• რეკლამა
  • კონტაქტი
03:42, კვირა, 6 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რა შეცდომები დაუშვა გამოძიებამ “ციანიდის საქმეში”? – “ეს იყო გამოძიების ჩავარდნა”

ალია ავტორი - ალია
23:50 02-13-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
31

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე სოსო გოგაშვილი, ტვ პირველთან აცხადებს, რომ ე.წ. ციანიდის საქმეზე დაკავებული გიორგი მამალაძე რამდენიმე პირთან ერთად მოქმედებდა, რომელთა მიზანი იყო, რომ პატრიარქის მკვლელობის მცდელობის ბრალდებით შორენა თეთრუაშვილი დაეკავებინათ:

„ციანიდი, რომელიც მამალაძემ შეიძინა, თუ გაივლიდა საზღვარზე და ის ადამიანი თუ არ შეატყობინებდა პროკურატურას, ეს საქმე არ იქნებოდა აღძრული, ჩაიტანდა ამ ციანიდს, მოუყრიდა საჭმელზე, რომელიც შორენას უნდა შეეტანა პატრიარქისთვის. ეს ხდებოდა ბერლინში, „ჰელიოსის“ კლინიკაში. შეტანის მომენტში მას ეცემოდნენ ხელებში კამერების თანდასწრებით, კლინიკა აღჭურვილია კამერებით და თვითონაც ტელეფონები ჩართული ექნებოდათ. ეტყოდნენ, რა მიგაქვს? ის ეტყოდა, საკვები შემაქვს პატრიარქთან. ესენი ეტყოდნენ, რომ რაღაც საეჭვოა, ატყდებოდა პანიკა, დაიდგმებოდა სცენები. ციანიდიან საკვებს შორენას დაუჭერდნენ ხელში, გამოიძახებდნენ „ჰელიოსის“ დაცვას. მოვიდოდა ბერლინის პოლიცია. არა საქართველოში, არა რუსეთში, არამედ საზღვარგარეთ, ევროპულ ქვეყანაში დააკავებდნენ პატრიარქის მკვლელ შორენა თეთრუაშვილს. ის წავიდოდა ციხეში, პატრიარქის მკვლელის იარლიყით, ისინი გახდებოდნენ გმირები, რადგან პატრიარქი გადაარჩინეს, პატრიარქი დაიცვეს, მოაშორეს მტარვალი შორენა თეთრუაშვილი და თვითონ ჩამოდიოდნენ ძალიან ძლიერები აქ“

გოგაშვილის თქმით, შორენა თეთრუაშვილის ჩამოცილების მცდელობა ამ ჯგუფს ადრეც ჰქონდა.

ამასთან, გოგაშვილი აცხადებს, რომ მამა გიორგი მამალაძე კრიმინალია და აქვს კრიმინალებისთვის დამახასიათებელი თვისება, არ გათქვას თანამოაზრეები:

„შეთხზეს ვერსია, რათა გიორგი მამალაძე წარმოეჩინათ მსხვერპლად. წავიდა მამალაძის ვიქტიმიზაცია, თითქოს ის იყო საწყალი, ზიარება უნდოდა და ასე შემდეგ. მე პირდაპირ გეტყვით, ის არ არის მორწმუნე, ის ათეისტია.

მე არ ვიცი, გიორგი მამალაძემ სად იყიდა ციანიდი. ეს იყო ჩავარდნა გამოძიების, როდესაც არ მოხდა შესყიდვის მომენტის დაფიქსირება და როდესაც არ მოხდა ამოღების მომენტის დაფიქსირება – ამიტომ ვამბობ, რომ ეს ორი მომენტი მინუსია. გადაღების და ამოღების მომენტი რომ ყოფილიყო დაფიქსირებული, ამდენი რამ არ მოჰყვებოდა. ეს დაუდევრობით მოხდა, უცოდინრობით თუ შეგნებულად, არ ვიცი, მაგრამ ერთია, ამით საფუძველი მიეცა დაცვის მხარეს, რომ პროცესუალურ დარღვევებზე აეგო.”

თეგები: გიორგი მამალაძესოსო გოგაშვილიციანიდის საქმე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
ახალი ამბები

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

19:26 07-04-2025
სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”
ახალი ამბები

სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”

18:34 07-04-2025
07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე
ახალი ამბები

07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე

15:00 07-04-2025
თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება

14:34 07-04-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved