ თავის მხრივ სააკაშვილს და ადეიშვილს. გვარამიამ, როგორც ჩანს იჩქარა, როგორც ადეიშვილი ამბობს და ადეიშვილი ამ ჯგუფში ყველაზე ჭკვიანია, რაც ესმის – ის ესმის… გვარამიამ იჩქარა და მეტი დამაჯერებლობისთვის მიაწება უკრაინის ხელისუფლება და საქართველოს ხელისუფლებას აუწია თამასა – ითქვა, რომ ეს იყო მკვლელობის მომზადება. ახლა ხელისუფლებამ როგორ უნდა, უნდა დააყენოს ეს შედეგი.  შესაბამისად, უკრაინის ხელისუფლებასაც თავისი როლი აქვს უკვე, უნდა თუ არ უნდა, კვალი მიდის უკრაინაში მყოფ ძალებთან, ბოკოვიც თუ უკრაინიდან ჩამოვიდა, უკრაინის სპეცსამსახურმაც უნდა ახსნას, რატომ არ დააკავეს თავის ტერიტორიაზე. შეიძლება საქართველოს უშიშროება მართლაც აკვირდებოდა ამ კაცს და სამჯერ-ოთხჯერ გადაიკვეთა შესაძლებელია გაბუნიასთან, მაგრამ როგორც ახლა ჩანს, საკმარისი მტკიცებულება ხელისუფლებას არ ჰქონდა. შიგნიდან ვიღაცამ ეს სიტუაცია გაყიდა და ახლა უწევთ ფორსირებულ რეჟიმში მუშაობა.

-შეიძლება გვარამიამ განცხადება იჩქარა, მაგრამ ბოკოვის დაკავებამდე ინფორმაცია არ გაუჟღერებია. დაკავება იჩქარა ხელისუფლებამ?

ხელისუფლებამ შეიძლება თქვას, ვაკვირდებოდით, სწავლობდა მარშრუტს და როდის რას იზამდა, არ ვიცოდით, ადამიანის სიცოცხლეს კი საფრთხის ქვეშ ხომ ვერ დავაყენებდით იმის გამო, რომ აუცილებელი მტკიცებულებები მოვიპოვოთო. სხვათა შორის, ეს ინფორმაცია როგორც კი მიიღეს, ყველა წესით და ყველა კანონით, შესაძლო მსხვერპლი უნდა გაეფრთხილებინათ, თუნდაც ეს ინფორმაცია ყოფილიყო ნახევრად სერიოზული, მაინც. მით უფრო, როცა გაქვს ინფორმაცია, რომ კონკრეტული პირია გამოგზავნილი  – ვალდებული ხარ შესაძლო მსხვერპლს გააგებინო. მაგალითად, მე რომ ვიყავი უშიშროების მინისტრი, გია გაჩეჩილაძის (იგივე „გრეჩიხას“) შვილთან დაკავშირებით გვქონდა კონკრეტული ინფორმაცია და ჰკითხეთ, თუ გნებავთ, პირადად, მე თვითონ მივედი მეტი ნდობისთვის და ვუთხარი რა ტიპის ინფორმაცია გვქონდა, შევთავაზეთ ყველანაირი დაცვა და დახმარება. ინფორმაცია იყო წმინდა ოპერატიული, მაგრამ მერჩივნა პრევენციისთვის ზომები მიმეღო. წინა ხელისუფლების დროს, კუდ-მა ჩაატარა  ოპერაცია, აღკვეთა ერთ-ერთი ბიზნესმენის გატაცების მცდელობა, მაგრამ მე როგორც ვიცი, თავად გამოიწვიეს ამის პროვოცირება, წააქეზეს ერთ-ერთი პირი, რომ მოეტაცებინა ბიზნესმენი და როცა დაიწყო კონკრეტული მოქმედება, ამ დროს კუდ-მა ჩაატარა ოპერაცია და ეს კაცი დააკავა. იმ ხელისუფლებას და იმ თანამშრომლებს ჰყოფნიდათ ამისთვის ბოროტება და დამნაშავეობა – საქმე გამოვიდა ასე, ეს ბიზნესმენი გაატაცებინეს ამ კაცს და მისი სიცოცხლე დააყენეს საფრთხის ქვეშ და მერე ვითომ გადაარჩინეს და საქმე გახსნეს. გატაცების მომენტში, იმ წუთას სპეცოპერაცია და იმ წუთას აყვანა, ეს ზღაპრები მოუყვნენ კოდუას. ამ ტიპის ადამიანები ჩემ ყოფილ უწყებაში დარჩენილნი არიან დღემდე – ამიტომ, ასეთ თამაშებსაც არ გამოვრიცხავ… დღეს ხელისუფლება შეცდომას უშვებს, როდესაც სდუმს. როცა საქმეს ეხება არამარტო უწყების და გამოძიების ინტერესებს, არამედ  ცოტა სხვა სახე აქვს უკვე მიღებული, ამ შემთხვევაში, სუს-ის დუმილი და გამოძიების საიდუმლოებაზე აპელირება მიმაჩნია არასწორად.

-რაში ჭირდება სუს-ს ახლა ამ საქმის დეტალების გასაიდუმლოება? რაში დაეხმარება?

ამ საქმეში გამოძიების საიდუმლოებაზე საუბარი უკვე არის სისულელე. გამიკვირდა, ადვოკატი რომ ამბობს, მე ვერ ვიტყვი, გამოძიების საიდუმლოებააო, ადვოკატს, მასალები რომ გაგაცნეს, ნებისმიერი ინფორმაციის გაჟღერება შეგიძლია, თუ არ არის ისეთი სახის სახელმწიფო საიდუმლოება, როგორც არის მაგალითად აგენტის სახელი და გვარი… ის რაც თქვა აგენტმა, შენ დაცვის ქვეშ მყოფთან მიმართებაში, ამის დაფარვა უკვე სისულელეა. საბჭოთა გამოძიებაც კი არ ფარავდა გასაჯაროებული საქმის დეტალებს. რა გამოდის, ადვოკატი არაფერს ამბობს, სუს-ი არაფერს ამბობს და გამოდის გაბუნია და ჰყვება ისე, როგორც უნდა. მას შემდეგ რაც ინფორმაცია საჯარო გახდა, ამის შემდეგ დამატებითი ინფორმაციების მოპოვება მე არ წარმომიდგენია. შემკვეთიც მტკიცებულებებს ხაზებს ჩაჭრის და მტკიცებულებებს გაანადგურებს, შემსრულებელი კი დაკავებული ჰყავთ.

-ეს შემსრულებელი არ იყო, მოთვალთვალე იყოო…

ვიღაც მოკავშირე ხომ ჰყავდა? ვისთვისაც უნდა გადაეცა მასალები. მოკავშირეც თუ არ ჰყავს დასახელებული, უნდა თქვას, რატომ უთვალთვალებდა. თუ თქვა, რომ ვიღაცისთვის უნდა გადამეცა საბუთები, რომ მერე მოეკლათ, ესეც უნდა თქვან. იმაზე აპელირება, რომ ის ვიღაცა ვინც დაასახელა, რომ არ გაფრთხილდეს, ამიტომ არ ვასაჯაროვებთო, ეს არის ზღაპარი, ის ვიღაცა უკვე გაფრთხილებულია და იცის, რომ მისი კაცი ჩავარდა.

-არის თუ არა გაბუნია ახლაც საფრთხის ქვეშ? თუნდაც იმ კუთხით, რომ ახლა ნებისმიერს, ვისაც დესტაბილიზაცია დასჭირდება, მზა ბერკეტი აქვს, ზუსტად იცის, საით წარიმართება ისრები.

-არ გამოირიცხება, ამიტომ ახლა უნდა დავიცვათ გაბუნია მთელი ცხოვრება და ბიუჯეტის თანხა უნდა გამოვიყენოთ გაბუნიას დასაცავად.

-ყველამ ვიცოდით, რომ საქართველოს უშიშროებაშიც იყო ჯგუფები, რომლებიც გადადიოდნენ აფხაზეთში მაგალითად, არაოფიციალურად ატარებდნენ ოპერაციებს და გადმოდიოდნენ.

მე როგორც კი მივედი სამინისტროში, ყველანაირად მაგ მიმართულებით გაჩერდა მუშაობა, გინდ ოფიციალური და არაოფიციალური. ყველა ვინც მაგ ტიპის საქმიანობას ეწევა, უნდა იცოდეს, რომ მიღებს საპასუხოს და სეპარატისტულ ტერიტორიებზე,  უაზრო, სულელური ოპერაციის გამო თბილისში, მეტროში მიღებულ აფეთქებას მერჩივნა ამ ოპერაციების გაჩერება.

თამო კეშელავა, ალია №21

თეგები: ვალერი ხაბურძანია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”
ახალი ამბები

“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”

02:52 08-21-2025
პირადი: 150 მილიონის მიტაცება, “მკვლელი მატარებლები” – უსაფრთხოების დარღვევა და მასშტაბური კორუფცია “რკინიგზაში” – გია ყრუაშვილის სკანდალური, ექსკლუზიური ინტერვიუ
ახალი ამბები

“ზუსტად ასე დაწერეთ, “რკინიგზამ”, ჩემი ავადმყოფი შვილი, გაწირა სასიკვდილოდ” – გია ყრუაშვილი

14:56 08-20-2025
“მკვლელი მატარებლები” – “ვაცხადებ როგორც ვეტერანი რკინიგზელი, – ამ მატარებლებით მგზავრობა სერიოზული საფრთხეა” – გია ყრუაშვილის სკანდალური ინტერვიუ
ახალი ამბები

“მკვლელი მატარებლები” – “ვაცხადებ როგორც ვეტერანი რკინიგზელი, – ამ მატარებლებით მგზავრობა სერიოზული საფრთხეა” – გია ყრუაშვილის სკანდალური ინტერვიუ

05:22 08-20-2025
„რასაც ივანიშვილი ახლა აკეთებს, ამ ლოგიკით ხდება… ბიძინას სხვა გათვლა აქვს“ – ბაბუნაშვილი
ახალი ამბები

„ბიძინა თურმე ამბობდა – ვინ უნდა შემცვალოს, ვინ? ვის აქვს ჩემდენი ფული?… არადა, 60 მილიარდ ევროზე იყო ლაპარაკი… ამიტომ ბიძინამ ჩემთან დაკავშირებით ნევროზი აიკიდა და განადგურება გადაწყვიტა“

20:20 07-16-2025

ბიზნესი

ალტას განახლებული პლატფორმა: შეიძინე სასურველი ტექნიკა კიდევ უფრო კომფორტულად
ახალი ამბები

ალტას განახლებული პლატფორმა: შეიძინე სასურველი ტექნიკა კიდევ უფრო კომფორტულად

16:55 08-20-2025
თიბისის განათლების შესაძლებლობები სტუდენტებისთვის: გაიცანით კესო ლალიაშვილი
ახალი ამბები

თიბისის განათლების შესაძლებლობები სტუდენტებისთვის: გაიცანით კესო ლალიაშვილი

13:53 08-20-2025
თიბისი კონცეპტის და Visa-ს ულიმიტო ქეშბექი სითი მოლში
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის და Visa-ს ულიმიტო ქეშბექი სითი მოლში

13:17 08-20-2025
თიბისი ახალი ვიდეო რგოლით გვახსენებს, რომ დიდი თავგადასავლის წინ, მნიშვნელოვანია ვინ დგას შენს გვერდით
ახალი ამბები

თიბისი ახალი ვიდეო რგოლით გვახსენებს, რომ დიდი თავგადასავლის წინ, მნიშვნელოვანია ვინ დგას შენს გვერდით

14:34 08-19-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved